* "ყველაფრისმცოდნე" გუგლმა მსოფლიოს მხატვრული, პუბლისცისტური და სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა დათვალა . აღმოჩნდა, რომ წიგნების საერთო ჯამი შეადგენს 129 864 880–ს.

* მსოფლიოში ყველაზე ძველ წიგნად ითვლება ე.წ. პრისის პაპირუსი. ის შეიქმნა ჩვ.წ. 3350 წელს. წიგნი იპოვნეს ქალაქ ფივის ერთ–ერთ პირამიდაში. საინტერესოა, რომ პრისის პაპირუსის თემა აქტუალურია დღესაც. ეს არის ე.წ. თაობათა ბრძოლა. ყველაზე ძველი წიგნის ავტორი წუხს იმაზე, რომ ახალგაზრდები გამოუცდელები, ზარმაცები და დაუჯერებელნი არიან. როგორც ხედავთ ხუთი ათასი წლის განმავლობაშიც არაფერი შეცვლილა.

* სტენოგრაფია, რისი საშუალებითაც შეიძლება დაიწეროს ნებისმიერი ტექსტი 5–ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი ანბანის საშუალებით, ჯერ კიდევ ჩ.წ. 63 წელს შექმნეს. ცნობილია რომ, ხისგან გამოთილი ასობგერებისაგან გაკეთებული საბეჭდი მოწყობილობა ინდოეთში გუტენბერგამდე დიდი ხნით ადრე, რამდენიმე საუკუნის წინ არსებობდა.

* ყველაზე დიდი წიგნი დედამიწაზე ამსტერდამის ჰოლანდიურ მუზეუმში ინახება. მისი სიმაღლე მეტია საშუალო სიმაღლის ადამიანზე. ზუსტი მონაცემები კი ასეთია: სიგანე – 1 მეტრი, სისქე დაახლოებით ნახევარი მეტრი. წიგნს "ზღვის წესების კრებული" ჰქვია.

* ყველაზე მძიმე წიგნად მსოფლიოში ითვლება გეოგრაფიული ატლასი, რომელიც ინახება ბრიტანულ მუზეუმში, ლონდონში. ატლასის სიმაღლე ერთ მეტრზე მეტია და 320 კგ.ს იწონის.

* მსოფლიოს ყველაზე პატარა წიგნი ერთ სუფრის კოვზზე ეტევა. ასეთი ზომის, სულ თორმეტი წიგნი არსებობს. მათ შორის არის ყურანის მინიატურული გამოცემა, ინგლისური ენის ლექსიკონი (რომელიც 12 ათას სიტყვას შეიცავს) და საფრანგეთის კონსტიტუცია.

* ერთ–ერთი ყველაზე უცნაური წიგნი მსოფლიოში – ეს არის დანტეს "ღვთაებრივი კომედია", რომელიც გადაწერილია ბენედიქტელი სასულიერო პირის, გაბრიელ ჩელანის, მიერ 80 /60 სმ.–ის ზომის ქაღალდზე. თვითოეული, 140 000 ლექსის წაკითხვა შესაძლებელია მარტივად შეუიარაღებელი თვალით, თუმცა თუკი მოშორებით დადგებით და ნაწერს შეხედავთ დაინახავთ იტალიის მშვენიერ რუკას. ამ შრომისთვის ჩელანმა 4 წელი დახარჯა.

ნახვა: 1010

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განხილვა, წიგნი

თათია: ნოემბერი 7, 2012||9:50pm

მიყვარს წიგნზე საუბარი :))

საინტერესო იყო , დაველოდები გაგრძელებას :)

მადლობა შენ 

ლაშა: ნოემბერი 7, 2012||11:10pm

მშვენიერია... :) ძალიან საინტერესო იყო ვეთანხმები თათიას... :)

ჩვენ გვაქვს საინტერესო ამბების ჯგუფი >> http://www.qwelly.com/group/es_sainteresoa

თამუნა გოგინაშვილი: ნოემბერი 8, 2012||10:31am

     სიმონ ფრაზერის უნივერსიტეტის ნანოლაბორატორიის სპეციალისტებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი შექმნეს. მის წასაკითხად ელექტრონული მიკროსკოპია საჭირო.მინიატურული წიგნის ზომა 0.07x0, 1 მილიმეტრია.

თამუნა გოგინაშვილი: ნოემბერი 8, 2012||10:34am

    წიგნი შეიცავს 37 ნაბეჭდ რუქას და გამოშვებულია 1660 წელს სპეციალურად კარლ მეორისთვის (ინგლისის მეფე).

თა _ მო: ნოემბერი 15, 2012||12:19am
bolo momewona gansakutrebit:)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters