ქეთევან პოპიაშვილი

      არა უბრალოდ ყოფნა, არამედ ცხოვრება - ეს არის მოგზაურობა.

      ამ დროს სრულიად სხვა ხარ, შენი თავი შენ თვითონვე გეუცხოება. გამოდიხარ საკუთარი თავიდან და შენს თავსაც ისეთივე ცნობისმოყვარეობით გაჟღენთილი თვალებით უყურებ როგორც სხვა ყველაფერს რასაც პირველად ხედავ. ისეთი განცდაა, თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი. სრულიად განსხვავებული ადამიანები ირევიან შენს გარშემო, მათი ხმა და იმ სიტყვების ჟღერადობა რომელთა მნიშვნელობაც არ გესმის ბურანში გახვევს. მიუყვები ქუჩებს რომლებსაც არ იცი სად მიყავხარ და ბავშვივით მოუსვენარ, დაბნეულ და შეიძლება ოდნავ დაძაბულ თვალებს ადევნებ ირგვლივ ყველას და ყველაფერს. ვეთანხმები იმ აზრს რომ ნამდვილად ღირებულ ადგილებს რუქაზე ვერ იპოვი. უმიზნოდ სიარულისას ბევრად უფრო საინტერესო რამეს შეიძლება გადააწყდე. ამიტომ როგორც ყოველთვის ამჯერადაც „ხეტიალი“ ვამჯობინე განსაზღვრული მარშუტების შედგენას. არ ვიცი ეს გრძნობა როგორ შეიძლება აიხსნას, მიდიხარ და ხვდები რომ აქ მხოლოდ შენი თავი გყავს და სხვა არავინ. გარშემო ათასი ადამიანია თუმცა შენ მარტო ხარ. ეს სიმარტოვე კი ყველაზე ტკბილი სიმარტოვეა ყველა სიმარტოვეს შორის. ზოგჯერ სჭირდებათ ადამიანებს მარტო დარჩენა, მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა. როცა არავისთან ყოფნა არ გინდა, როცა უბრლოდ გინდა რომ თვალი ადევნო როგორ ცხოვრობენ სხვები და შენც სრულიად სხვაგვარად იცხოვრო , ჩემი აზრით ამ დროს მოგზაურობა ყველაზე კარგი საშუალებაა.

      სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პატარა ქვეყნის,პატარა ქალაქში გამეღვიძებინა ჩემში ცხოვრების სურვილი. პატარა ქალაქში რომელიც ჩემთვის უსასრულობას წარმოადგენდა, რადგან მისი არც დასაწყისი და არც დასასრული არვიცოდი. დავდიოდი ქუჩებში რომლებისთვისაც ზამთრის სუსხს ფარდა აეხადა და გამოეჩინა მათი მოწყენილი სული. არც ისე ბევრი ხალხი მხვდებოდა, მხოლოდ რამდენიმე თუ ჩამივლიდა გვერდს მოღუშული სახით და სწრაფი ნაბიჯებით. ვცდილობდი არაფერი გამოპარვოდა ჩემს თვალებს, ფოტოებს არ ვიღებდი თუმცა ჩემს გონებაში აღიბეჭდა ყველაფერი რაც ვნახე. ძველი, საუცხოო შენობები, მათი ჩამოშლილი ფასადები თითქოს შველას სთხოვდნენ ყველა გამვლელს. იშვიათად მინახავს ასეთი სახლები, მათი ოდნავ შეხსნილი კარები თითქოს შიგნით გიხმობდნენ. დიდი ეზოები, ღია ჭიშკრებით და გადაჭიმული სარეცხის თოკებით. ყველაფერი რასაც ვხედავდი ვფიქრობ ნებისმიერი ხელოვანის მუზა შეიძლება გამხდარიყო. შეუძლებელია ამ იდუმალებას ისე ჩაუარო გვერდი რომ ათასნაირი ემოცია არ მოგაწვეს შიგნიდან და არ გაიძულოს რამეში გადმოსცე და აღწერო ის რასაც განიცდი.

      ცენტრალური ქუჩები გადატვირთული იყო მაღაზიებით , რომელთა ვიტრინებიდან თითქოს მანეკენებიც კი მოწყენილები მოჩანდნენ. აქ შედარებით ბევრი ხალხი ირეოდა. ყველა ზედმეტად საქმიანს და დაკავებულს გავდა. მიზანდასახულები მიიჩქაროდნენ სადღაც და ვერავის და ვერაფერს ამჩნევდნენ. მათი დაღლილი სახეები სრულ სინთეზში იყო ავტომობილებით დამძიმებულ გზებთან. საღამოს მხოლოდ შუქნიშნები ანათებდნენ და ირეკლებოდნენ მხიარულად გამოფიტულ ასფალტზე. თბილისი არის ქალაქი რომელიც ნებისმიერ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ყველაფრით, რასაც მოიცავს. ტურისტები ყოველთვის აღნიშნავენ ხოლმე მის საუცხოო არქიტექტურას, ზოგადად თბილ გარემოს, ხალხის თბილ დამოკიდებულებას როგორც ერთმანეთის, ასევე უცხო ადამიანების მიმართ. მამაკაცები ხშირად ხაზს უსვამენ ხოლმე ქართველი ქალბატონების სილამაზეს, ჩვენ ხომ ყოველთვის ვცდილობთ ქალში სილამაზის დანახვას. მდედრობითი სქესი კი ხშირად მამაკაცების განსხვავებულ ხასიათსა და გარეგნობაზე საუბრობს. უკვე ყველასთვის ცნობილია ქართული სამზარეულოს არაჩვეულებრივობაც.

      რაც შემეხება მე, ვფიქრობ ყველაფერს სრულიად განსხვავებულად შევხედე. ისეთი გრძნობა დამრჩა რომ კი არ ვნახე, არამედ შევიგრძენი. თითქოს ადამიანში ვიყავი და არა ქალაქში. თბილისი სწორედ ჩემნაირი ადამიანი აღმოჩნდა. ერთი შეხედვით მშვენიერი, ხალისიანი, შინაგანად კი ათასი ემოციით სავსე, მათ შორის წუხილითა და სევდით. თბილისს ენატრება საკუთარი თავი , და ებღაუჭება ყველა დეტალს რაც მას თავის უჩვეულო იერსახეს უნარჩუნებს. მას სჭირდება დახმარება და ეს უცხო თვალითაც არ არის ძნელი შესამჩნევი.

      თბილისი არის ქალაქი რომელსაც სული გააჩნია, რომელიც სტკივა.

ნახვა: 225

ტეგები: თავისუფალი, თბილისი, შეფასება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters