ვაგრძელებ გაფიქრებების ჩაწერას...

  • კითხვაზე - აბა მიშას დრო რომ დაბრუნდეს, ეგ გინდა?
  • პასუხია: არა, არ მინდა! და რომ არ მინდა, ამიტომ უნდა გავაპროტესტოთ მიმდინარე პროცესი. რადგან, ახლა იმ ეტაპზე მივედით, რომლის შემდეგ, მიშას ბოლო წლები იწყება. უფრო ვრცლად ეტაპების შესახებ:

პირველი ეტაპი

მიშას ხელისუფლებამ შუქი აანთო, გზები დააგო, კორუფცია მეტწილად მოსპო (ან ფორმაუცვალა, მაგრამ ფაქტი იყო რომ 90-იანების კორუფციას არ ჰგავდა). ქვეყანამ შენება დაიწყო. თვალები ამოგვიფერადეს. ამის გამო, პირველი წლებში ხელისუფლება ყოველდღიურად გვაყვედრიდა - შევარდნაძის ეპოქიდან გამოგიყვანეთო და როგორც კი ვინმე რამეს გააპროტესტებდა, უმალ პირში ბურთს ჩრიდნენ და ბნელ 90-იანებს გაახსენებდნენ მითითებით, იქ დაბრუნება თუ გინდა, მიბრძანდი აქედანო ან პირიქით, აქეთ მობრძანდიო და ციხეში უკრავდნენ თავს.

ბიძინამ პოლიციური რეჟიმის დასრულება სიხარულით გვაუწყა, როცა ოქტომბრის არჩევნები მოიგო და ასეც იყო, ქვეყანაში გაჩნდა სამართლიანობის განცდა. რეპრესიული პერიოდის შიში გაქრა - ქუჩაში არ დაგიჭერდნენ, უმიზეზოდ ციხეში არ ჩაგაყუდებდნენ, არ გაწამებდნენ. მეტიც, მიშასგან განსხვავებით, ბიძინა იმ მეთოდებით არ იჭერდა მის წინამორბედებს, როგორც ამას მიშას პროკურატურა აკეთებდა შევარდნაძის მაღალჩინოსნებთან მიმართებით. და მიუხედავად ამისა, თუკი ვინმე რამეს გააპროტესტებდა, უმალ პირში ბურთს ჩრიდნენ და მიშას ტერორის პერიოდს გაახსენებდნენ მითითებით - იქ დაბრუნება თუ გინდა, მიბრძანდი აქედანო.

მეორე ეტაპი

პირში ბურთის ჩაჩრა ვერ აჩუმებდა ფულიან მედიას, ამიტომაც საჭირო იყო 2007 წლის მთავარი ამბები და იმედის დარბევა, რომელიც, გარდამტეხი მომენტია მიშას პრობლემებში. მეორე ეტაპი კრიტიკული მედიის მოსპობას უკავშირდება.

ამ ეტაპზე ბიძინას პერიოდში შეიძლება გავიხსენოთ სამართლიანობის აღდგენის მოტივით გააჩუმეს „რუსთავი 2“, შემდეგ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის დაჭერა და ასევე „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ მესვეურების თუ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ-ფინანსური დაშინებები. მიშას პერიოდისგან განსხვავებით, ტელე-ეთერში არავინ შევარდნილა, მაგრამ მედიის გაჩმების მცდელობა ამ ეტაპზე ორივესთვის თვალსაჩინოა.

მესამე ეტაპი

კანონების მორგება. ეს ეტაპი შეიძლება ითქვას რომ მიშას მმართველობის მთელს პერიოდს გასდევს თან, მაგრამ სწორედ მედიის გაჩუმებისა და ერთპარტიული მმართველობის სრული დამყარების შემდეგ, განსაკუთრებით თვალშესამჩნევი გახდა (კანონები იწერებოდა, რედაქტირდებოდა, სწორდებოდა იმის მიხედვით, რა ფინანსურ სარგებელს მიიღებდა მთავრობასთან დაახლოებული პირი ანდაც თავად, საჯარო მოხელე - თანამდებობის პირი).

ბიძინას შემთხვევაშიც, მესამე ეტაპი სწორედ კანონების საკუთარი შეხედულებისა და სურვილისამებრ გადაწერა-გადმოწერას ეხება. და აქაც, მედიის დისკრედიტაციის, სტიგმატიზების ეტაპის შემდეგ აქტიურდება ეს საკითხი.

მეოთხე ეტაპი

ეს უკვე არის რეპრესიების ეტაპი, რაც მიშასთან ტოტალური დაჭერებით გამოიხატა, ასევე გვირგვინად მოგვევლინა ციხის კადრები.

მეოთხე ეტაპი ბიძინასთან ჯერ არ დამდგარა, მხოლოდ მინიშნებებია და რომ არ დადგეს სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ხალხის არჩეულმა პარლამენტმა, ხალხის დაკვეთა შეასრულოს და არა ვისამე/თავისი „ხუშტურები“!

------

P.S. ამ ორი მმართველობის საერთო სურათის უკეთ დასანახად, შეგიძლია გაიხსენოთ ის გამდიდრებული-გამილიონერებული თანამდებობის პირები, რომლებიც ორივე ხელისუფლების დროს, ყველა ეტაპზე მრავლად გვევლინებიან.

------

PPS.

  • კითხვაზე: აბა არჩევნებზე ვის უნდა მისცე ხმა?
  • პასუხია: არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ ბევრს და სხვადასხვას, მრავალპარტიული პარლამენტის იდეით, რადგან სანამ ყველა გაიყიდება, იქამდე კიდევ ახალი თაობა მოვა. (უკეთესი? არ მგონია, მაგრამ ახალი).

კარგი ამბავი ისაა, რომ მიშამ 9 წლის განმავლობაში მოასწრო ყველა ეტაპის გავლა - რევოლუციიდან რეპრესიების ჩათვლით და ხელისუფლებისგან ჩამოშორებით. ამ მთავრობას უკვე 12 წელი აქვს მოთავებული და ჯერ რეპრესიები სრულად არ ამოქმედებულა. ეს იმის მანიშნებელია, რომ რაღაც მაინც შეიცვალა - მინიმუმ ტექნოლოგიური პროგრესი, თაობები, ფულის შოვნის ფორმები და ა.შ.

ნახვა: 45

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაკვირვება, დღიური, კანონი, პროცესი, ფიქრი, ქვეყანა

George: ივნისი 5, 2024||7:27pm

ამაზე მონური *მიშას ხელისუფლებამ შუქი აანთო* - არაფერი წამიკითხავს წინა საუკუნის 20-ანი წლებიდან -  *ჩვენ ლენინმა მიწა მოგვცა* (qartveliglexi/com) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters