დილით, ადრიანად გამეღვიძა მაგრამ შუქი არ იყო... ცოტა სიცხიანს წიგნის ყოველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ თვალები მეწვოდა, ფანჯრიდან იგრძნობოდა გარეთ ავდარი, თოვლ-ჭყაპი და ათასი უბდურება უნდა ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე Qwelly_სთვის რაიმე პოსტზე მეფიქრა და ასეთი რამ მოვიფიქრე... 

       კარგი იქნებოდა ყოველი გავლილი თვე რომ შემეფასებინა და მნიშვნელოვანი მოვლენები ამომეკრიბა. თქვენც ამას გირჩევთ. მოდი დავიწყოთ და თუ რამე გამომრჩება რაც თქვენთან ერთად გარდამხდენია, შემახსენეთ თუ არადა, თქვენ თქვენი დაწერეთ. 

       ყველაფერი დაიწყო ზუსტად ისე, როგორც უკვე ბოლო 10 წელია იწყება (უფრო ადრეც, მაგრამ ისინი კარგად არ მახსოვს). უთოვლო პირველი იანვარი, მილოცვები და დღეგრძელობები, სატელევიზიო გადაცემებიც იგივე (უბრალოდ თითოოროლა განსხვავებული სახე), სუფრის წევრებად მხოლოდ მე, დედ-მამა და ბებია და მამაპაპური ღვინის სმა, სადღეგრძელო, ლამაზი ისტორიები, კამათი მამასთან და ა.შ. 

       ჰო, წელს ახალი ნაძვის ხე მქონდა: 

       მომდევნო რამდენიმე დღეც არ იყო მაინცდამაინც უალკოჰოლო და მშრალად ჩავლილი, მაგრამ სანერვიულო და საჩხუბარო ბევრი მქონდა. მოგეხსენებათ იმ ხანად გავრცელდა სურვილების შესრულების უცნაური მეთოდი - მცხეთაში, წმინდანის საფლავზე მისვლა და თხოვნა. ამ დღეების წყალობთ ფეხით შემოვიარე მცხეთა. თან უბრალოდ შაბათ-კვირის მსახურებები დაემთხვა და სასიარულოც მრავლად იყო. 

       მწუხარებას ლხინი ცვლისო და ...

       მერე იყო შობა - ყველაზე დიდებული და ლამაზი ღამე მთელს იანვარში. მადლი მახარობელსას გალობით, მადლითაღვსილებმა გავათენეთ ის ღამე და მეორე დღეს უკვე ცუდი ამბები დაიწყო, როგორც წერეთელი ამბობდა, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განაო? ჰოდა, პატრიარქის ეპისტოლის გარჩევა-ვანხილვას მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარიდებდი თავს, მაგრამ ახლო მეგობრებთან საუბრისას ამ თემას მაინც ვერ გავურბოდი. 

       წელს, როგორც გასული წლის იანვარში, რამდენიმე საათში შემოსულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა Qwelly_ზე. ამჯერად ლიკუნას ვიდეოს წყალობით - გორული შუაგზური სიყვარული...

       ჩვენ, ქართველები ხომ იმითაც გამოვირჩევით რომ ერთი წლის განმავლობაში ორი ახალი წელი გვაქვს. ახლა ტკბილად მახსენდება, მაგრამ იმ წუთას მეც გული გადამიქანდა, როცა მხიარულმა ფოიერვერკმა ისე შეაშინა ჩემი ორი ძმიშვილი, თითქმის ერთი საათის განმავლობაში პირდაუხურლად ტიროდნენ.

       (P.S. "პირდაუხურლად" - ეს არ ვიცი რანაირი სიტყვაა, მაგრამ გამოდგება)

       მერე სწავლაც დაიწყო უნივერსიტეტში და ერთ კვირაში გამოცდებიც.

       სიხარული იყო 16 იანვარიც. ჩემს თეონას და ჩემს რატის პატარა გიორგი შეეძინათ და ჩემი ბაბალეც აღფრთოვანებულია თავისი ახალი გასართობით. ვიმედოვნოთ დეიდა ინოს ჯაფა შეუმსუბუქდა ☺

       როგორც წესი, იანვარში უდიდესი სიხარული ყოველთვის საეკლესიო დღესასწაულებს უკავშირდება. ახლაც ასე იყო - 19 იანვარი - ნაღლისღება, მართალია რამდენიმე წლის წინ, როცა ღამისთევით ვიზეიმეთ ეს დღესასწაული, უფრო ბევრი და კარგი მოგონება დამრჩა, მაგრამ არც წელს იყო ნაკლები სიხარული. ეს დღე კიდევ იმით გამოირჩა, რომ ჩემი ბიძაშვილის შვილის დაბადების დღე ამ დღეს აღვნიშნეთ და შესანიშნავი საღამოც გავატარე მის საყვარელ ადამიანებთან ერთად. მართალი მასპინძლები ძალიან გავაბრაზე სულ რაღაც 2 საათიანი დაგვიანებით, მაგრამ სიყვარულს ხომ ვერაფერს მოუხერხებდნენ? ასე რომ მიმიღეს. იმავ დღის წყალობით Qwelly_ს კიდევ ერთი წევრი შეეძინა და ამან უფრო გამამხიარულა. 

       22 იანვარს - ჩემი "ლოდომ დიჟი კაცუნა" უკვე 4 წლისაა. მხიარულების და გადარეულობის დღის შემდეგ, საღამოს ოჯახურ გარემოში დავლოცეთ და დღეგრძელობა, მზენათელობა ვუსურვეთ თორნიკეს. 

       ჩემი რამდენიმე მეგობარიც სწორედ იანვარში მოევლინა ქვეყნიერებას, ამიტომ ეს თვე კიდევ უფრო განსაკუთრებულია.

       ორივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე ← ეს რომ არ დამეწერა, ჩემი ამპარტავნება მოკვდებოდა ☺

       რა თქმა უნდა თვე ისე როგორ გაივლიდა იმაზე გულსატკენი ამბებიც არ ყოფილიყო, რაც დავწერე, არც ეს თვე იყო გამონაკლისი და არც მე და ჩემი საახლობლო. Qwelly_ზეც, მეგობრებშიც და პირად ცხოვრებაშიც იყო დღეები და წუთები როცა ძალიან მეტკინა გული, მაგრამ როგორც წესი ცუდის მოგონებას იშორებენ ხოლმე, ჰოდა მეც არ დავწერ ამ ტკბილმოსაგონარ პოსტში! 

       კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა რომ დღეს თოვლი მოვიდა! მაგრამ იქვე ცუდიც - უკვე 31 იანვარია! და როგორც მუდამ მცარ გზაზე მდგარი სინოპტიკოსები იწყებიან მომდევნო თვე უფრო და უფრო ყინვიანი იქნება! 

       ბებია ამბობს - ვიდრე მარტი წინ გაქვს ზამთარს ნურც აძაგებ და ნურც აქებო. მეც ამ შეგონებით დავასრულებ ამ დღეს და დაველოდები როდის ჩადგება ხეში წყალი! 

მეორე მეთორმეტედი →

ნახვა: 755

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თვე, მოგონებები, ქველი, შეჯამება

nino usenashvili: იანვარი 31, 2014||10:30pm

ლაშა მთავარი რაოდენობა კი არ არის "ჩემნაირების" ხარისხია მთავარი : ))) 

ხეებზე თვითონ გადავწყვეტ :D :D

ლაშა: იანვარი 31, 2014||11:20pm

janaaaaa ინტრიგას მიმატებ მინიშნებებს კი არა :D :D :D :D :D 

ლაშა: იანვარი 31, 2014||11:35pm

nino usenashvili - მე ნუ გადამახტები :D :D :D :D 

nino usenashvili: იანვარი 31, 2014||11:36pm

ლაშა ამ პასუხისთვის შენ დაიმსახურე, რომ მე დავფიქრდები მოვიპარო თუ არა ნაძვი :D

ლაშა: თებერვალი 1, 2014||12:38am

nino usenashvili ეს ნაძვის ხე არ მომპარო და ეზოში ნაძვების მეტი რა მაქვს. წაიღე რამდენიც გენებოს :D 

nino usenashvili: თებერვალი 1, 2014||12:57am

ლაშა წინასწარ ნუ განიცდი, მერე ნელ-ნელა შეეგუები ^_^

ლაშა: თებერვალი 1, 2014||1:02am

nino usenashvili არ დაგითმობ, არ გაგატან, ჩემს საყვარელ ნაძვის ხესა :P :D 

jana: თებერვალი 1, 2014||1:43am

ლაშა! ინტრიგანი გამომიყვანე ხომ ? :) :) :)

ლაშა: თებერვალი 1, 2014||1:46am

jana როგორ გეკადრებათ, მე ურბალოდ იმ დიდი ინტრიგაზე მიგანიშნეთ, რომელიც ჩემში შემოიტანეთ :D 

jana: თებერვალი 1, 2014||1:50am

 მე  კიდე ის ინტრიგად არ შემომიტანია....გული დამწყდა რომ, იმ დგის მთავარი მოვლენა არ აღწერე....არა და როგორ გულმოდგინედ გისმენდნენ ბავშვები :D :D :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters