ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა მითხრა: – როცა ცნობილი და დიდი ადამიანის სახელი გქვია, შენც უნდა ეცადო ეს სახელი მთელი ცხოვრება ღირსეულად ატარო"–ო.
თავიდან ვიფიქრე, ნორმებით, ღირებულებებით და მორალით ისედაც საკმაოდ დახუნძლულ გარემოში, დამატებითი პასუხისმგებლობების ქონა არც თუ ისე ადვილი საქმეათქო... მერე გადავწყვიტე, გამეგო ვისი სახელი მერქვა და ირონიითა და ცინიზმით აღსავსე მზერა მივაპყარი ინტერნეტ სივრცეს... ეს თამარ მეფე გასაგებია, მაგრამ... რამდენი სხვა თამარი, რამდენი საინტერესო ისტორია...რამდენი განსხვავებული ცხოვრება და რამდენი დამსახურება მიეწერება ამ ერთ სახელს...
უსუსურობის განცდამ შემიპყრო...როგორ გინდა მათ შემდეგ, ადგე და განაცხადო, რომ თამარი გქვია... მაგრამ მერე რწმენა შემემატა, ცოტა ოცნება შევაპარე, ცოტა ამბიცია... ვინ იცის იქნებ ჩემი სახელიც მიჯღაბნოს მერე ვინმე პატარა ფურცლის ნაგლეჯზე (ოხ ეს ოპტიმიზმი).
მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე...გადავწყვიტე, თქვენც გაგაცნოთ ჩემი სახელის ღირსეული მატარებლები. ინტერნეტში მოძიებული სტატიებიდან პირველი ეხება გუჯ–ხათუნს (დიახ მასაც თამარი ერქვა, და ნუ გაგიკვირდებათ თუ თამარ მეფით არ დავიწყებ).
თამარ დედოფალი––(გურჯი ხათუნი)––თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდანის ასული თამარი სელჯუკიანთა სასულთანოს დედოფალი იყო „გურჯ ხათუნად“ წოდებული, რომელსაც უმღეროდა აღმოსავლეთის პოეზია.
მოხდა ისე, რომ მე-13 საუკუნის საქართველოს უმძიმესი პოლიტიკური მდგომარეობის გამო თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული თამარი სელჯუკიანთა სასულთნოს დედოფალი გახდა. იგი დიდი პატივით მიიღეს თავისი მეუღლის ქვეყანაში. უზომოდ შეყვარებულმა სულთან ყაისედინ ქაიხოსრო მეორემ გადაწყვიტა სიმბოლურად წარმოეჩინა თავისი დიდებული ქართველი მეუღლის თამარის, ანუ როგორც მას სიყვარულით უწოდებდა `გურჯი ხათუნის~ პიროვნება.
1236 წელს გამოსცა სახელმწიფოს ახალი ფული-მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფაფარაყრილი ლომი და სხივოსანი მზე. მზის დისკოში ნატიფი და მშვენიერი ქალის თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა `შირ-უ-ხურში~, მზე და ლომი, რომელიც შემდგომ სელჯუკთა სხვა სულთანებმაც გამოიყენეს, მოგვიანებით კი სპარსელებმაც გაითავისეს.
ასე, რომ ქრისტიანი, ლაღად აღზრდილი ქართველი მეფის ასულისთვის ისლამის სამყაროში ცხოვრება მძიმე და არასასურველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ "სიტურფით აღმატებულსა" და გონებგამჭრიახ, მტკიცე ხასიათის მქონე თამარს უაღრესად დიდი ავტორიტეტი მოუპოვებია სულთანის კარზე. თავისი ქველმოქმედებით, "სათნოებითა და უბიწოებით", დიდსულოვნებით, "ღატაკთა მფარველობითა" და "ღვთის მოშიშობით" იმდენად შორს გაუთქვამს სახელი, რომ იგი ლეგენდებსა თუ "წმინდანთა ცხოვრების" აღმწერის თხრობის ობიექტად ქცეულა. თუმცა დედამისის რუსუდანის შესახებ ამას ვერ ვიტყოდით. როგორც "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს _ რუსუდანმა სიძესა და ქალიშვილს მათთან სტუმრადმყოფი ბიძაშვილის დავით ულუს შესახებ მისწერა: "მოჰკალით ჩემი ძმიშვილი, მანდ რომ დიდი ხანია გიზითო." ლაშა-გიორგის შვილის დავით ულუს მოკვლით რუსუდანს სურდა თავისი შვილის დავით ნარინისათვის ტახტისაკენ გაეკაფა გზა. როცა სიძე-ქალიშვილმა სასტიკი უარი შემოუთვალეს, მაშინ გაავებულმა რუსუდანმა ფარულად სიძეს გაუგზავნა თავისი ასულისა და დავით ულუს შესახებ ცილისმწამებლური წერილი, რასაც სულთან ყაისედინის აღშფოთება მოჰყვა. მან "უპატიოდ განითრია ცოლი თვისი, მოფხურითა თმათა და ფერხითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისსა მშვენიერსა." ცემით სისხლი ადინა, სალოცავი ხატები დაულეწა და სიკვდილით დაემუქრა თუ ქრისტეს სჯულს არ დატოვებდა.
დედის ამ ვერაგობამ ჭეშმარიტად მორწმუნე თამარი აიძულა მეუღლისთვის ანგარიში გაეწია, მაგრამ თამარ დედოფალს ორთოდოქსალური ისლამი და მისი დოგმები არასოდეს მიუღია. მან იწამა ისლამში არსებული ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც შედარებით ახლოს იყო და ენათესავებოდა მის მორწმუნე ქრისტიანულ სულს. ეს იყო სუფიზმი, რომლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი იყო აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი და მოაზროვნე ჯალალედ-დინ რუმი-მევლანა. შემდგომში იგი იქცა "გურჯი ხათუნის" სულიერ მეგობრად და მისი იდეები იწამა თამარ დედოფალმაც.
აღმოსავლეთის ეს დიდი მოაზროვნე პირველი იყო, ვინც აღიარა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა. თამარ დედოფლის შესახებ იგი თავის ერთ ეპისტოლეში წერდა: "მწყალობელი და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული, ჭეშმარიტი მონა ღმრთისა, ქალბატონთა ღირსება, მათ შორის ყველაზე უმწიკლო და ნამუსიანი კეთილბუნებოვანი და სათნომყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი..."
როცა თამარ დედოფლის მეუღლე სულთანი ყაისედინი ქაიხოსრო მეორე მოკლეს თუ გარდაიცვალა, ქვეყნის განმგებლობა ხელთ იგდო სულთანის მრჩეველმა და ვეზირმა სულეიმან ფერვანამ და სელჯუკიანთა ტრადიციების მიხედვით მისი მეუღლე დედოფალი თამარი – გურჯი ხათუნი გახდა.
მასაც თავდავიწყებით შეჰყვარებია თამარ დედოფალი და მის ყოველ ბრძანებასა თუ თხოვნას უსიტყვოდ ასრულებდა. იგი ეთაყვანებოდა "ქვეყნიერების დედოფლის" სულიერ მამას ჯალალედ-დინ რუმსაც, რომელიც მათ სამფლობელოში ქალაქ კონიაში დასახლდა და დიდ ზეგავლენას ახდენდა აღმოსავლური ფილოსოფიური და პოეტური აზროვნების განვითარებაზე.
G ჟურნალი "ცისკარი", 1970 წ. N1, გვ. 106-117.
• გურჯი ხათუნი •
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია