ოცდამეერთე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ეპოპეაა და გამომდინარე აქედან, მე, ჩემს ირგვლივ ყველას და საერთოდაც მთელ კაცობრიობას ყოველდღე გვიწევს შეხება ამ ტექნოლოგიებთან. მათი დახმარებით ვაგვარებთ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ,- პირად საკითხებს: იქნება ეს პირადი წერილი, ოფიციალური შეტყობინება, საბუთების მიღება და გაგზავნა... ა.შ.
სულ ახლახან დავამთავრე ეუნივერსიტეტი. ბევრ პროექტში ვიყავი ჩართული, ამიტომ ზოგი სერთიფიკატი დღემდე არ მიმიღია და მათ მოლოდინში ვარ. რაც დედაქალაქიდან ჩამოვედი, უკვე მეორედ მომიწია ჩასვლა იქ, ფარატინა ფურცლის გამო. და ასე ხდება მუდმივად... ახლაც ჩემს სახელზე გამოგზავნეს კონვერტი უნივერსიტეტში, რომელიც რომელიღაც პროგრამაში ჩართვის საშულაება მაძლევს და ველოდები ასევე ერთ-ერთ სერთიფიკატს. რეალური დილემის წინაშე დავდექი: რა ვქნა, ჩავიდე თბილისში გვიან და პროექტში მოხვედრის შანსის შემცირების მიუხედავად ერთად წამოვიღო ორივე მოწმობა, თუ დავხარჯო დრო და თანხა იმისთვის, რომ ჩემთვის კუთვნილი მზა მოწმობა წამოვიღო.
ციფრული ტექნოლოგიები იმიტომ ვახსენე, რომ ხაზი გამესვა, რამდენად განვითარებულია მსოფლიო და რა სამარცხვინოა, როცა პირადად გიწევს კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლა და გზავნილის მიღება 6 საათის სავალზე, მაშინ, როცა დრო რეალურად ფულია და ადგილზე უმარავი საქმე გელოდება. მგონი კომპიუტერის გამოგონებამდე არსებობდა ფოსტა, რომელიც საქართველოში აშკარად სიმბოლურ სახეს ატარებს, ფასი კი არანორმალურად დიდი აქვს ისეთი პატარა მასშტაბების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. თუ ფასიანი ფოსტის გამოყენება ეძვირება განათლების სამინისტროს ან სხვა საჯარო დაწესეუბულებებს, არსებობს ელექტორნული ფოსტა, პრინტერი, სკანერი, ფაქსი და სხვა მრავალი საშუალება, რათა მანძილის მიუხედავად დროის მოკლე ინტერვალში მიეწოდოს ადამიანს ინფორმაცია და ფარატინა ქაღალდი.
ალბათ, რიგი ადმაიანები იფიქრებენ, რომ ჩემი ესოდენ კრიტიკული ტონი იმით არის გამოწვეული, რომ სადმე წასვლა მეზარება. თუმცა მე სხვა არუგმენტებიც მაქვს. დღეს ბვერი ქართველი ახალგაზრდა ცდილობს უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ისინი ელექტრონულად აგზავნიან საბუთებს უცხოეთის უნივერსიტეტებში და მათ ამაზე არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ასევე მიღების შესახებ ინფორმაციასაც ელექტრონულად, სკანირებული დოკუმეტით იღებენ, ან ფოსტით. ალბათ ის ქვეყნებიც რომ საქართველოს მოდელით მუშაობდნენ, ცოდნის გამდიდრების მსურველთ, აქედან წასვლა ნაკლებად მოუნდებოდათ, რადგან დამადასტურებელი საბუთისათვის ევროების გადახდა მოუწევდათ (პლუს წაიმოგზაურებდნენ). და კიდევ ერთიც, თუ ასე უჭირს ჩვენს ქვეყანას და მათ შორის მთელ რიგ ინსტიტუტებს, გამოდის არც მე მაქვს ზედმეტი 50 ლარი (ეს მინიმუმუა თუ საქართველოს რკინიგზის მეშვეობით ცოტა "კომფორტულად" გსურთ მგზავრობა და თან იაფად) რომ 6 საათის სავალზე წავიდე ფარატინა ქაღალდისთვის დედაქალაქში, როცა იქ სადაც ვიმყოფები თავზე საყრელად მაქვს საქმე.
ელისო (ელისაბედ) დუაძე
სათაური ისეთი იყო რაღაც პოზიტიურის წასაკითხად განვეწყვე და... :/ :D :D
elisabed რა შეიცვლება? იუორი მოგძალვია აშკარად. :)
რაც შეეხება ფარატინა ფურცლებს - იქ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი რომ უნდა მოაწერო არ იცი შეენ? :D
რას ნიშნავს რა შეიცვლება? ვერ გავგე რას მეკითხები :) არაფერზე არ მაწერინებენ ხოლმე ხელს ისე მივდივარ და მოვდივარ :) არ ვიცი შენ თუ გსიამოვნებს ბოდიალი, თუმცა შენ მცხეთაში ცხოვრობ :)
წინა კომენტარში ხო დაწერე "რო შეიცვლება სიტუაციაო" :D ჰოდა, მაგაზე გკითხე რა შეიცვლებამეთქი? :D
რაც შეეხება ბორიალს - გააჩნია სად დავბორიალობ :D
ბოდიალი ერთი ფურცლის გამო ლაშა :დ :დ ხო და შეცვლაში ვიგულისხმე რამე პოზიტიური რო მოხდება იმაზე დავწერ, სადმე :დ
აჰაჰა ეგ კარგი იყო :დ დ ;დ არასწორად გაიგე :დ ჯერ ცუდ რამეებზე დავწერ და კაი რო მოხდება იმ კარგზეც დავწერ :დ :დ
ამ პოსტისთვის ზედგამოჭრილი ფოტოა: http://www.qwelly.com/photo/hogvortsi
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია