გულწრფელი სიყვარული იცით როგორია?
ძალიან მოკლე ამბავი უნდა მოგიყვეთ.
22:30 იყო, როდესაც თომას უკვე ძილისპირული ეწყებოდა და დედამისს დავუტოვე ოთახში. გამოვედი და ტელეფონზე დამხვდა 8 გამოტვებული ზარი ერთი და იმავე ადამიანისგან. შეშინებულმა გადავურეკე, რა ხდება, ხომ მშვიდობაათქო.
- კი, მშვიდობაა. როგორ ხარ?
- რავიცი, ცოტა მეძინა და შენი ზარები რომ დამხვდა, შემეშინდა, დაგირეკე.
- არაფერი, უბრალოდ მოკითხვა მინდოდა. ხომ არ აცრილხარ?
- ჯერ არა.
- ძალიან კარგი. არ უნდა აიცრა.
ამის შემდეგ იწყება მთელი ამბავი, ზუსტად 15 წუთი მიხსნიდა რატომ არ უნდა ავიცრა. მომიყვა წმინდა პაისის წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლის შესახებ, მოსვლის წინ ვირუსის და მისი ვაქცინის შექმნის ისტორია, მელაპარაკებოდა იმაზე, თუ ვაქცინა როგორ იქნება მხეცის ნიშანი, რა შეუძლია ნანო ტექნოლოგიებსა და როგორია თხევადი ჩიპი, როგორია მის გავლენა დნმ-ს ცვლილებაზე, მიხსნიდა როგორ მოხდება ადამიანის მართვა, ასევე, მანათობელი ნივთიერების, ლუციფერინის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, როგორ გამოარჩევენ „დანიშნულ“ ადამიანებს, რომ არეულობა უკვე დაწყებულია და ღაზას ამბები ამის დასტურია, რომ დაინგრევა ალ-აქსა და ომარი და ა.შ. და ა.შ. საუბრის ბოლოს კი მეუბნება:
- ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ. სწორედ ამ სიყვარულის გამო გეუბნები ამას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიცრა, რაც არ უნდა მოხდეს.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
არადა, დღეს ნიშნის მოგებითაც კი ვთქვი - ჩემთვის ლუციფერიუმზე და აცრის სიავეზე საუბარს, არ ჯობდა აცრილიყოთქო?!
გული დამწყდა.
არც ანტივაქსერი ვარ და ვერც ვაქცინის პროპაგანდისტი ვიქნები, უბრალოდ ვინ იცის, მისი არგუმენტებისთვის რომ ჩემი დამეპირისპირებინა, არ დამზარებოდა პოლემიკა და მეკამათა იმაზე რასაც ის მიმტკიცებდა დაბეჯითებით და მტკიცე რწმენით; როგორც მან არ დაიზარა შუაღამისას უამრავი აბსურდული ამბავის გაზიარება, მხოლოდ იმიტომ რომ თავისებური ზრუნვა გამოეხატა, მეც რომ არ დამზარებოდა და მესაუბრა მასთან, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო. გარდაიცვალა კოვიდითო. ცხადია, ესეც არავინ იცის დანამდვილებით, კოვიდმა იმსხვერპლა თუ იმ უამრავმა დაავადებამ და ტკივილმა, რომელიც მას აწუხებდა, მაგრამ მე ჩემსას ვდარდობ, სხვამ თავისი სინდისისა იდარდოს...
გარდაიცვალა სვეტიცხოვლის მგალობელი, თეიმურაზ არჩვაძე.
ძალიან ვწუხვარ( აცხოვნოს უფალმა
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია