გითხარით წიგნი მინდა გაგაცნოთთქო... ზაფხული რომ დადგება, საღამოს საქმე რომ შემოგელევა, აღარც უნივერსიტეტი მოითხოვს შენგან დროს და აღარც სხვა დროს მნიშვნელოვანი საქმეები, აი მაგ უსაქმურობის ბრალია, თორემ კითხვისთვის და მერე წაკითხულის გაზიარებისთვის სად იშოვიდა კაცი დროს. ხოდა მეგობრებო, აგერ წიგნი და აგერ შთაბეჭდილებებიც...

"ეს მორჩილებაა, - ასეთი სიძლიერით არასდროს გამოხატულა განსაცვიფრებელი და მარტივი იდეა, რომ ადამიანური ბედნიერების მწვერვალი აბსოლუტურ მორჩილებაშია. ეს ის იდეაა, რომლის გამოთქმას ჩემი რელიგიის აღმსარებლებთან მოვერიდებოდი, რადგან შესაძლოა მკრეხელობად ჩათვალონ, მაგრამ ჩემთვის არსებობს კავშირი ქალის მამაკაცისადმი აბსოლუტურ მორჩილებას და ადამიანის ღმერთისადმი მორჩილებას შორის, როგორც ეს ისლამს წარმოუდგენია."

      - ეს არის ამონარიდი მიშელ უელბეკის რომანიდან "მორჩილება", რომელიც ქართულად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ თარგმნა და 2015 წლის 3 დეკემბერს წიგნის პრეზენტაციაც შემოგვთავაზა. უელბეკი თანამედროევობის ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგი მწერალია, რომლის სახელი უკვე დიდი ხანია ასოცირდება არაპროგნოზირებად, კრიტიკულ, ირონიულ, ადამიანური ემოციებით და ეროტიული დეტალებით გაჯერებულ ნაწარმოებებთან. ის 1958 წელს საფრანგეთში დაიბადა. პროფესიით ჯერ აგრონომი იყო, შემდეგ კინემატოგრაფიას, ინფორმატიკას და სიმღერასაც დაუახლოვდა, საბოლოოდ კი ძირითად პროფესიად მწერლობა აირჩია და თუ დღეს მისი ნაწარმოებების პოპულარობის დონით ვიმსჯელებთ, სწორი არჩევანიც გააკეთა. უელბეკმა სახელი თავისი პროვოკაციული და სკანდალური რომანებით გაითქვა. "ჩვენი სამყაროს მთავარი მოწმე"– ასე დაახასითა ფრანგულმა პრესამ მიშელ უელბეკი გონკურის პრემიის მიღების შემდეგ, რადგან ის არასდროს ერიდება თვალი გაუსწოროს თანამედროვე საზოგადოების მანკიერ თვისებებს, ისაუბრობს მტკივნეულ და ტაბიურებულ თემებზე. უელბეკის გახმაურებულ ნაწარმოებთა შორის არის: ლანსაროტე, კუნძულის შესაძლებლობა, რუკა და ტერიტორია, პლატფორმა და მორჩილება.

      რომანი "მორჩილება" გაყიდვაში 2015 წლის 7 იანავრს გამოვიდა თუმცა, ამ დღეს პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოზე" ტერორისტების თავდასხმამ (რომლის 7 იანვრის ნომერში უელბეკის ამ წიგნის გამოძახილი კარიკატურაც იყო დაბეჭდილი) ამბავი გადაფარა და წიგნის გამოსვლას იმაზე გაცილებით ნაკლები გამოხმაურება მოყვა, ვიდრე კრიტიკოსები პროგნოზირებდნენ. მიუხედავად ამისა, სიუტუაციის დაწყნარების შემდეგ, რომანი მაინც მოექცა ყურადღების ცენტრში და მკითხველთა დიდი ინტერესიც დაიმსახურა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, "მორჩილება" ქართულ ენაზე დეკემბერში ითარგმნა. წიგნი "სულაკაურის გამომცემლობამ" გამოსცა.

      შინაარსის გამო "მორჩილების" წაკითხვა ნამდვილად ღირს. რომანი ერთგვარ უტოპიურ გარემოში ვითარდება, რადგან უელბეკი ამ წიგნში გვიხატავს არა გუშინდელ ან დღევანდელ საფრანგეთს, არამედ მომავლის საფრანგეთს და გვთავზობს პროცესების განვითარების მისეულ ვერსიას. ეს ვერსია ზოგისთვის შესაძლოა მართლაც უტოპიური რეალობა აღმოჩნდეს, ზოგისთვის კი რეალური კომპონენტების შემცველი სცენარი. საუბარია 2022 წლის საფრანგეთზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს არა ტრადიციული მემარცხენე ძალა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ პრეზიდენტობის მუსლიმი კანდიდატი - მოჰამედ ბენ აბასი. ამ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთი ისლამიზაციის რეალური საფრთხის წინაშე დგება. უელბეკი არც ამ შემთხვევაში ღალატობს ჩვეულ სტილს, ყოველგვარი დანდობის გარეშე მკითხველს ყველაზე წარმოუდგენელი რეალობის თანამონაწილეს ხდის და მის მიერ განცდილი ემოციის შეგრძნებით ავსებს. ავტორი საკუთარ განცდებს სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის, მწერალ იუისმანის სპეციალისტის დახმარებით გადმოგვცემს. მიშელ უელბეკი ამ რომანში ცდილობს მკითხველს წარმოუდგინოს როგორ შეიძლება ადამიანები ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოჩნდნენ. წიგნის დასაწყისში ჩვენ ვხედავთ საფრანგეთს როგორც ევროპული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერას, სადაც მთავარ ღირებულებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს, სადაც უმაღლესი ადგილი უჭირავს ადამიანს და მის უფლებებს, სადაც უმთავრესი ღირებულებები დემოკრატიის პრინციპებს ეფუძნება. ყველას აცვია ის რაც უნდა, აკეთებს იმას რაც თვითონ უნდა და სწამს იმის, რისიც უნდა რომ სწამდეს. ჩვენ ვხედავთ თავგანწირულ მცელობას ადამიანიებისა, რომლებსაც სურთ, რომ თავისუფლება მოიპოვონ. ისინი ამისთვის ხან საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების უაღრესად ინოვაციური გზით დაკმაყოფილებას მიმართავენ, ხან წვეულებებს და სასმელს, ხანაც საკუთარი შემოქმედების მორევში იძირებიან მაგრამ უშედეგოდ. თავისუფლება, რომელსაც ისინი ესწრაფვიან მიუღწეველია, ისევე როგორც ჭეშმარიტი ბედნიერების განცდა. და დგება მომენტი, როდესაც ადამიანები მათგან დამოუკიდებლად სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, სწორედ ეს რეალობა დაანახებთ, რომ რასაც აქამდე აკეთებდნენ მხოლოდ გაუაზრებელი, თავგზაარეული ადამიანის მოქმედება იყო. წიგნის მთავარი გმირი ყველაზე უმწეო მაშინ არის, როდესაც მიხვდება, რომ 40 წელს ისე გადააბიჯა ღირებული და ბედნიერების მომტანი არაფერი გააჩნია. ჩვენ ვერ ვხედავთ ვეღარც ოჯახის ინსტიტუტის ღირებულებას, ვეღარც სიყვარულის ღვთაებრიობას და ვერც მეგობრობის სიწმინდეს. სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანსუა ახალი რეჟიმის დამყარების შემდეგ არც უნივერსიტეტისთვის აღარ გახდება საჭირო. რომანის ამ ნაწილში ყველაზე მეტად იგრძნობა უელბეკისეული ირონია, რომლითაც ყოველგვარი სიბრალულისა და დანდობის გარეშე მთელ ფრანგულ საზოგადოებას თავისი ღირებულებებისა და პრინციპების თანხლებით უფსკრულისკენ უჩვენებს გზას.

      წიგნის დასრულების შემდეგ ათასი კითხვა გიტრიალებს - მართლაც და სადამდე შეიძლება მივიდეს დასავლური საზოგადოება? რა ბოლო შეიძლება ჰქონდეს დემოკრატიულ პროცესებს? რა მოხდება თუკი ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება და უმცირესობა გახდება უმრავლესობა, რომლის მთავარი ღირებულება - მორჩილებაშია. სიტყვა "ისლამი" არაბულად "მორჩილებას" ნიშნავს და რა მოხდება მაშინ თუ ყველა სფეროში არჩევანის თავისუფლების ნაცვლად მკაცრად განსაზღვრულ ნორმებს მივიღებთ? თუ ჩაცმის სტილიც, განათლების სისტემაც, ოჯახის შექმნაც და რწმენაც მხოლოდ ამ ერთი სიტყვის ქვეშ იქნება გაერთიანებული?!

      ზოგიერთი კრიტიკოსი წერდა, რომ დასავლურმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით მმართველმა წრეებმა, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რასაც წერენ თანამედროვე ავტორები. რადგან შემოქმედი ადამიანები ზოგჯერ ყველაზე უკეთ ხედავენ მოვლენათა განვითარების ჯაჭვს, განსაკუთრებით უელბეკისნაირი ადამიანები, რომელთა თვალს არაფერი ეპარებათ. და რა ვიცით, იქნებ მართლაც დადგეს დროს, როცა "ევროპის მიერ დავიწყებული ღმერთი" ყველაზე მეტად სწორედ ევროპას დასჭირდეს.

რა ვიცი, რა ვიცი...

      არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა თქვენთვისაც მეთქვა რამე ამ წიგნის შესახებ. რატომ გადავწყვიტე, რომ დაგაინტერესებდათ არც ეგ ვიცი. არც იმაზე მაქვს წარმოდგენა წაიკითხავთ თუ არა... წიგნს თუ არა ამას მაინც წაიკითხავთ და მეტი მიზანი არც მქონია. ერთი სიტყვით, მე ჩემი ვთქვი და დანარჩენი თქვენთვის მომინდია.

პ.ს ვინც ნამეტნავად გაირჯებით და წაკითხვა მოგინდებათ, ლინკსაც გიტოვებთ


ნახვა: 453

ტეგები: Qwelly, Qwellyland, ბლოგი, კითხვა, ლიტერატურა, მიშელ_უელბეკი, მორჩილება, პროზა, საფრანგეთი, წიგნი

ლაშა: ივლისი 21, 2016||8:04pm

რა გამოდის, ერთი უელბეკისნაირი ყველგან უნდა იყოს. კი თამუ, თუ უკვე არ დადგა, აუცილებლად დადგება ეგ დრო, როდესაც "ევროპის მიერ დავიწყებული ღმერთი" ყველაზე მეტად სწორედ ევროპას დასჭირდება. ფიზიკურად დასუსტდა პატივცემული ევროპა, თვეში ერთხელ ერთი გემრიელი ტერაქტი მათთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და საპასუხოდ მხოლოდ შფოთავენ. სულიერად იმაზე სუსტად არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა და მგონი ის დრო უკეთესი იყო, როცა ინკვიზიცია ხალხს ებრძოდა და ხალხი ეკლესიას, მაშინ სიცოცხლე მაინც იყო და რწმენა ჩანდა. ახლა მხოლოდ პატივისცემაში და სხვისი უფლებების დაცვაში ჩაძირულმა, სულ დაკარგა ცოცხალი სული. ესეც უკიდურესობასთან ბრძოლის შედეგია და დასანანია რომ ჩვენთან ამას ვერ ხედავენ. ჩვენც გვყავს ინკვიზიტორი ფუნდამენტალისტები რომლებთან ბრძოლას, ასე, რადიკალური მემარცხენეობით ცდილობენ. ჰოდა, თუკი საფრანგეთ 2022_ში ელის "მორჩილება", ჩვენთანაც იქნება მერმისში )) 

P.S. მადლობა წიგნის და შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის. ♥

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters