...დღეს მომხდარი ფაქტით დავიწყებ. დამღლელი და სრულიად მჯდომარე 2 კვირის შემდეგ (მანქანა-ოფისი, მანქანა-სახლი) უმოძრაობით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩებისთვის ფეხით შეგვეტია ( მე და დედა ). აქ არც ისე განებივრებულები ვართ გემოვნებიანი ტანისამოსის არჩევანით, ამიტომ, მაღაზიებში სიარული თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს; ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა და ამ შრომატევად საქმიანობას მივყეთ ხელი. ერთი, ორი, სამი და.. ერთ ერთ მაღაზიაში, რომლის ,,მმართველი" შუახნის ,,შუახნურად" ჩაცმული ქალბატონი ბრძანდებოდა (სხვაგვარად მისი აღწერა უბრალოდ შეუძლებელია), ზოლიანი შარვლით ინსპირირებულმა ისე, სხვათაშორის ვიკითხე: ეს ვინტაჟის მაღაზია ხომ არ არის მეთქი?... და აქ დაიწყო, რაც დაიწყო:... თავისი წარმომავლობითა და საფრანგეთში განვლილი ცხოვრებით ჩემი შეურაცხყოფა: ის, რომ საბურთალოზე ცხოვრობს და ეს უმაღლესი ხარისხის ტანისამოსია და რომ ვინტაჟი, სადაც ვცხოვრობ, იქ მისწავლია (კონკრეტულად ამ სიტყვას ერჩოდა) , რომ არც კი გაუგია ეგ რა არის, ლონდონში, თუ, ბრიტანეთში, თუ საიდანაც ვარ მოთრეული და იქ რას ამბობენ, არ იცის, არც აინტერესებს... ისევ მეორე წრეზე: რომ საბურთალოზე ცხოვრობს და 4 წელი კი საფრანგეთში უცხოვრია და.. მოკლედ ვინტაჟი თქვენსკენ მოიკითხეთო. მე მივხვდი, რომ ახსნა-განმარტებას აზრი არ ჰქონდა: რომ ვინტაჟი ცუდი სიტყვა არ არის და საერთოდაც ეს უფრო კარგს ნიშნავს ვიდრე ცუდს... მოკლედ, გაოცებული და ცოტა შეცბუნებულ-გაბრაზებული გამოვედი მაღაზიიდან.

საერთოდ, გაბრაზებული რომ ხარ, თვალში რატომღაც სულ ცუდი მოვლენები გხვდება და ყურშიც ასევე ,,ჩემიდედები" ისმის ირგვლივმყოფთაგან. მივიხედ-მოვიხედე ქუჩაში და დავინახე იქვე, ,,ფეიბოქსთან" საკუთარი ზინზლიანი ნარჩენები როგორ მიყარა ქალბატონმა, მძღოლები ჯიუტად რომ არ უთმობდნენ გზას არც ფეხით მოსიარულეს, არც ერთმანეთს, მამა ასეირნებს შვილს და თან ტელეფონზე იგინება და რაც ყველაზე მთავარია: ,,არა გოგო აქ რა უნდა, ეგ დიდიხანია (რომელიღაც ევროპულ ქალაქში) ცხოვრობს"- ამაყად აცხადებს ქალბატონი.

და გამახსენდა... გამახსენდა, რომ შუახნის მაღაზიის მფლობელს ჩემთთვის შეურაცხყოფის მოყენება თავისი წარომავლობით სურდა, რომ მე წესით უნდა შემრცხვეს იმისი, რომ ბათუმელი ვარ, რომ მას ჰგონია მაგრად ,,მიმალანძღა", რაკი საბურთალო და საფრანგეთი მიხსენა, ასევე გამახენდა, რომ ეს თემა გახუნდა, მაგრამ ყოველ აღდგომაზე და ყველა ფეხის ნაბიჯზე მაინც თავს გვახსენებს და არც არაფერი შველის. გამახსენდა და გული დამწყდა. ქუჩაში ნაგვის დაყრის პრობლემაც ამ ბედს იზიარებს.

მსგავსი მონოლოგი ხშირად მომისმენია. საამაყო რომ არის წარმომავლობა, ამას კიდევ არაუშავს, ეს შეურაცხყოფის მიყენების მასალა გახდა. შეურაცხყოფას რომ თავი დავანებოთ, საიდან ამხელა სიძულვილი? ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი. ქუჩაში რომ დადიხარ გხვდება ბოღმით დატენილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან იმითაც კი მოგაყენონ შეურაცხყოფა ან დაგაკნინონ, თუ რა ფირმის კაფელი აქვს აკრული აბაზანაში.

მინდა ამ პრობლემას სხვა კუთხიდან შევხედო. საცხოვრებელი ადგილით თავის გამოჩენა არაა უცხო მთელი მსოფლიოსთვის, ალბათ დამეთანხმებით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ეს პრესტიჟული ადგილმდებარეობით, უკეთესი ხედით ან რაიმე მსგავსით არაა გამოწვეული. ჩვენ განვითარების ერთ ადგილას აკუმულირების პრობლემა გვაქვს.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ღამის მატარებელიც (თბილისი-მახინჯაური და პირიქით) კი გააუქმეს იმ მიზეზით, რომ მანძილი დიდი არ არის და საჭრიოებას არ აწარმოადგენს. ასე, რომ არამგონია სირთულეს წარმოადგენდეს სიახლეების სხვადასხვა რეგიონშიც დანერგვა, გარდა თბილისისა. გასაგებია რომ თბილისი დედაქალაქია, გასაგებია რომ ჯერ ყველა სიახლეს იქ უსინჯავენ გემოს, მაგრამ სიახლე ადგილს აღარ იცვლის. ის რჩება დედაქალაქში. შესაბამისად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ირაზმება ხალხი და ავსებს დედაქალაქის სარდაფებსაც კი, რომ როგორმე მსოფლიოს პულსის ფეთქვა იგრძნოს. ეს უდაბნოში ოაზისის არსებობას ჰგავს, რაც ჩემი აზრით არც ისე კარგი ფაქტია. ბათუმში ვინც ვცხოვრობთ, ცოტა გაგვიმართლა სხვა ქალაქებთან შედარებით. იგივე ტანსაცმელი რომ ავიღოთ, სხვადასხვა დაწესებულება, მაკდონალდსი რომ მაკდონალდსია, ისიც 2 თუ 3 წელია რაც გაიხსნა ბათუმში, ზესტაფონში საერთოდ თუ არსებობს, არ ვიცი, ღონისძიებები მხოლოდ ახალწელზე ტარდება რეგიონებში, ყველა არასაახალწლო კონცერტი, საღამო, ღონისძიება იმართება თბილისში. ვინმე მაინც რომ იყოს დაინტერესებული რეგიონალური განვითარებით, არც თბილისი აივსება ,,მილიონი" მანქანით, არც ტუბერკულიოზი გაუჩნდება ხალხს ნაქირავებ სარდაფებში, არც საბურთალოზე ცხოვრება იქნება შეურაცხყოფის მიყენების ინსტრუმენტი. ხვადასხვა ღონისძიებების მაძიებელნი ჩვენი ქვეყნის ქალაქებში დავიწყებთ სიარულს და გავეცნობით მათ, ახალგაზრდობა დარჩება რეგიონებში და ეს ფაქტი ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს.

P.S. მადლობა იმ ქალბატონს, რომ ჩემი მუზა გახდა.

ნახვა: 2428

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განვითარება, დღიური, ელისაბედის_ბლოგი, თბილისი, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა, რეგიონი, საქართველო, მეტი...სნობიზმი, ქალაქი

ლაშა: ნოემბერი 9, 2014||9:03pm

პირველად თვალში რაც მომხვდა ეს იყო - მანქანაზე აქცენტი, მეორედ - ინსპირირებული :D აწ უკვე ინტერესით სავსე  ვაგრძელებ კითხვას :) ♥ 

elisabed: ნოემბერი 9, 2014||9:13pm

მერე სიღრმისეული შეფასება დადე :დ <3 

ლაშა: ნოემბერი 9, 2014||9:18pm

ბატონო დავით შავლიაშვილო (საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ყოფილა), არ მესმის აქამდე ეს გოგონა რატომ არ მუშაობს თქვენს სამინიტროში!!! 

კარგი იყო ჩემო ელისაბედ, მაგრამ ეს იმსოტოლა პრობლემაა, წარმოდგენაც არ მაქვს რა კონკრეტული საკითხებით შეიძლება ამის მოგვარება. 

ლაშა: ნოემბერი 9, 2014||9:19pm

სიღრმისეული არ ვიცი, მაგრამ პრობლემა სახეზეა და რა დავწერო დამატებით არა ვიცი რა :) 

elisabed: ნოემბერი 9, 2014||9:21pm

ლაშიკო გავწითლდი  <3 <3  :* :* ხო და სურვილია ლაშიკო საჭირო და ერთმანეთის სიყვარული, აი მაშინ ყველაფერი მოგვარდება

elisabed: ნოემბერი 10, 2014||11:33pm

ვააა!! <3 <3  დიდი მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის, ძაააალიან მიხარია რომ მოგეწონათ ჩემი პოსტი <3<3 არ ვიცი როგორ მოვნიშნო giorgi, ვცდილობ და იმედია რამე გამომივა, დიდი მადლობა :) <3 

elisabed: ნოემბერი 11, 2014||11:36am

არა, შენი მონიშვნა მინდოდა რო გენახა ჩემი კომენტარი, ნუ მონიშვნის გარეშეც ნახე ასე რომ აღარაა პრობლემა :დ:დ 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters