რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2635 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 105 300 მსურველია დარეგისტრირებული. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 358 ტესტი ჩატარდა. 17 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 968 ფაქტი გამოავლინა. ეკატერინე ტიკარაძე ჯანმოს სესიაზე - გადამწყვეტია ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის. ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით - ბრიტანული მუტაცია შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება, დაახლოებით ამ ტიპის გახლავთ ინდური შტამიც. კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას ამ ეტაპზე, არ ველოდებით. პაატა იმნაძემ არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შემცირდეს. თენგიზ ცერცვაძე - პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება. საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულთაგან 2 პირი საქართველოს მოქალაქეა.

      გაზის ფასი იზრდება - თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება 1 ივნისიდან. დავით ნარმანიას განცხადებით, თუ ლარი მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. „თბილისი ენერჯის“ დირექტორი აცხადებს, რომ სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

      ამნისტიის კანონი იწყება - იაგო ხვიჩია - რაზე შეთანხმებულა აქამდე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მარტივად, ამნისტიის კანონპროექტზე გვქონდეს მოლოდინი, რომ მარტივად შეთანხმდებიან - თუმცა, უნდა ვეცადოთ. ანრი ოხანაშვილი ამნისტიაზე - შესაძლებელია შეჯერება - ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. ბადრი ჯაფარიძე - ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი, ერთადერთი სწორი ვერსიაა. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება იყო ამნისტიის პროექტში არც დაზარალებულთა თანხმობა ჩაიდოს და არც ბრალდებულის ამნისტირებაზე. ირაკლი კობახიძე - ასე გამოდის, რომ ადამიანს არ უნდა ამნისტია და ძალით უნდათ შევახოთ, რაც გაუგებარია, ვინმეს თუ არ უნდა, ბუნებრივია, მასზე არ უნდა გავრცელდეს. იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტისთვის მხარის დაჭერას გეგმავს. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. მამუკა მდინარაძე - თუ ვინმეს ამნისტიას შეახებ, მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა გააკეთო - პროექტიდან ესეც რომ ამოგვეშალა, მაშინაც კი ოპოზიციის ნაწილი, მხარდაჭერაზე თანხმობას არ აცხადებდა. ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - „ამნისტიის შესახებ“ უმრავლესობის კანონპროექტს დაუსჯელობის დაკანონების კანონი ჰქვია - სისხლიან 9-წელზე ბევრი საუბრისას, თვითონ გახდით სისხლიანები და ახლა გინდათ, კვალი წაშალოთ. კახა კახიშვილი - ამნისტია არ უნდა შეეხოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

      სტუმარი პრეზიდენტი პოლონეთიდან - სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთის პრეზიდენტთან ვისაუბრე ზაზა გახელაძის გატაცებისა და მისთვის 12-წლიანი განაჩენის გამოტანაზე, იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა ეს საკითხი მალე მოგვარდეს და მან შეძლოს ოჯახში დაბრუნება. პოლონეთი ეუთო-ს თავმჯდომარე ხდება და მზად არის, გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება - მომავლის დიდი იმედი გვაქვს, რადგან ევროკავშირში ძალიან ძველი, ძლიერი მეგობარი და პარტნიორი გვყავს. პოლონეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს. ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, რათა აიძულონ რუსეთი, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები. ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა. რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით საქართველოში გაკეთებულ განცხადებას „ამორალურს“ უწოდებს. პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. ანდჟეი დუდა - ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვაა სახელმწიფოების ლიდერების მიმართ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის კარი აუცილებლად ღია უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილი - 14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. დიმიტრი პესკოვი - კრემლი წუხს იმის გამო, რომ რუსეთის მიმართ სიძულვილი ზოგიერთ პოლონელ პოლიტიკოსს, მათ შორის პრეზიდენტს, თვალებს უბნელებს.

      რაიონის მცველები - ვარლამ გოლეთიანი - ხეობაში გზა ჩაკეტილია - გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ, მოსახლეობას პრობლემა არ ექნება. შსს-ს ინფორმაციით, გუმათში შეკრებილები პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ, დაზიანდა რკინის ჯებირები, რაზეც დაწყებულია გამოძიება. საია-ს იურისტი - სახელმწიფოს ომი აქვს გამოცხადებული თავისი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იცავენ რიონის ხეობას, საქართველოს ინტერესებს. მარიტა მუსელიანის განცხადებით, საეჭვოა მართლაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დააზიანეს თუ არა სოფელ გუმათთან აღმართული რკინის ჯებირი. სოფელ გუმათში, სადაც რკინის ჯებირებია აღმართული, ბარიკადებს მიღმა წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. ირაკლი კობახიძე - რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას. ვარლამ გოლეთიანი - ზოგადად რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ წინააღმდეგობას გაუძლოს, როცა ხელს ურტყამს ადამიანი, ვერ დააზიანებს, ხმაური აწუხებთ, ამიტომ მოიგონეს აბსურდული ბრალდება. „ნაცმოძრაობის“ წევრთან შეხვედრაზე - გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს - შეხვედრა აქ, კარავთან იყო და ეს დამალული არც ყოფილა. თბილისის აქციაზე თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რომელიც ჯამში დაახლოებით 25 ათასი დაჯდა. პროტესტს გავაგრძელებთ, დღესაც იქნება ხმაური, რაც გუშინ იყო მთელი ღამის განმავლობაში. დავით მათიკაშვილი - აუცილებლად მოიძებნება შეხების წერტილები, რომელიც ორ მნიშვნელოვან ღირებულებას - ენერგოდამოუკიდებლობას და ეკოლოგიურ საკითხებს არ დააზიანებს. სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაური იყო. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, გუმათში დაპირისპირებისას დაკავებული 2 პირი იზოლატორში გადაიყვანეს. „ენკა“ - დღეს ნაწილობრივ შეიზღუდა მძიმე ტექნიკის გადაადგილება, რათა ადგილი არ ჰქონოდა ესკალაციას, სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს. შსს - გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოვუწოდებთ, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე - პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში. ვარლამ გოლეთიანი - არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით.

      გახარიას პარტია - ანა ბუჩუკური - „ნაცები" გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, „ქართული ოცნება" გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს - ეს არის სასაცილო ტყუილი. გიორგი გახარიას ამნისტია არ სჭირდება, წერტილი! ბექა ლილუაშვილი - პარტია დაფუძნდება ძალიან მალე - გიდასტურებთ, რომ თარიღი ჩანიშნულია და ამ ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის. მამუკა მდინარაძე - დიდ გამოცდას და რევიზიას არ საჭიროებს გახარიას გუნდის დაფინანსებაზე ინფორმაცია - შევხედავთ, რომელი ტელევიზიები დაკავდებიან უახლოეს მომავალში მათი პროპაგანდით.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში ყოველდღიურად ვაქცინაცია 29.8 მილიონ ადამიანს უტარდება, გამოყენებულია ვაქცინების 1.74 მილიარდი დოზა. რუსეთში კორონავირუსის 9 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 402 ადამიანი გარდაიცვალა.

      სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული მხარის მიერ ჯარისკაცის დატყვევების ფაქტს ადასტურებს. სომხეთის საგარეო უწყება - დატყვევებული სომეხი ჯარისკაცები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დააბრუნონ. ნიკოლ ფაშინიანი - სომეხი ჯარისკაცები გაიტაცეს და არა დაატყვევეს. არმენ სარქისიანი - აზერბაიჯანის პროვოკაციებმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს.

      სვეტლანა ტიხანოვსკაია - ლუკაშენკო ჩემს ქვეყანას ევროპის ჩრდილოეთ კორეად აქცევს.

      მიშელ ბაჩელეტი - ისრაელის თავდასხმები ღაზას სექტორზე, შესაძლოა, "ომის დანაშაულებად" ჩაითვალოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 92

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters