ორმხარიანობის დაუსრულებელი ბრძოლა და შედეგი, რომელიც ორივე მხარისთვის სავალალოა. დაკონკრეტებისგან თავს არ შევიკავებ - ქართველი ფუნდამენტალისტებისა და ქართელივე ტოლერანტ-ლიბერალ-საყვარლ ტიპების გარშემო ვტრიალებ. ერთნი ქართულ, მამა-პაპურ ქრისტიანობას ქადაგებენ (რომელიც არ ვიცი რა არის, მაგრამ მათ იციან), მეორენი კი ევროპული ღირებულებების თავიანთ ამორჩეულ სიას გვტენიან. ამდენი წელია ეს ორი მხარე ერთმანეთს ებრძვის (ისტორიისთვის არც ისე ბევრი, მაგრამ ამ "აჩქარებულ სამყაროში" ბევრად გვეჩვენება) და სალანძღავ სიტყვებადაც "თქვე ფუნდამენტალისტებო!" - "თქვე ლიბერალისტებო" ("სტებო" მიმართვაში აუცილებელია) აქვთ, ზოგჯერ უფრო მეტიც, მაგრამ იდეა, რომლის გარშემოც ორივე იბრძვის ყოვლად გამოუსადეგარი ხდება დროსთან ერთად.

freedom, fundamentalism, georgia, iliauni, liberalism, qwelly, religion, tolerance, ბლოგი, ბრძოლა, გამოხატვის თავისუფლება, დღიური, იდეოლოგია, ილიაუნი, ლიბერალები, ლიბერალიზმი, რელიგია, საქართველო, სიტყვის თავისუფლება, ტოლერანტობა, ფუნდამენტალიზმი, ქველი, ჩხუბი, წრე, წრებრუნვა

      ასე მაგალითად; თუკი ფუნდამენტალისტები ხელკეტებით შეიარაღებულნი მოდიან და მბრძანებლური კილოთი გვიდგენენ წესებს რა შეიძლება და რა არ შეიძლება ამ "ღვთივკურთხეულ ქვეყანასა და ერში", მეორენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, კონსტიტუციას ამოფარებულები შეურაცხყოფის არანაკლები დოზით პასუხობენ ხოლმე. ოღონდ, როგორც პეროსაზოგადოებას შვენის, ეს შეურაცხყოფა უფრო აკადემიურია და როგორც უკვე დავწერე - კონსტიტუციურად გამართული.

      შედეგი კი ისაა, რომ ამ "ღვთივკურთხეულ ქვეყანაში" ვერა და ვერ ვაკურთხეთ და მოვაქრისტიანეთ ეს ადამიანები (ლიბერალისტები) და ამის საპირწონედ, ამ ევროპაგამოვლილმა და "იქაური ცხოვრება სჯობს ხალხო გამოფხიზლდით" ხალხმა, ვერა და ვერ მოაწონა თავიანთი ღირებულებები ამ ბნელებს (ფუნდამენტალისტებს), თავიანთი იდეოლოგიების რა მოწონებაზეა საუბარი, პირიქით - უფრო შეაძულეს და შეაზიზღეს. მართალია გასამართლებელი საბუთი ორივეს აქვს - "ეგენი უღმერთოები არიან, მაგათ რას შეაგნებინებ?" და იქვე "ეგენი ბნელი, გაუნათლებელი და უვიცი ხალხია, მაგათთან ლაპარაკსაც არ აქვს აზრი", და ორივეს თავისი "ბრძოლის" მეთოდები სწორი ჰგონია, მაგრამ შედეგები მაინც სულ სხვაა.

      შუაშისტებო მთელი ქვეყნისა შეერთდით, მაინტერესებს 10 კაცი მაინც თუ გამოხვალთ, მაგრამ რა აზრი აქვს? ამ ორი ფრთიდან ერთ-ერთში მოხვედრის მერე, უმალ მეორე მხარის იარლიყი გაქვს მიწებებული - შუაშისტები ხომ ნელთბილი ხალხია.

ნახვა: 639

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაპირისპირება, ილიაუნი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters