ხშირად ადამიანებს წარმატების მიღწევა ადვილი ჰგონიათ: ავიწყდებათ მწვერვალამდე მისაღწევი უსწორმასწორო გზა... მათ ამ გზაზე შეხვედრილი გაუთვალისწინებელი უსიამოვნებანი და სირთულეები ხშირად მოტივაციისა და შემართების გრძნობას უქვეითებენ და თავს ანებებენ დასახული მიზნის შესრულებას... უმრავლესობამ არ იცის, რომ იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, როგორც ძალიან წარმატებულ პიროვნებაბად, ჰქონდათ მათი წარუმატებლობებიც... მინდა გაგაცნოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჩვენთვის ცნობილი, წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებიდან:

უინსტონ ჩერჩილი მე–6 კლასში “ჩარჩა”. სანამ 62 წლის ასაკში პრემიერმინისტრი გახდებოდა, ის მუდამ მარცხდებოდა საჯარო ოფისის არჩევნებში! ამას მასზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია და თქვა: “არასდროს აქციო ზურგი მოსალოდნელ საფრთხეს და არ ეცადო გაქცევით თავის შველას. ამგვარი ქცევით მხოლოდ გააორმაგებთ მას, ხოლო თუკი პირისპირ და წარბშეუხრელად შეეგებებით, გაანახევრებთ.”

ზიგმუნდ ფროიდის იდეების პირველი წარდგენა, ევროპის მეცნიერთა საზოგადოების წინაშე, საშინელი კრახით დამთავრდა. იგი დაბრუნდა სამუშაო ოფისში და წერა განაგრძო.

ჩარლზ დარვინმა უარი თქვა სამედიცინო კარიერაზე, რადგან მამამ უთხრა: “შენ ძაღლებზე ნადირობის და ვირთხების დაჭერის გარდა არაფერი გაინტერესებს”. თავისი ავტობიოგრაფიაში დარვინი წერს: “ჩემი მასწავლებლები და მამა მიმიჩნევდნენ, როგორც ერთ ძალიან ჩვეულებრივ, უბრალო ბიჭად, უფრო მეტიც: “მათთვის რომ გეკითხათ, საშუალო ინტელექტუალის დონეზეც კი არ ვიყავი.”

თომას ედისონის მასწავლებლები ამბობდნენ, რომ: „ის იმდენად დებილია, ვერაფერს ვერ სწავლობს“–ო. „არა-ნაყოფიერი“ შრომისთვის პირველი ორი სამსახურიდან გამოაგდეს. 1000 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, სანამ გამოიგონებდა ელექტრონათურას და როცა მას ჰკითხეს, თუ როგორი გრძნობა იყო 1000-ჯერ დამარცხება, მან თქვა: „მე არ დავმარცხებულვარ 1000-ჯერ, უბრალოდ ნათურის გამოგონებამდე 1000 ნაბიჯი გადავდგი.“

ალბერტ ეინშტეინმა ლაპარაკი მხოლოდ 4 წლის ასაკში ისწავლა, ხოლო კითხვა- 7 წლისას. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი მას ახასიათებდა როგორც „გონებრივად სუსტ, არაკომუნიკაბელურ ბავშვად, რომელიც სულ მუდამ თავის უაზრო სიზმრებში დაფრინავდა.“ საშუალო სკოლიდან იგი გარიცხეს და უარი მიიღო ციურიხის პოლიტექნიკური სკოლიდან.

ვოლტ დისნეი საგაზეთო კომპანიიდან გააგდეს იმ მიზეზით, რომ „მას არ ჰქონდა ფანტაზიის უნარი და ვერ იგონებდა ახალ იდეებს“. სანამ Disneyland-ს ააშენებდა, იგი რამდენჯერმე გაკოტრდა.

ფრედ ასტერის ერთ-ერთი კინოფილმის საცდელი გადაღებისას MGM-ის დირექტორმა შემდეგნაირი შეფასება გააკეთა: „ვერ თამაშობს, ვერ მღერის, ცოტათი მელოტია, ასე თუ ისე ცეკვავს.“ Astaire-ს ეს განცხადება სახლში თვალსაჩინო ადგილას ჰქონდა გამოკრული და, როგორც გამამხნევებელ საშუალებას, ისე უყურებდა.

ელვის პრესლს 1945 წელს, „Grand Ole Opry“-ს დირექტორმა უთხრა: „შვილო შენ შორის ვერ წახვალ. აჯობებს ისევ სატვირთო მანქანის ტარებას დაუბრუნდე“–ო.

ბეთჰოვენს მასწავლებელი „უიმედო კომპოზიტორს“ უწოდებდა. მან თავისი 5 ყველაზე საუკეთესო სიმფონია მაშინ შექმნა, როცა უკვე დაყრუებული იყო.

ვან გოგმა თავისი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი ნამუშევარი გაყიდა, ისიც თავისი მეგობრის დამ შეიძინა 400 ფრანკად (დაახლოებით 50$). მიუხედავად ამისა, ვან გოგს მუშაობა არ შეუწყვეტია და ამის შემდეგ 800-ზე მეტი შედევრი შექმნა.

ლევ ტოლსტოი საშუალო სკოლიდან გამოვიდა. მასზე ამბობდნენ, რომ ვერც სწავლობდა და არც ჰქონდა სურვილი, რომ ესწავლა.

ნახვა: 515

ტეგები: Qwelly, ამერიკა, ბლოგი, ქველი, წარმატება

tsira: ოქტომბერი 30, 2012||8:37pm

anu imedi unda viqonio rom chemganac rame gamova?

ლაშა: ოქტომბერი 30, 2012||9:07pm

მე სულ პირველ აბზაცს გამოვეხმაურები - ერთი ყველასთვის ცნობილი ფრაზის გაჯღერებით - ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო... :) ასე, რომ გზა წარმატებულობამდე არის სწორედ ის ვნების სიმზაფრე რომელიც უფრო საამო და სასურველია (ჩემი აზრით) ვიდრე წარმატებულზე ტკბობა სიამით...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters