მინდა წასვლა.

წასვლა მინდა აქედან შორს, სადაც ჯადოსნური მთებია.

წასვლა მინდა, სადაც არ იქნება ტანჯვა, ტკივილი, სევდა, იმედგაცრუება, სიძულვილი და ყველა ის საშინელი გრძნობა რაც ადამიანმა შეიძლება მეორე ადამიანს გაუკეთოს. იქ სადაც უცხო იქნება მოწყენა და საერთოდ ყველაფერი ცუდი. მინდა დავადგე გზას და იქამდე ვიარო, სანამ ძალ-ღონე არ გამომეცლება და იმას ვინატრებ, რომ ეს არასდროს მოხდეს. ცხოვრება ომია, მაგრამ მინდა ისე წავიდე სანგრებს შორის, რომ არცერთი ტყვია არ მომხვდეს, არც ერთი ჭურვის წვეტიანი ნაგლეჯით არ მომისწრაფონ სიცოცხლე.

მეც ადამიანი ვარ, ისევე როგორც ყველა. მერე რა რომ არ ვარ ისეთი, როგორსაც ჩემგან ელით, მერე რა რომ მე ისე ცხოვრება არ შემიძლია, როგორც ამას თქვენ აკეთებთ, მერე რა. ცხოვრება მუდამ გებრძვის, შეიძლება წინ წასულმა აღმოაჩინო რომ ის ყოველთვის გაფერხებს და ცდილობს, რომ წინსვლა ვერ მოახერხო. ეს ხდება ყოველთვის, როცა ხვდები რომ უკვე საკმაო მანძილი გაიარე. თითქოს იცდიდა, როდის გაჩერდებოდი. იცდიდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდა რომ თავს დაგსხმოდა, მაგრამ არა. მე არ გავჩერდი. სულ უფრო ზემოთ და ზემოთ ვისწრაფვოდი, სულ უფრო წინ მივდიოდი და ვხვდებოდი როგორ ვცილდებოდი მიწას. ვხვდებოდი, როგორ ვრჩებოდი მარტო ჩემს თავთან. ამ გზის მშვიდად გავლა მინდა, სადაც არ იქნება ჩასაფრებული ცივსისხლიანი მკვლელი, რომელიც შენს გამოჩენას უცდის და კბილები უკაწკაწებს დაღლილობისგან, მეტი ლოდინისგან. ის გელის, როდის გაივლის, რომ ვეფხვივით გადმოგიხტეს და მის ხელში დანა შენს სხეულში აღმოჩნდეს. გააფთრებული ავაზაკი ისევ მშვიდად განაგრძობს თავის გზას, შენ კი იქვე დაგდებულს დაგტოვებს ისე რომ მიწასაც არ მიგაბარებს.

მთელი სამყარო მკვლელების ბუდედ იქცა და ამას ვერც კი ვაცნობიერებთ, რაც უფრო დრო გადის. წლები მიდის და სიბერე გძლევს, შენ კი ვერასდროს მიაღწევ დასახულ მიზანს. იმ მწვერვალს, რომელიც სულ ახლოს გქონდა, შენს თვალწინ. ჰორიზონტზე ჩანდა და მისკენ სიხარულით მიიწევდი.

საშინელებაა, როცა ერთმანეთს არ ინდობს ხალხი. მე მინდა მათ გავეცალო, გავცდე ჰორიზონტს, წავიდე შორს, ვისუნთქო სუფთა ჰაერი და არა ის ჰაერი, რომელსაც დაბოღმილი ადამიანები აფრქვევენ.

ბედნიერებაა, როცა მარტო ხარ, შენს გვერდით კი უფალია და შენ გრძნობ ამას. მთელი არსებით გრძნობ. თვალებს ხუჭავ და მისი სუნთქვა ჰაერივით გეხება სახეზე. მისი ბგერების სიდიადეს ეზიარები და სიმშვიდის სამყაროში შეაბიჯებ, სადაც სრულიად ენდობი შენს მუდმივ თანამგზავრს. გრძნობ, რომ შენთან არის და გზას გიჩვენებს, შენ კი თვალდახუჭული მიჰყვები მას.

საოცრებაა ახალი, ქორფა ბალახი, რომელზეც ჯერ არავის დაუდგამს ფეხი და არ გაუნადგურებია. შენ შეჰყურებ ამ სილამაზეს და გრძნობ რომ ადამიანი ხარ, გრძნობ რაღაც დიდს, რაღაც უკვდავს, რასაც აქამდე ვერ გრძნობდი. სულ ვფიქრობ იმაზე რატომ ვართ ასეთი გაუმაძღრები და დაუკმაყოფილებლები, რატომ გვინდა მეტი და მეტი. რატომ ვერ ვირგებთ იმას, რაც გვაქვს და მერე ყველაფერს ძალიან მალე ვკარგავთ, რასაც ამდენი შრომით მივაღწიეთ.

ნუთუ ღმერთმა ასეთები შეგვქმნა? მოგვცა სიცოცხლე და არ მოგვცა დაკმაყოფილების უნარი, ამან გამოიწვია ის კატასტროფა და მიიღო სახე დღევანდელი მსოფლიოსი...

რა ლამაზია... რა ლამაზია ყველაფერი. როგორ შეგვიძლია გავანადგუროთ ის, რაც ასეთი ლამაზია? როგორ შეგვიძლია ვიყოთ ასეთი დაუნდობლები. ადამიანი დედამიწის პარაზიტია, რომელიც სისხლს წოვს და ნელ-ნელა ანადგურებს, სასიცოცხლო ენერგიას უსპობს.

ჩვენ დედამიწას ვკლავთ.!!!

ნახვა: 382

ტეგები: Qwelly, blog, ბლოგი, გაქცევა, გიორგი_ლოგუა, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters