ქეთევან პოპიაშვილი
ფრიდრიხ ნიცშეს მიხედვით არსებობს ორი ტიპის აზროვნება: მონის და ბატონის (თავისუფალი ადამიანის, საკუთარი თავის ბატონის) აზროვნება.
ფილოსოფოსს მიაჩნია, რომ მორალური ნორმები სინამდვილეში რომელიღაც კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, ე.ი „ბატონის“ მორალი უპირატესობას ანიჭებს ისეთ თვისებებს, რომლითაც თავად გამოირჩევიან (ძალა, ვაჟკაცობა, გამბედაობა, სიმამაცე, სიამაყე). ასეთი ტიპის ადამიანები ინტუიციურები არიან. მათ არ ეშინიათ დაცემის, რადგან სიამოვნებას სწორედ ფეხზე წამოდგომის მცდელობაში ღებულობენ. თავისუფალი ადამიანი „ვაებაში ისეთივე უგუნურია, როგორც ბედნიერებაში, იგი ხმამაღლა ყვირის და ვერ პოულობს ნუგეშს“. [1]
ნიცშე „მონის“ ფსიქოლოგიის ადამიანებად მიიჩნევს მათ, ვისთვისაც მისაღებია არსებული რეალობა თავისი დადებითი და უარყოფითი ნიუანსებით. რომლებიც არ ცდილობენ თავისი ყოფის შეცვლას, კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვს. ასეთი ადამიანები „ჭეშმარიტების მხოლოდ სასიამოვნო, ცხოვრებისთვის სასარგებლო შედეგებს ესწრაფვიან“. [2]
ასეთები ბევრნი არიან, მათ შეუძლიათ სამყაროს შეცვლა, მაგრამ ურჩევნიათ არსებულით დაკმაყოფილება, განუსჯელად მიღება წეს-ჩვეულებების, მორალური თუ ეთიკური ნორმების, რელიგიური დოგმების. მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს აშინებთ ახალი და შეუცნობელი. ისინი თხოულობენ კუთვნილს იმის მაგივრად, რომ მოითხოვონ, განსხვავებით თავისუფალი, გაბედული ადამიანებისაგან, რომლებმაც უკვე აიღეს ის, რაც ეკუთვნოდათ.
„მონების“ მორალი მორჩილი ადამიანების განწყობას გამოხატავს. ისინი პატივს სცემენ მოთმინებას, მოწყალებას და თავმდაბლობას.
ნიცშეს აზრით, ორივე ტიპის ფსიქოლოგიის ადამიანთა არსებობა საჭიროა კაცთა მოდგმის განვითარებისთვის. ძალაუფლების, სიდიადისა და გამორჩეულობისთვის სწრაფვა არის ადამიანის სულიერი განვითარების და ამაღლების წყარო.
„დროა, ადამიანმა თავს მიზანი დაუსახოს. დროა, მან თავისი უზენაესი იმედის თესლი ჩარგოს. ჯერ საამისოდ საკმარისად მდიდარი ნიადაგი აქვს. მაგრამ ოდესმე ეს ნიადაგი დაიწრიტება და გამოიფიტება და იქიდან მაღალი ხე ვეღარასოდეს ამოიზრდება“.[3]
ნიცშეს მიაჩნია, რომ ისეთ ცხოვრებაში, სადაც უზრუნველყოფილია საყოველთაო მნიშვნელობა და კეთილდღეობა, ადამიანები აღარ განიცდიან სტრესსა და ტკივილს, მაგრამ ასევე კარგავენ ლტოლვას დიადისკენ, რადგან დიადისკენ მიმავალი გზა ბურუსითაა მოცული, საფრთხითა და ტკივილით, იმედგაცრუებითაა სავსე.
ნიცშე თვლის, რომ ასეთი ყოფა ადამიანის გვარის უკიდურეს დაკნინებას ნიშნავს და რომ მონათა კლასის მორალი შეიძლება იყოს ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანი ვერ განვითარდება იმაზე მეტად, ვიდრე ის არის დღეს.
ნიცშეს მიხედვით ღირებულებები სუბიექტურია და არა საყოველთაო და სავალდებულო. ყოველ ინდივიდს აქვს თავისი მორალი, ამიტომ მას არ აქვს უფლება განსაჯოს სხვა. ფილოსოფოსს თავისი ეპოქის სულიერი კრიზისის მთავარ მიზეზად ქრისტიანული რელიგია მიაჩნია, რომელიც მორჩილებას, თავმდაბლობას, მოწყალებას ქადაგებს. სწორედ ამას მოიხსენიებს ნიცშე მონათა - ბრბოს, „ჯოგის“ მორალად.[4]
ჩემი აზრით, ღირებულებები, მორალური და ეთიკური დოგმები, იდეალები, სარწმუნოებაც კი ძალიან ცვალებადია დროშიც და სივრცეშიც და თანაც აბსოლუტურად ინდივიდუალური.
ნიცშეს მიაჩნდა, რომ თუ ადამიანებს, თავისუფალი და უზრუნველი ცხოვრება ექნებოდათ, ისინი დაკარგავდნენ დიადისა და ამაღლებულისკენ სწრაფვის სურვილს გაუქრებოდათ ძიების წყურვილი.
მე ვფიქრობ, ამაღლებულისკენ სწრაფვის უნარი და სურვილი არა გარემო ფაქტორებზე, არამედ შინაგან თავისუფლებასა და ინტელექტზეა დამოკიდებული.
ყოველ ინდივიდს აქვს არჩევანის სრული თავისუფლება - მორჩილად, განუკითხავად მიიღებს უმრავლესობისათვის მისაღებს და დადგენილს, თუ თვითძიების და ჭეშმარიტების ძიებისკენ მიმავალ უფრო რთულ გზას დაადგება.
ჩემი აზრით, არც მშვიდობიანი, უზრუნველი ცხოვრება და არც ომი არ განსაზღვრავს ადმიანში სიახლის განსხვავებულობისაკენ ლტოლვის სურვილს. თუ გადავხედავთ ისტორიას, მივხვდებით, რომ ყველა ეპოქას ჰქონდა თავისი იდეალები, ჰყავდა გმირები და ანტიგმირები.
დღევანდელობაც ადასტურებს, რომ ცხოვრება სავსეა სიკეთითა და ბოროტებით, ნგრევით და შენებით, აღმასვლით და დაცემით. განსაკუთრებული, განსხვავებული ადამიანები სწორედ იმ უმრავლესობას, ე. წ „ჯოგს“ გამოეყოფიან, მათ მორალს, მათთვის მისაღებ ნორმებსა და ცნებებს. ასეთი ადამიანები იბადებიან იმ მასაში, მაგრამ ინდივიდუალური თავისუფლების მოპოვების სურვილით, განსხვავებულობისაკენ ლტოლვით გამოირჩევიან მათგან.
არ შემიძლია არ დავეთანხმო ნიცშეს ამ ფრაზას: „მე გეტყვით: საკუთარ თავში ჯერ ქაოსი უნდა გქონდეთ, რომ მოცეკვავე ვარსკვლავი შვათ“. [5]
ვფიქრობ, როგორც სიკეთე არ არსებობს ბოროტების, სიყვარული კი სიძულვილის გარეშე, ასევე ვერ იარსებებს „ბატონის“ მორალი „მონის“ მორალის გარეშე.
[1] ფრიდრიხ, ნიცშე. 1873. ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით. 202.
[2] ფრიდრიხ, ნიცშე. 1873. ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით. 194.
[3] ფრიდრიხ ნიცშე. 1883. ასე იტყოდა ზარატუსტრა. 21.
[4] ნიცშე ფრიდრიხ, ესე იტყოდა ზარატუსტრა, მხიარული მეცნიერებები, კეთილისა და ბოროტის მიღმა -- შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.
[5] ფრიდრიხ ნიცშე. 1883. ასე იტყოდა ზარატუსტრა. 22.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია