შევძლებ თუ არა ჩემი განათლებით ვიშოვო კარგი სამსახური? - ეს კითხვა მაწუხებდა მაშინ, როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში და დღემდე ვფიქრობ ამაზე; ჩემი აზრით, სტუდენტების 50%-ზე მეტს აფიქრებს თავისი ბედი.
ცოტა ხნის წინ მატარებლით ვმგზავრობდი და შემთხვევით ჩემ გვერდით მსხდომი გოგონების საუბარი მოვისმინე. როგორც საუბრიდან გავიგე, თსუ-ს სტუდენტები იყვნენ. ერთ-ერთი უკვე მაგისტრატურას ამთავრებდა და დოქტორანტურაზეც ფიქრობდა; თუმცა, როგორც ამბობდა, სამუშაო ვერ იშოვა.ამ გოგონას მაგივრად მე გამიჩნდა კითხვა, რატომ ვსწავლობთ (ან სწავლობს) ამდენს, თუ ვერ შევძლებთ რეალიზებას? ეს ნაწილობრივ „ქართველების სენია“: ყველას სურს, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არც კი ფიქრობს მის რეალიზებაზე. თუმცა არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა: საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ირწმუნებიან, რომ მათთან უმაღლესი განათლების პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტი დასაქმდება, თუმცა დაპირება რეალობას არ შეესაბამება. ეს გარკვეულწილად სახელმწიფოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის, რესურსების არქონის, სამუშაო ადგილების სიმწირის ბრალიცაა. რა ქნას ამ დროს უნივერსიტეტმა? უმაღლესი სასწავლებელი ემსგავსება ქარხანას, რომელიც უშვებს ძვირფას, მაგრამ უფუნქციო პროდუქციას...
მოკლედ, წლების შემდეგ ქვეყანა იღებს უმაღლეს განათლებულთა არმიას, რომელთა დასაქმებას ვერ ახერხებს ვერც სახელმწიფო და თავისთავად ვერც კერძო სტრუქტურები. იქმნება ორდიპლომიანი ტაქსისტებისა და მოლარე-ოპერატორების ჯარი.
არის ერთი ნიუანსი: თითქმის ყველა დამსაქმებელი ითხოვს მაგისტრის ხარისხს და როგორც სტუდენტები ირწმუნებიან, ბაკალავრის დიპლომი „არაფერია“. ეს ფაქტი საფიქრალში მაგდებს, - რას ნიშნავს „არაფერია?“ იქნებ არ მსურს, ან არ მაქვს საშუალება, რომ სწავლა გავაგრძელო. რა გამოდის, ტყუილად ვსწავლობ ბაკალავრზე? თუ დავიჯერო, საქართველოში ყველგან ისეთი ვაკანსიებია, რომ მხოლოდ მაგისტრი თუ გაართმევს თავს და „უბრალო“ ბაკალავრი უნდა მოისროლონ? პირადად მე ლოგიკას ვერა, მაგრამ ამპარტავნობას ვამჩნევ, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის.
ნახვა: 478
ტეგები: qwelly, ბლოგი, განათლება, დამსაქმებელი, დღიური, ელისაბედის ბლოგი, რეალიზაცია, საქართველო, ქველი, ხარისხი
ქსეროქსის აპარატი არსად გაიქცევა, ელი, არ იდარდო :D :*
უმაღლეს განათლებულთა არმიას რაც შეეხება კიდევ, აბა განათლება? :D
:დ :დ ტი შტო ეგ ბიზნესი ჩვენია :დ :დ ეგ ცალკე ამბავია მარა რეალურად დიპლომებს ხო დავიჭერთ ხელში? რეალურად რაღაცას ხო ვცდილობთ??
ელის, "უმაღლესი სასწავლებელი ემსგავსება ქარხანას, რომელიც უშვებს ძვირფას, მაგრამ უფუნქციო პროდუქციას" აი ეგ ძვირფასი პროდუქციაც ვერსად ვნახე :)))
მე მივხვდი ლოგიკას :) დამსაქმებელთა 90 პროცენტი რომ ითხოვს მაგისტრის დიპლომს, ამის მიზეზი ისაა რომ თავად მათ არ აქვთ მაგისტრთა დიპლომები და ხომ უნდა ჰყავდეთ კადრებში ისეთები, ვისაც ექნება? :) ყველაზე კარგი კი ის ვაკანსიებია, რომლებიც თავიდანვე ითხოვენ სამუშაო გამოცდილებას, არანაკლებ 1 წლისა :) და ამას ითხოვს ყველა განურჩველად სამუშაოს ტიპისა - ბანკის მმართველის მოადგილიდან დაწყებული, ქსეროქის აპარატის მფლობელიდან დამთავრებული...
მძიმე სიტუაციაა
ლაშა როგორი ოპტიმისტია :) ეს მარაზმია როცა 1 წლისაც არა 3 წლის გამოცდილებას მთხოვ ბაკალავრს და კიდევ მაგისტრის დიპლომს,,, ვყრი ფულს და ვერც ვსაქმედები, პროდუქტის სიძვირფასეს შენი შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია