კინომანიას ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო დროს რამდენიმე ძველი და შეიძლება ითქვას, კარგი ფილმიც ვნახე. ერთი კია, ამ ფილმებში არც ისეთი იყო ისეთი, საქებრად, დასაწერად ან სარეკომენდაციოდ რომ გამომდგარიყო. გუშინ კი ერთმა ფილმა ჯერ ღამე გამათენებინა და შემდეგ, საახალწლო ქეიფივით მეორე დღეზეც გადმომყვა. ფილმი მეორე მსოფლიო ომში, ებრაელთა ტყვეობის საშინელ ამბებს უკავშირდება და არც მეტი, არც ნაკლები უფლის გასამართლების ამბავს გვიამბობს - სათაურიც ასე ჰქვია - ღმერთი სასამართლოზე (God on Trial). ფილმი 2008 წელს გამოვიდა და სატელევიზიო დრამის პროდუქტად იყო წარდგენილი ბაფთაზეც. რეჟისორი ენდი დე ენომი გახლავთ. მთავარ როლში კი ცნობილი მსახიობები: დომინიკ კუპერი, სტელან სკარშგორდი, რუპერტ გრეივზი და ენტონი შერი მონაწილეობენ.

      ღმერთის მიერ ებრაელებთან დადებული ხელშეკრულების დარღვევის გამო, უფლის გასამართლებაზე გადაღებული ფილმი რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. მართალია ფილმი თავიდან ბოლომდე ებრაული ნარატივით არის წარმოდგენილი, მაგრამ ისეთ გლობალურ თემებსაც ეხება როგორიცაა თავისუფლება, მორალი, ზნეობა, ღირსება. რჩეული ერის ისტორიის რჩეულობა და სასოწარკვეთილების ჟამს გაჩენილი ის უპასუხო კითხვები, რომელზე პასუხიც, ერთი შეხედვით მარტივად ისმის ამბიონებიდან. მინდა ერთი ეპიზოდი მოვიყვანო ფილმიდან.

================

      მე ჰოგენიდან ვარ (აახენთან ახლოს არის). ნაცისტების დამსჯელი რაზმი გამოჩნდა. ვიხსენებ და თითქოს უკვე ასი წელი გავიდა. მათ სინაგოგის კარი გამოამტვრიეს. თორა და რჯულის კიდობანი დაწვეს. შემდეგ ჩვენ შეგვყარეს სინაგოგაში. გვეგონა ცოცხლად დაგვწვავდნენ (ნეტავ ასე ექნათ). ბავშვები წაიყვანეს. მე სამი შვილი მყავს. უფროსი ახლა 7 წლის გახდებოდა. ისინი ისეთი კარგები იყვნენ... მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვები სატვირთოში ჩასვეს. უკან მივსდევდი და ვყვიროდი - გთხოვთ, ბავშვები დამიბრუნეთ. გთხოვთ!

      როგორც ჩანს ერთმა ოფიცერმა გაიგო ჩემი ძახილი, გააჩერა სატვირთო, ჩამოვიდა და მკითხა:

      - რომლებია შენი შვილები?

      გამიხარდა, მე მეგონა უკან დამიბრუნებდა და სამივეზე მივუთითე. უფროსი ტიროდა. დანარჩენი ორი... თუმცა ამაში არ იყო საქმე.

      მითხრა - რა კარგი ბიჭები არიან. აი, მისმინე რას გეტყვი - აირჩიე ერთი! დაადე თითი. აირჩიე ერთი და შეგიძლია ის ერთი დაიტოვო.

      გაოგნებული შევყურებდი. ბიჭებმა გაიგონე ეს სიტყვები. მომიტრიალდნენ, შეშინებულები ხელს მიშვერდნენ და ხმამაღლა ტიროდნენ - გთხოვ მამიკო, მე ამირჩიე, მე ამირჩიე, მამიკო, გთხოვ მამა, მე ამირჩიე, მამიკო, მამა.

      ...

      ახლა, აქ ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი. მე რომელი უნდა ამერჩია? უმცროსი? უფროსი? ყველაზე ღონიერი და ჯანმრთელი? თუ ყველაზე სუსტი?

      - რომელი აარჩიე?

      - და რომელი უნდა ამერჩია?

      - რთულია თქმა.

      - სასამართლომ მოისმინა, რომ ჩვენ სავარაუდოდ, თავისუფალი ნება გვაქვ...

      - მაგრამ მე არ მჭირდება თავისუფალი ნება. მე მიყვარდა ჩემი შვილები...

      - რა თქმა უნდა. ...

      - თქვენ ჩემს თავისუფალ ნებაზე საუბრობთ. და რაში მდგომარეობდა ის? რა არჩევანი მქონდა მე? ოფიცერს ჰქონდა არჩევანი და არა მე. სად იყო ამ დროს ჩემი თავისუფალი ნება?

===================

      მთავარი მოსამართლისა არ იყოს, მართლაც რთულია უპასუხო. ამ დიალოგს სხვა დიალოგებიც მოსდევს კითხვებით, კითხვებით, კითხვებით და რაბინი ცდილობს უპაუხოს მათ, მაგრამ გრძნობს რომ თავადაც აკლდება არგუმენტები. იობის მოშველიებით და უფლის გულგრილობაზე თვით ბიბლიური კამათებით, მხოლოდ ის დაუმატა სიკვდილის მომლოდინე ებრაელებს, რომ კიდევ უფრო დაამძიმა მათი გულები.

      როგორ დამთავრდება ღმერთის სამსჯავრო ამას არ დავასპოილერებ, ნახეთ ფილმი და როგორც ტრადიციულად ვწერდი, ვისაუბროთ კომენტარებშიც. ერთი კია - იგივე მამა, რომელიც წეღან თავისუფალი არჩევანის არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა, მოგვიანებით იტყვის:

      ძალიან მინდა, რომ დასასრული მშვენიერი იყოს.

უფლის გასამართლება, ღმერთის გასამართლება, სასამართლო, ბლოგი, კინომანია, qwelly, kinomania, god on trial

ნახვა: 242

ტეგები: Qwelly, ბლოგი, იუდაიზმი, კინომანია, რწმენა, ღმერთი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters