მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. რისიც აქამდე სწამდა და სჯეროდა, იცოდა, რაც მრავალგზის უნახავს და გაუკეთებია, სადღაც გაქრა, რწმენას ძირი გამოეცალა. "არა, ასე არ შეიძლება", - მისთვის რეალობის რაღაც ნაწილი ინგრევა. მართალია, მთლიანად ტალახიანია, ალაგ-ალაგ ბალახებიც აყრია და გამსკდარი გულიდან ამოხეთქილი სისხლიც ზედ ახმება, მაგრამ კიდევ იყო რაღაც, რითიც სრულდებოდა ხოლმე მისი მოძმეთა თუ მტერთა ისტორია. ასე არ უნდა დარჩეს მიწაზე გართხმული და გაშეშებული. ნელ-ნელა გრძნობს, როგორ წყდება მასში მოძრაობის ძალა. სისხლიც იყინება, ძალა ეცლება და გონება ებინდება. მომავალ ცხოვრებას ელოდა. სურდა, მრავალი წლის შემდეგ დამდგარიყო ეს დღე, მაგრამ იცოდა, ადრე თუ გვიან შეხვდებოდა და მოლოდინი ჰქონდა - იმ დღის გრძნობის განცდის მოლოდინი. სხვაგვარად არ შეიძლება, სხვაგვარად მთის წესი არ პატიობს. ხომ ერთგულებდა თავის პატრონს, ბოლომდე მასთან უნდა დარჩეს? ის მკვდარი, ეს კი ცოცხალი?
ისიც არ იცის, რა უფრო დიდი სირცხვილია იწვეს ასე, იყოს მიკერებული თავისი პატრონის მკლავს და არ შეეძლოს განძრევა, თუ მოწყდეს, მოშორდეს პატრონს და ქანაობდეს ქავის კარზე. ამ ფიქრებში იყო გართული, მზე რომ ცაზე აიწია და სვავებიც გამოჩნდნენ. მიადგნენ პატრონს და ძიძგნიან მის გულ-ღვიძლს. სწორედ იმას, რამდენიმე საათის წინ მთის ბალახს რომ უფენდა განსაკურნავად. ოხ, როგორ უნდოდა ჰაერში გაეელვა და დაეფრთხო ლეშიჭამიები, მაგრამ აღარ შეეძლო.
ვერც კვდება და ვერც რჩება. წევს ასე გაშეშებული და მხოლოდ იმას ფიქრობს, რატომ? რა არ მოეწონა ჩემში, აქ რომ დამტოვა? რა შეიცვალა ახლა? როგორ მოახერხოს წესის აღსრულება? იქნებ ეზმანოს მაინც თავისი პატრონის მკვლელს, და ასე გაახსენოს მოვალეობა? "იქნებ დავავიწყდი ან ისიც მოკვდა? მაშინ როგორ უნდა იყოს ჩემი ბედი. იქნებ, ისიც დააკვდა ჩემს პატრონს?" - ფიქრობდა სასოწარკვეთილი. თოფის გადაგდებამდე, ბოლო ტყვია ხო მან გაისროლა. ადრე არ აუცდენია და იქნებ ახლაც მოარტყა და სახლამდე ვერ მიაღწი იმ "რჯულძაღლმა"?
სწორედ ამ დროს წაადგა კიდევ ერთი ვაჟკაცი მის პატრონს და ძალუმად დაეჯაჯგურა. ერთხელ დაუსვა დანა, მეორედ, მესამედ, ვერ გადაჭრა ბოლომდე, კიდევ რამდენიმე და მორჩა... ახლა თავისუფალია, ახლა დააშორებენ. ერთმანეთი ასახელეს ვიდრე ცოცხლები იყვნენ და განა მას არ ეკუთვნოდა სიკვდილი? პატრონი ხომ მოკვდა? ჰოდა, ახლა მისი ჯერია, მაგრამ ჯერ უნდა ნახოს განსასვენებელი, აუცილებლად ცოცხალმა უნდა ნახოს!
ახალი დილა თენდება. მიათრევენ იქ, სადაც სამარადჟამოდ, ვიდრე სრულად არ გამოეთხოვება სამყაროს, იქნება ჩამოკიდებული და მნახველი კიდევ უფრო მეტი ეყოლება ვიდრე აქამდე. ასე ფიქრობდა სანამ:
რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებ თივის კავადა.
ვყოფილიყავი პატრონთანო, მის მარგალიტად მაინც დავრჩებოდიო გაიფიქრა და გადაიქცა, გახევდა.
ციკლიდან: ოდესმე, ვინმე უკეთ დაწერს მის ამბავს!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია