არაქრისტიანული ცხოვრების ანდა მცირედ მორწმუნეობის გამართლება ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზით ხდება, ზოგნი დაბრკლოლებულნი არიან, ზოგნი ჭეშმარიტების "ძიებაში" თავად დაკარგულან, ზოგნი სამსახურებს ვერ შორდებიან და ა.შ. სწორედ ამგვარი სარწმუნოების გამო ამბობს მაცხოვარი სახარებაში ერთ იგავს (მთ. 13, 3-8), როდესაც გამოვა მთესვარი თესვად, ზოგი მარცვალი დავარდება "გზისა ზედა", მოვლენ ფრინველები და შეჭამენ მას, ზოგიერთი მარცვალი "კლოვანსა ზედა" დავარდება, სადაც მიწა არ არის საკმარისად გამოსადეგი, უცბად აღმოცენდება, მაგრამ ვინაიდან ფესვებს ღრმად ვერ გაიდგავს, როგორც კი მზე ამოვა - დასცხება და გახმება. სხვა მარცვალი "ეკალთა შორის" დავარდება, აღმოცენდება ეკალი და მოაშთობს მას და ზოგიერთი მარცვალი კი "ქვეყანასა კეთილსა" დაეცეს და გამოიღოს ნაყოფი რომელიმემ ასი, რომელიმემ სამოცი და რომელიმემ ოცდაათი. ამ იგავს თავად მაცხოვარი განმარტავს (მთ. 13, 18-23) და ამბობს, რომ პირველი ისინი არიან, რომელთაც "ესმეს სიტყვაი სასუფევლისაი", მაგრამ შეიმეცნეს, არ გაიაზრეს, არ გულისხმაჰყვეს, ამიტომ მოვიდა "უკეთური იგი" და მათ გულებში დათესილი სიტყვა მოიაცა, კლდეზე დაცემული მარცვლის მეპატრონეთ რაც შეეხება, ესენი არიან ისინი, რომლებმაც მოისმინეს და უმალვე სიხარულით მიიღეს, მაგრამ ვინაიდან სიმტკიცე აკლდათ, ძირი არ ჰქონდათ გულში და "საწუთო" ანუ ჩვენებურად რომ ვთქვა ალბათ, მედრონი არიან, როგორც კი რაიმე ჭირი ან დევნა შეხვდებათ, უმალვე დაბრკოლებიანო. ხოლო, ისინი, ვინც "ეკალთა შორის" აღმოჩნდნენ, არიან ადამიანები, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა და ამსოფლიურმა საზრუნავმა, სიმდიდრის საცდურმა მათში დაბადებული სიტყვა მაოშთო და უნაყოფო ქმნა, ხოლო კეთილ ქვეყანაზე დათესილნი, არიან ისინი რომელთაც სიტყვა უფლისა მოისმინეს, გაიაზრეს, გულში დაიმარხეს და გამოიღეს ნაყოფი ასი, სამოცი და ოცდაათი.
რატომ გავიხსენე სახარების ის ეპიზოდი, რომელიც ისედაც ყველამ იცის?! საქმე ის გახლავთ, რომ ჯერ კიდევ სკოლაში ისწავლებოდა ეს იგავი და სულ პატარა ვიყავი როდესაც მკითხეს - შენი აზრით შენ რომელი ხარო? ვიცოდი, რომ ნაყოფის მატარებელი არ ვიყავი, ამიტომ ბოლო - მეოთხე ადამიანთა რიგებში ვერ ჩავეწერებოდი, ამასთანავე ჩემი მოჩვენებითი თავმდაბლობა არ მაძლევდა ამის საშუალებას, ამიტომ სამიდან ყველაზე კარგი უნდა ამერჩია და რატომღაც, ეკალთა შორის დავარდნილი ავირჩიე (ვინაიდან სიტყვის მოსმენა მაგრამ არ გაგება, ანდა გაგება, მაგრამ არ დამარხვა და დაბრკოლებისას ქრისტეს უარყოფა ცუდად ჟღერა გონებაში). გავიდა დრო და ანალოგიური შეკითხვა მოძღვარმაც დამისვა და პასუხი ზუსტად იგივე იყო. შედეგი ის გახლდათ, რომ სინანული ამ პასუხისთვის ჩემს გულში არ იბადებოდა. თითქის სოფლის საზრუნავით დაბრკოლება და ამით გამართლება ნაყოფის გამოუღებლობისა, ისეთივე დანაშაული არ იყოს, როგორც სიტყვის მოსმენა და მერე ჭირსა თუ დევნაში, ანდა სხვა იდეოლოგთა გარემოში მოხვედრისას, საკუთარი სარწმუნოების დავიწყება, რაც ასე ხშირია დღეს ახალგაზრდებში. მაგრამ მაინც მე სულ ეკალ ბარდებში მოხვედრილთა წრეში ვეწერებოდი და ამის გამო სინანულსაც არ ვგრძნობდი. და ვფიქრობ, რომ ეს ის პრობლემაა რომელიც დღესაც დგას ეკლესიაში, როგორც მრევლის, ასევე სასულიერო პირების დონეზე, რომ
- შვილებისათვის ლიმონ, შვილებისათვის! და ამ შვილებისათვის, რომლისთვისაც ოდესღაც ღმერთისთვის მადლობაც გვითქვამს, მათი დალოცვისას ღმრთისაგან გაჩენილები ხართო გვიხარებია და ა.შ. ახლა შვილებზე ზრუნვისას ღმერთის დავიწყებაც გამართლებულია.
ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანისთვის ხომ სიცოცხლეა, სიცოცხლის გამგრძელებლები კიდევ ეს "შვილები" არიან, მაგრამ თუ ყველაფერი ასე "შვილებისათვის" შეიწირება, არ მესმის რა ფასი აქვს სიცოცხლეს სიცოცხლის წყაროს გარეშე დარჩენილს? რის მაქნისია ტელეფონი, თუ საჭირო აპლიკაციების გადმოწერით, დაინსტალირებით და მოხმარებით იმდენად გადატვირთავ, რომ დარეკვის დრო რომ მოვა, ის უბრალოდ დაჯდება და შენ არ გექნება დამტენი, რომ შეაერთო და დატენო, მაშინ ტელეფონიც ხომ უბრალო ჩაქუჩია. ☺
3 არა, მაგრამ 2 ნომრიანობა გამოცდილი მაქვს - არც ისე საინტერესო და სასიამოვნოა - გღლის! :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია