ქეთევან პოპიაშვილი

ქართველი ფემინისტების ბრძოლა ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობისათვის

(ესსე)

      ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ფემინიზმთან დაკავშირებით მცდარი შეხედულებები და დამოკიდებულებები აქვს.

      რა არის ფემინიზმი და რას გულისხმობს იყო ფემინისტი?

      ფემინიზმი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობაა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. არსებობს სხვა და სხვა სახის ფემინიზმი: ლიბერალური, რადიკალური, ლესბოსური და აშ.

      მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი მიზანი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა.[1] (ვიკიპედია: ფემინიზმი)

      იმის შესახებ საუბრის დაწყებამდე, თუ რაში გამოიხატება ქართული საზოგადოების და თანამედროვე ქართველი ფემინისტების მცდარი შეხედულებები და დამოკიდებულებები, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში თბილისში მოღვაწე ქართველ ფემინისტ ქალებზე მინდა ვისაუბრო, რომელთა მოღვაწეობაც იმის მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუ რას ნიშნავს რეალურად იყო ფემინისტი და იბრძოდე ქალთა უფლებებისათვის. ბარბარე ჯორჯაძე რომელიც 1833 წელს დაიბადა, 12 წლის ასაკში გაათხოვეს. ბარბარე ყოველ მის ნაშრომსა და წერილში ქართველ ქალთა დაჩაგრულ მდგომარეობაზე საუბრობდა. ამის მთავარ პრობლემად კი, განათლების მიღების საშუალების არქონას მიიჩნევდა. კრიტიკოსებმა, მისი ერთ-ერთი წერილი სახელწოდებით "ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ" ქართული ფემინიზმის მანიფესტად აღიარეს. ნაწყვეტი წერილიდან: “პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცის გაკილვაში ყოფილა და არის... სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდნენ: "შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმენდილი, ჩუმად იყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭო და იჯექ... სწავლა და სხვა ნებით განათლება რა შენი საქმეაო... მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა...”.[2] (ეკა მელიქიძის სტატია) მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ ფრაზას მოცემული წერილიდან - “მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა”? რომელშიც მკვეთრადაა გამოხატული საშინაო შრომის აუნაზღაურებლობის პრობლემა. ბარბარე ჯორჯაძის წერილიდან პარალელის გავლება შეიძლება სილვია ფედერიჩის ნააზრევთან “ანაზღაურება საშინაო შრომისთვის”. ნაწყვეტი ს.ფედერიჩის ნაშრომიდან: “ისინი ამბობენ, რომ ეს სიყვარულია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის აუნაზღაურებელი შრომა.

      ისინი ამას ფრიგიდულობას უწოდებენ. ჩვენ ამას აბსენტეიზმს* ვუწოდებთ. მუცლის ყოველი მოშლა სამუშაო მარცხია. ჰომოსექსუალობა და ჰეტეროსექსუალობა ორივე სამუშაო პირობებია... მაგრამ ჰომოსექსუალობა მუშების მიერ წარმოების კონტროლია და არა

      – სამუშაოს დასასრული.

      მეტი ღიმილი? მეტი ფული. არაფერი იქნება უფრო ძლიერი ღიმილის სამკურნალო ეფექტის გასანადგურებლად.

      ნევროზი, თვითმკვლელობა, დესექსუალიზაცია: დიასახლისის პროფესიული დაავადებები.”[3] (ს. ფედერიჩი, გვ. 73)

      ეკატერინე გაბაშვილი ქართველი ფემინისტი ქალი, რომელმაც პირველმა აღძრა ქალთა განათლების საკითხი საზოგადოებაში. ამონარიდი მისი წინასიტყვაობიდან რომლითაც მისი მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე წარსდგა “19 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მალე დავწვრილშვილდი (თერთმეტი შვილი მყავდა), ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული ვიყავი.

      მე არ დავუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, ყმობას და თავშეწირვას კერისას ამისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა. მე იმ ვიწრო კედლებსა შუა, რომლებსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქიდან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას.

      შევეცადე ორიოდე აგური მაინც დამედო იმ წმინდა საძირკველზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩაყარეს ჩემი ქვეყნის საუკეთესო შვილთ ”. ეკატერინე გაბაშვილმა მისი მოღვაწეობით მრავალ ქალს თვალი აუხილა და მისცა ბიძგი განვითარებისკენ.

      კატო მიქელაძე, ბრიუსელში განათლების მიღების შემდეგ, 1916 წელს დაბრუნდა სამშობლოში, რის შემდეგაც მან თანამოაზრე ქალები შემოიკრიბა და დაიწყო ბრძოლა ქალების სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისთვის. ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი "ქალთა ლიგა" და 1917 წელს, გამოსცა პირველი ფემინისტური გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა", რომლის პირველ ნორმებშიც ავრცელებდა შემდეგ მოწოდებას: "ქალებო, მოითხოვეთ საარჩევნო ხმის უფლება". ამონარიდი მისი სტატიიდან “მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი” : "...და ამ მხრივ თუ გნებავთ, ქალები, მართლაც რომ კონსერვატორები ვართ. ჩვენ გვძულს და გვეზიზღება სისხლის ღვრა, არა მისთვის, რომ მას ვერ შევძლებთ (ჯერ ისეთი არაფერი არ მოუხდენია მამაკაცს, რაც ქალს არ შესძლებოდეს), არამედ მისთვის, რომ ჩვენს კაცთმოყვარე ბუნებას ის სძაგს... ასეთი ზნეობრივი ანგარიშით იმის თქმა არავის შეუძლია, რომ ქალები მოკლებული ვიყოთ უმაღლეს იდეალს და მხოლოდ დღიურ ჭირ-ვარამზე ვზრუნავდეთ. მხოლოდ როცა ჩვენ ვისახავთ მიზნათ რთულსა და საზოგადო მნიშვნელოვანს საკითხს, ჩვენ გვსურს მისდა განსახორციელებლად ნიადაგიც მომზადებული იყოს, და როცა ასეთს დავინახავთ, იქ არც თავის განწირვას დავერიდებით..."

      ბოლშევიკურმა ეპოქამ, კატო მიქელაძე ბურჟუაზიული გარყვნილების მაგალითად მონათლა, დაიხურა მისი გაზეთი.[4] (ეკა მელიქიძის სტატია)

      ახლა კი, როცა წარმოვაჩინე მაგალითები , ქალების, რომლებიც „ნამდვილ“ ღირსეულ ფემინისტებად მიმაჩნია, რომელთა მოღვაწეობაც, ნამდვილად ღირებული იყო იმ დროისთვის, და ჩვენს თანამედროვეობაშიც, ჩემი აზრით მათი მოღვაწეობა უნდა იყოს საფუძველი და მაგალითი იმისა, რა უნდა ჩაითვალოს პრიორიტეტად თანამედროვე ქართველ ფემინისტთა „მცდელობებში“ იყვნენ ფემინიზმის ნაწილი და იბრძოლონ ქალთა უფლებებისათვის და გენდერული თანასწორობისათვის, მინდა საუბარი მათი (თანამედროვე ქართველ ფემინისტი ქალების) აქტივობებისა და შეხედულებების განხილვით განვაგრძო. 2017 წლის 8 მარტს თბილისში ფემინისტ ქალთა აქცია გაიმართა. პირველ რიგში მინდა წარმოვაჩინო ის ტრანსპარანტები რომლებითაც აქციის მონაწილეები წარსდგნენ: „ჩემი დეკოლტე ჩემი საქმეა“, „ექიმებს: სექსი და გათხოვება იგივე არაა“, „ფუჩუ liberation”, “ორგაზმი კაცების გარეშე“, „მეტი კაცი კუხნაში, დაისვენე“, „დედობა არჩევანია, და არა მოვალეობა“, „აბორტი მხოლოდ ქალის საქმეა“[5] (თამარ ჩხაიძის სტატია), რა თქმა უნდა არ ჩამოვთვლი იმ უცენზურობის შემცველ სლოგანებს, რომლებიც აქციაზე ჭარბობდა.

      ყოველი ჩამოთვლილის დეტალებში ძიებას და განხილვას რასაკვირველია არ ვაპირებ, თუმცა მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო სლოგანზე „აბორტი მხოლოდ ქალის საქმეა“, როცა გენდერულ თანასწორობაზე არსებობს პრეტენზია და ქალი ამისთვის იბრძვის, მონაწილეობას იღებს აქციაში, რომლითაც საზოგადოების წინაშე ღირსეულად უნდა წარსდგეს როგორც სრულ უფლებიანი ქალი და მოქალაქე, ჩემი აზრით ეს სლოგანი უბრალოდ ხაზის გადასმაა ყოველ ზემოთ ხსენებულზე. ქალის უფლებებისათვის ბრძოლა არ გულისხმობს მამაკაცთა უფლებების დაკნინებას, მათ მიმართ სიძულვილის გამოხატვა არ არის საჭირო საკუთარი თავის წარმოჩენისათვის. ფემინიზმი არ გულისხმობს მამაკაცების ზიზღს და არც „სამაგიეროს“ გადახდის მიზნით მათ ჩაგვრას. ჩემს მიერ ხაზგასმული სლოგანი კი სწორედ ამას ემსახურება. რატომ არის აბორტი მხოლოდ ქალის საქმე? რატომ უნდა მიიღოს ქალმა ერთპიროვნულად გადაწყვეტილება ბავშვის გაჩენა არ გაჩენაზე მაშინ, როცა ის თანაბრად ეკუთვნის როგორც ქალს , ისე მამაკაცს. ქალს აქვს უფლება, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შვილი მოუკლას მამას? ჩემი აზრით არა, და არც ფემინიზმი გულისხმობს და ამართლებს ამგვარ ქმედებას რომელიც არანაირ კავშირში არ არის თანასწორობასთან და პირიქით სრულიად შეურაცხყოფს და აკნინებს მას. დანარჩენი სლოგანებიც იგივე დონეზე ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. სწორედ ამ ფაქტებს ვგულისხმობ მაშინ, როცა ვამბობ რომ თანამედროვე ქართველ ფემინისტებს მცდარი წარმოდგენები აქვთ ფემინიზმზე და გაუთვითცნობიერებულები არიან ამ საკითხში. არასწორად აწვდიან ინფორმაციას, და მცდარ წარმოდგენებს უქმნიან ამგვარი გამოსვლებითა და აქტივობებით საზოგადოებასაც, რომელშიც შედეგად გამოწვეულ აგრესიას ისევ და ისევ ქალთა უფლებების შელახვად და დაკნინებად მიიჩნევენ. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის – „ვის ეშინია ფემინიზმის?” კრებულიდან ერთ-ერთ სტატიას მინდა დავეყრდნო და ვთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა - ფემინიზმის არასწორი აღქმა-წარმოჩენა ინფორმაციისა და განათლების არ ქონის შედეგია. „ფემინიზმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ალბათ, ერთ-ერთი ძირეული მიზეზია იმ უარყოფითი დამოკიდებულებისა, რაც ამ მიმდინარეობის მიმართ დამკვიდრდა. ხშირად ხდება, რომ ფემინიზმის განმარტება არასწორი ინტერპრეტაციით მოუწოდებიათ, ჩვენ კი არასოდეს გვიფიქრია მათი გადასინჯვა.“[6]- წერს კრებულის ერთ-ერთი ავტორი.

      ვფიქრობ, ნათლად გამოვხატე ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება თანამედროვე ქართველი ფემინისტების მცდარ შეხედულებებსა და დამოკიდებულებებში ფემინიზმისადმი და ასევე მაგალითად მოვიყვანე ის ქართველი ფემინისტები, რომლებიც ღირსეულ ფემინისტებად მიმაჩნია. მომავალში სათანადო განათლების მიღებისა და ღირებულებების გადაფასების შედეგად, შესაძლოა ქართველი ფსევდო ფემინისტებისგან , „ნამდვილი“ ქართველი ფემინისტები ჩამოყალიბდნენ და გათვითცნობიერებული ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის შედეგის მომცემი იქნება.

[1] ka.wikipedia.org/wiki/ფემინიზმი; გვერდი ბოლოს დარედაქტირდა (31 ოქტომბერი 2017, 10:02) (5/30/2018)

[2] ambebi.ge/article/189515-kartuli-peminizmis-sacqisebtan-vin-iqvnen-pirveli-kartveli-peministikalebi; სტატიის ავტორი: ეკა მელიქიძე; სტატიის გამოქვეყნების თარიღი (20 იანვარი, 2017, 09:11) საიტზე შესვლის თარიღი (5/30/2018)

[3] emc.org.ge/ka/products/targmanebis-krebuli-1; თარგმანების კრებული (თბილისი 2016) „ანაზღაურება საშინაო შრომისთვის“ ავტორი: სილვია ფედერიჩი; მთარგმნელი: სალომე ლაცაბიძე; რედაქტორი: თამუნა ქებურია; გვ73.

[4] ambebi.ge/article/189515-kartuli-peminizmis-sacqisebtan-vin-iqvnen-pirveli-kartveli-peministikalebi; სტატიის ავტორი: ეკა მელიქიძე; სტატიის გამოქვეყნების თარიღი (20 იანვარი, 2017, 09:11) (5/30/2018)

[5] ipress.ge/new/63568-orgazmi-kacebis-gareshe-feministebis-aqcia-tbilisshi-fotoreportazhi; სტატიის ავტორი: თამარ ჩხაიძე; სტატიის გამოქვეყნების თარიღი (08 მარტი, 2017, 19:05); საიტზე შესვლის თარიღი (5/31/2018)

[6] ge.boell.org/ka/2014/02/20/vis-eshinia-peminizmis-sakartveloshi გამოქვეყნების თარიღი (20 თებერვალი 2014) გამოცემის ადგილი: თბილისი; გამოცემის თარიღი: 2013; გამოცემის ენა: ქართული. (5/31/2018)

ნახვა: 810

ტეგები: გენდერი, ესსე, თანასწორობა, საქართველო, ფემინიზმი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters