შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 38 921 ტესტი ჩატარდა. 28 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1183 ფაქტი გამოავლინა. ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 106494 მოქალაქეა დარეგისტრირებული. ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. ვახტანგ კალოიანი - „ფაიზერი“ „ინდური შტამის“ მიმართ 80%-ის ფარგლებშია ეფექტური, "ასტრაზენეკა" 60%-იანი დაცვით ხასიათდება, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ეფექტურობის ამსახველი ციფრები ჯერ გამოქვეყნებული არაა. ბიძინა კულუმბეგოვი - არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. თუ შემოდგომამდე დასახულ მიზნებს მივუახლოვდებით, მაშინ გვექნება იმედი, რომ შემოდგომაზე „მეოთხე ტალღა“ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე არ იქნება. აჭარაში კორონავირუსის შედეგად 61 წლის ექიმი გარდაიცვალა. ხათუნა ზახაშვილი - დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია - არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს. იაპონია „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებების ნებართვას გასცემს. ივანე ჩხაიძე „ინდურ შტამზე“ - თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე. „ევროპის წამლის სააგენტომ“ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

      ტურიზმი - ნათია თურნავა - ტურიზმის მხარდამჭერი ფონდისა და მთავრობის დახმარებით ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები შეძლებენ ხმა მიაწვდინონ ყველა პოტენციურ საერთაშორისო ვიზიტორს.

      ამინსტია - ალეკო ელისაშვილი - ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ამნისტიის ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. თუკი ამნისტიის თაობაზე შეჯერებული დოკუმენტი არ იქნება, ჩვენ არანაირ ამნისტიას მხარს არ დავუჭერთ. ვინმე ქრისტიანმა ამიხსნას, რა განსხვავებაა ამნისტიის ერთ ან მეორე კანონპროექტში - გუშინ „დახოცილები“ წავედით პარლამენტიდან და რისთვის? ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება, „ამნისტიის შესახებ“ მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდეს. ანრი ოხანაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობიდან ვერ გამოდიან - ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს.

      გაურკვევლობა - მარინა კალიურანდი - გულწრფელად გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც პარლამენტში არ შევიდა - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, აიღონ მანდატი და დაიწყონ მუშაობა საქართველოს პარლამენტში. ირაკლი კობახიძე - არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ - რაც უნდა, ის გააკეთოს. დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტარებისთვის გაუგებარია ის სპეკულაციები, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს. ალეკო ელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - ხომ აპირებდნენ პარლამენტიდან ჩემი ფეხით გამოთრევას - ვნახავ, ამისთვის შემოდიან თუ იმისთვის, რომ სავარძლებში დასკუპდნენ, აი ეს მაინტერესებს!

      გუმათი - გუმათში დაკავებულების ადვოკატი - სამართალდამცავების მხრიდან დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი - ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო. „რიონის ხეობის მცველები“ გუმათის შესავლელს კვლავ აკონტროლებენ, რათა კომპანია „ენკას“ ტექნიკას რიონის ხეობაში შესვლის საშუალება არ მიეცეს. ანა დოლიძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ირაკლი კობახიძე „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე - გუშინ პროტესტის ფორმები აბსოლუტურად მიუღებელი იყო. გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ითხოვენ, რომ ნამახვანისკენ გზის გაგრძელების საშუალება მიეცეთ. „რიონის ხეობის მცველებმა“ სოფელ ტვიშში წასვლა და იქ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადადეს. სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის „ენკას“ საწყობის ეზოში სამართალდამცველების მობილიზებაა. ვარლამ გოლეთიანი დაფინანსებაზე - გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად არ დარჩეს, დავიქირავეთ აუდიტი და ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდება. მამუკა ხაზარაძე - დისკუსია - უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი! რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება.

      ქირურგია სასამართლოში - ანა ნაცვლიშვილი - სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ანა დოლიძე - ერთი თავისუფალი ადამიანის და მოსამართლის შესვლაც იუსტიციის საბჭოში ნიშნავს უდიდეს ზიანს „კლანისთვის“, ამიტომ ცდილობენ ბოლომდე ჩაებღაუჭონ მართვის შესაძლებლობას. ირაკლი კობახიძე - რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცების პროცედურის გადადების საფუძველი არ არსებობს. დავით უსუფაშვილი - სასამართლოსადმი ნდობის გაზრდის გარეშე, ჩვენ სახელმწიფოებრიობის დიდი რისკები გვაქვს. ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემა სრულად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკისგან, რაც "ქართული ოცნების" გუნდმა 2012 წლიდან რეფორმების შედეგად გავაკეთეთ.

      ევროკავშირი 2024-ში - მარინა კალიურანდი - არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე - მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ „კის“ 2024 წელს. დავით ზალკალიანი - მოწონებულ იქნა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელ ღონისძიებათა კონცეფცია, რომელიც ყველა იმ ნაბიჯს მოიცავს, რაც გადასადგმელია 2024 წლამდე.

      „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია ბუნებრივი აირის ტარიფის 8 თეთრით გაზრდას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2020 წელს, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14,387,881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო.

      გახარიას გუნდი - გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას ხვალ გამართავს. დავით ბერძენიშვილი - გიორგი გახარია სამეგრელოში, ზოგადად, ნაციონალურ ველზე ინადირებს, თბილისში ძირითადად ნაქოცარების იმედად იქნება, მისი შედეგი კი ერთნიშნა იქნება. თეა წულუკიანი - არ მგონია, რომ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, ვინმე ჩვენს "ბეჭებზე დაცემას" შეძლებს - არ მგონია, რომ გახარიას პოლიტიკაში ადვილი გზა ექნება. საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა.

      აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილია ერთი სამხედრო მოსამსახურე.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 109

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters