სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.
მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.
® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა, მანძილი დროში გადავიყვანოთ და ჩვენი წინაპრები როგორც ზომავდნენ, ისე გავზომოთ. სტანდარტულად, დაშვებული, 80 კმ/ს სიჩქარით რომ იმოძრაოთ, გამოვა რომ მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 15 წუთის სავალზე. იმ სულმნათმა გურამ დოჩანაშვილმა კი თქვა, მათემატიკა არ არის ზუსტი მეცნიერებაო, მაგრამ ასე ძალიან არაზუსტიც თუ იქნებოდა, არ მეგონა. მცხეთა შეიძლება მართლაც 15 წუთის სავალზეა თბილისიდან, მაგრამ თბილისი მცხეთიდან 15 წუთის სავალზე ნამდვილად არ არის. ამაში დამეთანხმება ყველა ის მცხეთელი, რომელიც საკუთარი ტრანსპორტით არ გადაადგილდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. საზოგადოებრივი - როგორი თვალ-ყურსაცემი სიტყვაა, ვინმე რომ მართლა ფიქრობდეს საზოგადოებაზე.

      ახლა განვმარტოთ რას ვგულისხმობ არაზუსტ მათემატიკაში. თუ თქვენ სამსახურში უნდა იყოთ დილის ათ საათზე და მუშაობთ თუნდაც დიღმის მასივში, როგორ ფიქრობთ, რომელ საათზე უნდა გახვიდეთ სახლიდან? 09:45 ? 09:30 ? ან იქნება 9 საათზე მაინც? არა - თქვენ სახლიდან უნდა გახვიდეთ 9-ის ნახევარზე. სწორედ საათნახევარია საჭირო იმისთვის, რომ თქვენ მიაღწიოთ სამსახურში. რატომ?

  1. მარშრუტკა დადის 30 წუთში ერთხელ;
  2. თქვენ ცხოვრობთ მცხეთის შესასვლელში და რთულია პირველივე მოსულ მარშრუტკაში ადგილი იპოვოთ;
  3. ჩვენი მძღოლები მასივში ვერ გიჩერებენ, ამიტომ ყოველ დილით ფეხით გიწევთ გაიაროთ 600 მეტრი (ფიზ. ფორმაზე ზრუნვისთვის მადლობა. ისე, რა გახდა ამ 10 კინკილა მარშრუტკისთვის საპატრულო სისტემაში საშვების აღება, რომ მასივში მგზავრი თავისუფლად ჩავიდეს?)

      ეს განტოლების ის უცნობი მნიშვნელობებია, რომლებიც ამოხსნაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

----------

      მცხეთის სატრანსპორტო პრობლემაზე ვწერ 2010 წლიდან (შეგიძლიათ იხ. ჩემი ბლოგი), ანუ მას შემდეგ რაც სტუდენტი გავხდი, მაგრამ როგორც ერთი ძველი ნათქვამია - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

      შარშან არჩევნების წელი იყო და იმედიანად ვიყავი, მაგრამ ამაოდ. წელსაც არის არჩევნები, ამჯერად თვითმმართველობის, მაგრამ მაინც არ უჩანს პირი ამ პრობლემის მოგვარებას. ახლა განათების „ბოძები“ უფრო მნიშვნელოვანია და ის პარკი, ძლივს რომ დამთარდა.

----------

      2016 წლის აგვისტოში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მომზადდა პუბლიკაცია „ქალაქ მცხეთის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა“. დოკუმენტში, 26-ე გვერდზე ვკითხულობთ:

      „ამჟამად ქ. მცხეთის ტერიტორიაზე ყოველდღიურად დადის 6 შიდა საქალაქო და 6 თბილისი-მცხეთის მიკროავტობუსი. თითო მიკროავტობუსი ქ. მცხეთის ტერიტორიაზე დღეში გადის საშუალოდ 80 კმ-ს. ქ. მცხეთის ხელმძღვანელობა 2020 წლისათვის გეგმავს ქალაქში ეკოლოგიურად უფრო სუფთა და კომფორტული ავტობუსებით არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლებას და 14 მიკროავტობუსის ნაცვლად ქალაქში ივლის 6 ცალი 33 ადგილიანი ავტობუსი. ამ ავტობუსებისათვის საწვავად განიხილება ორი ალტერნატიული ვარიანტი (გაზი და ელექტროენერგია). ემისიების შემცირება დათვლილია ორივე საწვავისათვის. ერთი ავტობუსის მიერ საწვავის მოხმარება გაზის ავტობუსების შემთხვევაში გათვალისწინებულია 20 მ3/100კმ-ზე, ხოლო ელექტროავტობუსების შემთხვევაში 100 კვტ.სთ/100კმ-ზე. ქალაქის ტერიტორიაზე მკაცრი პარკირების პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ეს მუნიციპალური ტრანსპორტი ასევე შეამცირებს კერძო მანქანების მოძრაობას სავარაუდოდ 10%-ით. ამ ღონისძიებას ქალაქის მუნიციპალიტეტი გეგმავს 2020 წლისათვის, მაგრამ შესაძლებელია ვერ მოესწროს, რადგან უფრო პრიორიტეტული ღონისძიება მდინარე არაგვზე ხიდის გაკეთებაა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს.“

      ერთი ვიდეო უნდა გაჩვენოთ, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მიძღვნილი გადაცემათა ციკლიდან არის ამოჭრილი. როდესაც მცხეთის მერობისთვის კანდიდატების დებატები მოეწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, მცხეთის პრობლემებზე რამდენიმე პატარა სიუჟეტი მომზადდა - ერთ სიუჟეტში სხვადასხვა საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას მცხეთელები (ჩაბნელებული ქუჩები, ქუჩების მოუწესრიგებლობა, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა სოფლებში, ძაღლები, გასართობების არ არსებობა, ტრანსპორტი), დანარჩენი სამი სიუჟეტი კი ცალ-ცალკე მიეძღნვა მსხვილ საკითხებს - მორატორიუმი, სოფ. ძეგვის სასმელი წყალი და რა თქმა უნდა სატრანსპორტო პრობლემა.

      ჩემი ბლოგისთვის საინტერესო ეს უკანასკნელია, ამიტომ გთავაზობთ, მაშინ მერობის კანდიდატის და შემდეგ ხალხის არჩეული მერის პასუხს ამ პრობლემის მოგვარების თაობაზე.

----------

      რა იქნება შემდეგ?

      გენერალური გეგმა!

      მსოფლიო მასშტაბით სრულიად უნიკალური ის აქცია ხომ გახსოვთ, ხელისუფლებამ რომ დაქირავებულ კომპანიას მოუწყო მცხეთის ცენტრში? აი, მაგ აქციის მიზეზ - გენერალურ გეგმაში, სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებისთვის გვთავაზობენ არაერთ მიმართულებას - სარკინიგზო, ვიწროლიანდაგიანი ელექტროტრანსპორტის, გარე საავტომობილო გზების სისტემას. გენ. გეგმაში გაწერილია შიდა გადაადგილებისთვის არაერთი საშუალებაც - საბაგიროები, წყლის ტრანსპორტი და ა.შ. და ა.შ. ახალგაზრდებთან შეხვედრისას და გეგმის განხილვისას, ისიც გვითხრეს, რომ მცხეთასა და თბილისს ერთიანი სატრანსპორტო სისტემა ექნება.

      იქამდე კი ისევ იმ „კომპეტენტური“ ადამიანების მოლოდინში უნდა ვიყოთ ამჟამინდელი მერი რომ ამყარებდა იმედებს და მისი შემცვლელიც რომ დაიქირავებს.

----------

      ამ პოსტის გამოხმაურებაც ძველებური იქნება - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ქარავანმა მაინც ჩამოიაროს დილაობით...

ნახვა: 447

ტეგები: Qwelly, არჩევნები, ბლოგი, გენ.გეგმა, მცხეთა, ტრანსპორტი

George: მაისი 31, 2021||12:11pm

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters