უსასრულოდ გაფანტულ  სივრცეში არსებობენ ჭრელი ფარშევანგები ოცნებებით თავს არ იწუხებენ, რეალობას ირჩევენ,ამ წუთისოფლით ტკბებიან. ფარშევანგებით დაფარული სივრცე უფრო იზრდება, როდესაც რწმენა იბუდებს ზეცის კიდეზე  და მის შემოგარენში. საკუთარი სული უყვარს  ამაყ თავმომწონე ფარშევანგს . მერე რა, რომ ვიღაც სიამაყეს დასწამებს, მთავარია, რომ უყვარს და სურს ბედნიერება. მას კარგად ესმის, რომ ბედნიერება შრომით და რწმენით მიღწევადია. ვარდისფერი სათვალეები არ სჭირდება, რადგან არ აკლია მას არც ვარდის ფერი და არც, რომელიმე ფერი ფერთა გამიდან, რადგან თვითონაა ფერთა კონა და სილამაზის ელექსირი. სულიერი სამყარო ფარშევანგისაც კი ზოგჯერ სევდიანია და აღმაფრენასა და სიხარულს მაშინ გამოხატავს , როდესაც ფრთებს გაშლის და გაინავარდებს. სწორედ მაშინაა ის წარმოუდგენლად მშვენიერი და სულიერად შიშველი. უტვინო მნახველი კი მხოლოდ მისი ბუმბულისა და ფერის სილამაზეს უსვამს ხაზს და არ ესმის, რომ ფრინველსაც აქვს გული და განწყობა, აქვს სული და უნარი იყოს კეთილი ან ბოროტი, თუმცა ბოროტი არავინ იბადება, ბოროტები შემდეგ ხდებიან. მაგალითად ავიღოთ ლუციფერი, ღმერთის ქმნილება და სხივოსანი ანგელოზი, რომელმაც შემოქმედს გაუტოლა თავი. ფარშევანგი კი თავს არავის უტოლებს, რადგან იცის, რომ მისი ტოლი და სწორი არავინაა. ის თავს შემოქმედის შვილად აღიარებს და პატივს სცემს მას, თუმცა სხვები ადანაშაულებენ, რომ ის არაა მორწმუნე. მათი საუბარი ფარშევანგს ბატების ყიყინი ჰგონია და ასეთი ფრინველებისგან თავს შორს იჭერს. მას ებრალება საბრალოება, რადგან თვლის, რომ საბრალო არ უნდა იყოს ადამიანი. არა არ შემშლია, ნამდვილად ადამიანს ვგულისხმობ, რადგან ეს ფარშევანგი, ადამიანია, ქალი! ფარშევანგი ქალის ემოციაა, წუხილი. ზოგჯერ მომხიბვლელი, ზოგჯერ თავხედი უკარება და ნაზი. როგორ მღერიან ფარშევანგები? ფარშევანგს სიმღერა დედამ ასწავლა და მას შემდეგ, ერთხელ მღერის რადგან ერთხელ აღწევს აღმაფრენას. ერთხელ განიცდის სიყვარულს, ერთი აქვს ნატვრა...მომავალი ესახება ისეთი, როგორიც თვითონაა. ფარშევანგებს უყვარდებათ ისე, როგორც გული უკარნახებთ და არა ისე როგორც საზოგადოება. სიყვარული წარმოუდგენიათ ისე როგორც ყოვლისმომცველი ღმერთი და ნიჭიერი შემოქმედი. ნიჭი კი შემოქმედის შვილებსაც უხვად აქვთ და მომავლის ასაშენებლად არ სჭირდებათ ჰოროსკოპო, რადგან ვარსკვლავზე უკეთ თავად იციან საით მიიყვანს სიყვარულის თეთრი გედი.

პოსტი,  ეკუთვნის სტუდენტ გიორგის, მადლობა  მაას !

ნახვა: 2269

ტეგები: Qwelly, ამოუცნობი, ბლოგი, ფარშევანგი, ფაუნა, ფლორა

qeti: სექტემბერი 17, 2013||9:23pm

რას გავს :D

tamo: სექტემბერი 17, 2013||9:35pm

რატო  ლამაზიააა :D:D:D:D

tamo: სექტემბერი 17, 2013||9:39pm

ლაშა: სექტემბერი 17, 2013||9:57pm

რას ჰგავს და თეთრ ფარშევანს qet :D არა?! :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters