ჩემთან უშუქობა მუზების გამოჩენას უკავშირდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად არაფერი გამომდის. ალბათ მდინარისგადაღმა რესტორნიდან მოსული "ცივილიზაცია" უშლის ხელს.
გონებაში დიდი ხანია ერთი იდეა მიტრიალებს და მინდა გამოვათავისუფლო და გაგიზიაროთ. მორწმუნეობის უპირატესობებზე რამდენჯერმე დავწერე, ერთხელ მის მომგებიანობასაც შევეხე, ამჯერად სხვა პრობლემის ცოტა სხვაგვარი ხედვა მინდა გაგიზიაროთ. საქმე კაცობრიობის გამრავლებას ეხება.
არის ერთი ფილმი სახელად "Children of Men", ქართულად ითარგმა როგორც კაცობრიობის შვილი. ფილმი 2006 წელს გამოვიდა მსოფლიო კინოეკრანებზე, მისი რეჟისორია ალფონსო კუარონი (გეცნობათ ალბათ გრავიტაციიდან ანდა ჰარი პოტერიდან, აზკაბანის ტყვე მისი გადაღებულია), შემდეგ რამდენიმე კინოდაჯილდოების ნომინანტიც იყო, მაგრამ მაინც არაა ის ფილმი, რომელიც უნდა ნახო ვიდრე ცოცხალი ხარ, ანდა ფილმი, რომელიც კინემატოგრაფიის შედევრთა შორის დამკვიდრდება. ჩვეულებრივი ფილმია საშუალო დონის ექშენით და არც ისე კარგი ფენტეზით, აპოკალიპტური ფილმების სიაშიც არაა მაინცდამაინც დაწინაურებული.
ფილმი მოგვითხრობს ახლო მომავალზე. დაახლოებით 2027 წელია და კაცობრიობის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი 2009 წელს დაბადებული, აწ უკვე 18 წლის ბიჭია, რომელიც ფილმის დაწყებისთანავე კვდება და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანის სტატუსს, იმავე წლის მარტის თვეში დაბადებული გოგონა ღებულობს. დიახ, ფილმი მოგვითხრობს იმ "ეპიდემიის" შესახებ, რომელმაც ქალებს შობადობა შეუჩერა. სამყარო ვეღარ მრავლდება. არავის არაფერი არ სჭირს, ყველა ჯანმრთელია, არანაირი დაავადება და შესაბამისად არანაირი განკურნების საშუალება - უბრალოდ ქალები ვეღარ აჩენენ ბავშვებს და მსოფლიოში შობადობა-სიკვდილიანობის ნაცვლად, მხოლოდ სიკვდილიანობასღა ითვლიან. შობადობის სოციოლოგია გაუქმდა.
როგორც გითხარით, ფილმი განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ საინტერესოა მოვლენები რომელიც ასეთი მსოფლიოს პერიოდში ვითარდება.
თქვენი აზრით, როგორია სამყარო იმ დროს, როდესაც ახალი ადამიანები არ იბადებიან და მხოლოდ დაბადებულებიღა ვაგრძელებთ სიცოცხლეს?
ყველა ოპტიმისტურად მოაზროვნე ადამიანი, სამყაროზე შეყვარებული, ჰუმანოფილი და ა.შ. უპასუხებდა - რა თქმა უნდა მსოფლიოში მშვიდობაა, ეს ხომ ლოგიკურია. ომები იმისთვისაა, რომ კაცობრობა შეთხელდეს და ახლა ისედაც ვცოტავდებით, ომი რაღა საჭიროა? ალბათ ყოველი ადამიანი ერთმანეთის ზრუნვისთვის იღწვის, უფრთხილდებიან მათ ვინც დარჩათ ამ სამყაროში, რადგან ახლა ისინი და მათი გარშემომყოფები არიან ერთადერთი ცოცხალი ადამიანები - აღარ იარსებებს სხვა.
დიახ, ეს სწორი პასუხია, ასე უნდა იყოს. კაცობრიობა ასე უნდა აზროვნებდეს ალბათ და მაშინ იქნებოდა ყველაზე საყვარელი ♥
მაგრამ ფილმში ასე არაა ნაჩვენები და სწორედ იმიტომ, რომ ეს უტოპიაა. უკვე ვახსენე, რომ ფილმი აპოკალიპტურია. აპოკალიფსში კი სამყაროს დაღუპვის სცენარია, კაცობირობის დაღუპვას უპირველეს ყოვლისა კვლავ კაცობირიობა უწყობს ხელს. კი, ფილმში ომებია. ქვეყნები ქვეყნების წინააღმდეგ, ერები ერების წინააღმდეგ და ისედაც ბარეორპარასკევდარჩენილ კაცობრიობაში კიდევ ხოცავენ ერთმანეთს. მიზეზებს ნუ მკითხავთ, მეც ვერ მივხვდი.
- ნაიჯელ, რისთვის ინახავ ამ ნიმუშებს? მაქსიმუმ 80 წლის შემდეგ მისი მნახველი არ დარჩება. ნაიჯელი ფილმის ერთ-ერთი გმირია ეპიზოდური როლიდან, მულტიმილიონერი, ბრიტანეთის მთავრობის მინისტრი, რომელმაც მსოფლიოს მუზეუმებიდან წამოიღო ექსპონატები და თავის სახლში ინახავს.
- არ ვიცი, ვცდილობ საკუთარ თავს ეს არ შევეკითხო.
ფილმში ყველაფერი ინდურად ლამაზად მთავრდება - გამოჩნდება გოგონა, რომელიც ორსულად არის და მას გადაიყვანენ სამშვიდობოს. ანუ კაცობრიობა გამრავლებას აგრძელებს, თუმცა ჩემი პოსტის იდეა აქამდე არ მიდის. მე სწორედ ეს რამდენიმე დეტალი მაინტერესებს რაც ფილმის პირველ 20 წუთში უკვე მზა მესიჯებად არის წარმოდგენილი.
! თუ არ გავმრავლდებით, მაშინ ნებისმიერ შემოქმედებას, აქტივობას ფასი ეკარგება. ადამიანები ასეთ სამყაროშიც შრომობენ და სამსახურში დადიან, მაგრამ უხალისოდ, უპერსპექტივოდ, უიმედოთ, უაზროდ, ნაცრისფერ სამყაროში.
! თუ არ გავმრავლდებით, აწმყოსაც ომი წალეკავს.
ჩვეულებრივ, დღევანდელ სამყაროში შეკითხვები ასეთია: თუ 80 წელი ვიცხოვრებთ და მერე მოვკვდებით, მაგრამ ეს ოთხმოცი წელი მაინც ღირებულია, რადგან შთამომავლობას რჩება ჩვენი სახელი (ეს სახელის დარჩენა და ა.შ. პირობითად. მაინც მარადიულობას ვუკავშირდებით). მაშინ უფრო ღირებული რატომ არ არის საუკუნო სიცოცხლეზე ფიქრი, უკვდავებასა და მარადისობაზე?
და მეორე შეკითხვა - თუ გამრავლება ასეთი აუცილებელია, მაშინ. რა ჰომოსექ.. მოდი მეორე კითხვას აღარ დავწერ, ისედაც ხვდებით მგონი.
აქვე წასაკითხი პოსტები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია