ცისკენ გამავალ ერთადერთ ფანჯარას, მსხვილთავ-ტანიან, ჩაფუნდრუკებულფეხებიანი ობობა შემოეჩვია. ბოლო დროს, მწერებისადმი განსაკუთრებული თანაგრძნობა გამიჩნდა თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ სასტიკად ავკრძალე ამ ობობისთვის აბლაბუდის ჩამოშლა - ფანჯრის მარცხენა ქვედა კუთხის ქსელი ხელშეუხებელი იყო. ახლა, ნაადრევად აციებულზე, ზამთარში, მაშინ როდესაც სხვა მწერები სულ უფრო იშვიათობას წარმოადგენენ, მაინტერესებდა რას იპოვიდა სარჩო-საბადებლად ან რითი გაიტანდა თავს. უჭმელ-უსმელი დიდხანს რომ ძლებს კი ვიცი, მაგრამ აბლაბუდის გაკეთებასაც ხომ უნდა ჰქონოდა აზრი ან ფიზიკური მზაობა? მოკლედ, დაკვირვებად ღირდა.
რაც ქსელმა ზრდა დაიწყო, ობობა ნელ-ნელა უფრო იშვიათი სანახავი ხდებოდა. ბოლო კვირაში, თითქმის არ გამოჩენილა, მაგრამ ქსელი ისე გაიზარდა, ნახევარი ფანჯარა გადაფარა. დედაჩემი ყოველდღე მსაყვედურობდა - ვიდრე შენ თვითონ არ გაგხვევს მაგ ქსელში, იქამდე არ ჩამოწმენდ ხო? ობობების მოვლაღა მაკლდა! - ცოტაც ვაცალოთ და ჩემი ხელით დავუნგრევ სახლსთქო დავპირდი.
მთელი კვირაა, ქსელში ერთი ბუზიც არ მოხვედრილა, არც კოღო, არც პეპელა, საერთოდ არაფერი. მხოლოდ მტვრით იფარებოდა და ისიც, სულს რომ ვუბერავდი, იფანტებოდა ჰაერში. ერთი პირობა ვიფიქრე, მოკვდათქო.
აბლაბუდა უკვე საკმაოდ გამკვირვდა და გასქელდა, უკვე შეამჩნევდით, რომელი იყო ძირითადი ქსელი და რომელი მერე მიშენებული, როგორ ეკიდა რამდენიმე მსხვილ ძაფზე, მთელი ბადე და ხაფანგები. ობობა არ იღლებოდა, მე თუ ერთ რომელიმე სექტორს ჩამოვუშლიდი, მეორე დილით ისევ აწყობილ-განახლებული მხვდებოდა და ასე დაუსრულებლად.
ნელ-ნელა უინტერესო გახდა ობობაზე დაკვირვება. ასე გასტანა 3 კვირამ და დღეს დილით, ჩემი გული უჩვეულოდ შეტოკდა. გაევრორემონტებულ აბლაბუდაში ახალი ობობა დავინახე, გამხდარი, გასლიკული, მაღალი ფეხებით. დადიოდა უაზროდ და ცდილობდა გაერკვია, ეს სახლი ასე ვინ მიატოვა. არ ვიცი, მოკლა ის ძველი ობობა თუ რა ხდება, მაგრამ გავიფიქრე კია:
აჰაა, გრჩება შენი სახლი ოხრად!
შენ კიდევ, რა ბოროტი ხარ! როგორ შეიძლება უმწერო, უსუსურ, სიფრიფანა არსებას ასე მოექცე? რას გიშავებს? საჭმელს არ გთხოვს, სასმელს და ჩასაცმელ-დასახურს ((
მაიკო, მე კი არა, დანარჩენი მსოფლიო სად იყო აქამდე რომ ვერ მოიფიქრა ობობა, როგორც ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტორი, დაეგილდოებინა ან მისი სახელობის პრემია დაეარსებინა? )) ის ხომ ასე ზუსტად თვლის წონასაც (თავისი თუ მსხვერპლის), მიწისძვრის საშიშროებასაც და ქარის შესაძლო სიძლიერესაც (გვინახავს ალბათ ღია ცის ქვეშ გაჭიმული ქსელები). ობობა დიდი ძალაა და სამწუხაროა, რომ DC კომიქსებმა აიტაცა - ეგენი ხო ყველაფერს აფუჭებენ ((
მაიკო, ამას კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ შენც ბროლიკასავით უმტრობდი ობობეს.
ყველას კი არ უყვარს რემონტები, ამ შემთხვევაში ინჟინრებიც, მალიარებიც, სანტექნიკოსებიც და ა.შ. თავად ობობები არიან და დაიღალნენ ((
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია