,,ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება... იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ... და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას. შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას და იცი, ერთხელაც, მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი.“
ეს ვაჟიშვილის აზრებია ნაირა გელაშვილის წიგნიდან ,,დედის ოთახი“. პირადად მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი. მიზეზი, რატომაც ჩამიძვრა ის სულის ხვეულებში და ზღვის იდუმალ ფსკერზე მაგრძნობინა თავი, დამაფიქრა საკუთარ სივრცეზე, არის აზრი, რომელიც გამიჩნდა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. პირადი სივრცის შექმნას ასე თუ ისე ყველა ადამიანი ახერხებს, თუმცა, ცხოვრებისეული ვნებათაღელვების გამო უამრავ ცვლილებას განვიცდით და შეიძლება გაგვიჭირდეს მისი შენარჩუნება.
მე ცალკეული ადამიანების კი არა, მშობლების ,,თავისუფლების კუნძულზე“ მინდა საუბარი. ,,დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა“ - გვანამუსებს ვაჟა. ჩვენ, შვილებს, მარტივად გამოგვდის საკუთარი სივრცის გამოყოფა, ჩვენს ცხოვრებასა და მშობლების ცხოვრებას შორის გამყოფი ხაზის გავლება. დავფიქრებულვართ ოდესმე, რომ მშობელსაც შეიძლება ჰქონდეს პირადი სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარ თავთან, აზრებთან, მისწრაფებებთან, უბრალოდ თავის ცხოვრებასთან პირისპირ დარჩენას? მარტო, ჩვენს გარეშე...
საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება ხშირად ერთმანეთშია გადახლართული; შვილებს ძალზე ბუნებრივად მიაჩნიათ მშობლების ზრუნვა, ვალდებულადაც თვლიან მშობლებს, რომ სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში მუდმივად ეხმარებოდნენ.
არასოდეს გაგჩენიათ გრძნობა თითქოს ზღვაში იძირები, უამრავ გრძელ და გადახლართულ წყალმცენარეს ედები, როცა მშობლების,- დედის ან მამის ნივთებს, ოთახს ხედავ? იდუმალს, ჩვენთვის ამოუხსნელს და უცხოს. ამ პატარა დეტალებში თითქოს თავისუფლების კუნძულია დაუცველად განფენილი, რომელსაც მშობლებს ვართმევთ ხოლმე შვილები ჩვენი თავკერძობით. ისინი კი დაუნანებლად გვითმობენ... პატარა კუნძული, სადაც მშობლები ჩვენს გარეშე რჩებიან სხვაგვარ სიმშვიდეში... ამაზე როცა დავფიქრდი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი და შემებრალა ჩემი მშობელი... დავფიქრდი იმაზე, რომ შვილებმა მშობლებს გარკვეული დოზით თავისუფლების უფლება უნდა მივცეთ, რათა სანაცვლოდ მივიღოთ თავისუფლების ისეთივე (ან ცოტა მეტი) ულუფა. მათი ცხოვრება ხომ ბოლომდე ჩვენსაშია ისე ჩაქსოვილი, რომ გამოცალკევება შეუძლებელი თუ არა, ძალზე ძნელია.
განსაზღვრავს თუ არა ოჯახის ტიპი (ლიბერალური, ინდიფერენტული, ავტორიტეტული და ავტორიტარული) ,,თავისუფლების კუნძულის“ ქონა–არქონას? მგონია, რომ არცერთი მათგანი, თავისთავად არ გულისხმობს ,,თავისუფლების კუნძულის“ არსებობა–არარსებობას. კუნძული მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არსებობს ადგილი შვილებისთვის და კიდევ პატარა თავშესაფარი მშობლის „მე“-სთვის, სადაც მას შეუძლია მარტოობაც, განტვირთვაც. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს შვილებზე უარის თქმას, პირიქით, ამ კუნძულის წყალობით მშობლებისა და შვილების ურთიერთობები კიდევ უფრო სისხლსავსე და მრავალფეროვანი უნდა გახდეს..
კიდევ ერთი კითხვა არ მასვენებს: იქნებ კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული ჰქონდეს თუ არა პირადი სივრცე და საკუთარი კუნძული? იქნებ ამ კითხვაზე პასუხის სირთულე მშობლისა და შვილის უპირობო სიყვარულში უნდა ვეძებოთ: შვილის გაჩენის დღიდან მშობელი ჩართულია მის მოვლა-პატრონობაში, ყოველდღიურ საქმიანობაში, მისთვის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. შვილები იზრდებიან, მშობლები ასაკში შედიან, ეს კავშირი კი უწყვეტია. ალბათ, ამ პირობებში რთულია თავისუფლების კუნძულის „კვება“, რათა ის საბოლოოდ არ გაქრეს ნისლივით. როგორ შეიძლება შეინარჩუნო საკუთარი კუნძული, როცა შვილის ცხოვრებაში მუდამ ახალი ეპოქების მონაცვლეობაა.
ნახვა: 449
ტეგები: qwelly, ბლოგი, დღიური, ეგოიზმი, ელისაბედის ბლოგი, თავისუფლება, კუნული, მშობელი, ქველი, შვილი
ჩვენთან თავისუფლება ეს ძალიიან პირობითად მოქმედებს ელის :) კუნძულს რაც შეეხება - აი, ჩემი კუნძული! :D
მერე პირობითადვე უნდა დარჩეს?
elisabed ვაი რომ კი :) იცი, რაც უფრო "ვითარდებით" მით უფრო ვშორდებით რეალობას და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მგონია რომ ერთხელ, ვინმემ რომ შემომთავაზოს მატრიცაში ყალბი სტეიკი, მეც ავირჩევ, ოღონდ რთულ და საკუთარ თავზე სამუშაო რეალურ სამყაროს მოვშორდე (((
იმაში შემიძლია დაგეთანხმო რომ თავისუფლების კუნძულის გაგებაა ინდივიდუალური :)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია