გვაპატიე შენ, ვინც არ უნდა იყო მანდ.

მე, ერთი უბრალო მოკვდავი მთელი კაცობრიობის სახელით გთხოვ პატიებას.

გვაპატიე შენს უნებისყოფო, ეგოისტ შვილებს, აპატიე ურწმუნოებს და მათაც, ვისაც სწამთ.

აპატიე ჭკვიანებს და უგნურებს, აპატიე ცოდვილებს და უცოდველებს.

შენც ხომ პატიებას გვასწავლი, ხოდა გვაპატიე.

გვაპატიე, რომ უნებურად გავფლანგეთ უმანკოება.

გვაპატიე, რომ სადღაც დავკარგეთ უბრალოება.

გვაპატიე, რომ დავამახინჯეთ შენგან მოცემული სილამაზე.

გვაპატიე, რომ სიკეთის ნიღბით ბოროტებას ჩავდივართ ხშირად.

გვაპატიე, რომ სიყვარულის სახელით სიძულვილს ვთესავთ.

გვაპატიე, რომ სიმართლეში სიცრუეს ვაქსოვთ და ჩვენ თვითონ გვჯერა.

გვაპატიე ადამის მოდგმას, რომ ამპარტავნებით თითქმის დავჩრდილეთ შენგან მიღებული ნათელი.

გვაპატიე სასოწარკვეთა…

თვითმკვლელებსაც

აპატიე, ისე მკვლელებსაც.

არ იცოდნენ მათ…

არ სჯეროდათ, რომ მანდ, სადღაც შენ ხარ და ყველას გვხედავ.

არ უნდოდათ გაგება, რომ მიწიერი სამართალი თოჯინების თეატრია მხოლოდ.

აპატიე, შეუნდე შენს გზააბნეულ შვილებს.

შეუნდე კაცობრიობას. ვინც არ უნდა იყო მანდ…

და ჩვენც შეგინდობთ, რომ გაგვაჩინე.

ნახვა: 341

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თხოვნა, მიტევება, პატიება

თათია: ივნისი 11, 2013||6:47pm

"გთხოვდე შეუნდე , არ იციან ღმერთო რას იქმან "...

ლაშა: ივნისი 11, 2013||11:25pm

ბოლომ დამაფიქრა ბუ :( ყვედრებას ჰგავს :( 

qeti: ივნისი 12, 2013||12:51am

kargia mainc ragac momentshi.. mara ravi. ise bolo sityvebi mgoni pirvelad vnaxe .. bolos rom eceros tan :( daskvnis msgavsad 

ლაშა: ივნისი 12, 2013||12:58am

ჰო ქეთ... მეც გამაოცა და ამიტომ ვერაფერი დავწერე :) უბრალოდ ჰგავსთქო :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters