- ოჰ, ლაშა რამდენ ხანს უნდა გელოდოთ?
- მაპატიეთ, ნელა მოდიოდა ჩემი მძღოლი.
- კარგი, ავიდეთ დროზე.
მარშრტუკა სავსე დამიხვდა, გადმოსაწევ სკემებზეც კი ხალხი ისხდა. სადღაც შუა მარშრუტკაში ჩემთვის დარჩენილი იყო ერთადერთი ადგილი ამ ბევრი ხალხიდან ორ ადამიანს რომ კარგად ვიცნობდი იმათ გვერდით.
ავედი თუ არა უმალ თვალში მომხვდა ფანჯარასთან მჯდომი ლურჯკეპიანი ჟღალი გოგონა წითელი თმებით. გავიფიქრე - "ეს ვინ არის? მგონი არ ვიცნობ". სიმართლე გითხრათ, ასევე არ ვიცნობდი ბევრს იქ მყოფთგანს, მაგრამ ჩემი ფუმფულა გზადაგზა ყველას გამაცნობს.
ასე გავიცანი ინდი, ძალიან სიფრიფანა, ჰაეროვანი და პოზიტივით სავსე გოგონა. სიცილი, კისკისი, იუმორი, ცეკვა, გართობა, მოლხენა, სიმღერა, თამაში, ინტელექტი, სილამაზე და მშვენიერება - ერთ ადამიანს ყველაფერი თან გქონდეს იშვიათია, მაგრამ მას ჰქონდა.
ეს იყო პირველი შეხვედრა - სამეგრელოში მოგზაურობისას.
ჰო, თქვენ მას როგორც ჰერმიონას ისე იცნობთ.
მეორედაც შევხვდი - უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე. იმ დღის ემოციებს თავიდან არ მოვიგონებ, უბრალოდ გეტყვით რომ მაშინაც დადიოდა და დათრევდა დიდ ხურჯინს ბედნიერებისას და გარშემო ყველას უნდოდა თუ არა, ბედნიერების მორევში ხვევდა.
ვნახე ბანკეტზეც - უკვე მესამე შეხვედრაა, საგულდაგულოდ გამოწყობილი, მიუხედავად იმისა რომ უზომოდ ვიწრო წრეში აღინიშნა ის ბანკეტი. მაგრამ "ბანკეტი ერთხელ გვაქვს და რატომ არ უნდა გამოვიპრანჭო?"
მეოთხედ იცით სად ვნახე?! მეტროში. ვაგონის ბოლოში იდგა და მე ვაგონის მეორე ბოლოდან ის დავინახე, იდგა თავისთვის, მუსიკას უსმენდა და იღიმოდა. ძალიან დაღლილი ვიყავი, არ შევწუხებთქო და არ მივსულვარ. ჩემს ჩასვლამდე ერთი გაჩერება რჩებოდა, მან დამინახა და გამოიქცა, გადამეხვია, მომიკითხა, უცბად სიხარულით და პოზიტივით დამტენა და გამომიშვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა დიდუბიდან სამედიცინომდე გავედი და თავს ბედნიერად და მხიარულად ვგრძნობდი.
აი ასე, სულ 4 ჯერ შევხვდი ამ გოგონას და ოთხივე შეხვედრა მახსოვს წარულშელ მოგონებად.
ვიცნობდი ხალხს, რომლებთან ერთადაც წლობით ვუსმენდი ლექციებს, ვსაუბრობდი, ვკამათობდი, ზოგჯერ ერტადაც გვისეირნია, მაგრამ მეხსიერებიდან გაქრნენ, მე მათი მეხსიერებიდან ისინი კი ჩემგან, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ქრებიან, ისინი არსად არ მიდიან. ასეთებს ბედნიერება და პოზიტივი დააქვთ, ასეთები ამ საშინელი სამყაროს ნათელ წერტილს წარმოადგენენ და სამარადჟამოდ კიაფობენ!!!
ვიფიქრე დავწერთქო, ცოტა გამოვალთქო, ტირილი არ მინდოდა.
აი, ჩვენი ჰერმიონა რა მხიარული გოგონაა ამ ვიდეოში კარგად ჩანს:
თუ აქამდე არსად შეხვედრიხართ ინდის, მისი ფოტო არ გინახავთ და არ მოგისმენიათ მისი ხმა, დარწმუნებული ვარ ამ ერთი ნახვით და მოსმენით უკვე შეგიყვარდათ ის! ჰო, ამის განსაკუთრებული ნიჭი აქვს - უცბად გავსებთ დადებითი ემოციებით.
მას და სიცოცხლეს ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვართ, განგებამ მარადიული ერთობისთვის დააკავშირა ისინი!
ბევრი ემოცია მქონდა დღეს, უამრავ ფოტო მხვდებოდა თვალებში, ზოგი მაბრაზებდა, ზოგი გულს მიკლავდა, ბევრის კომენტარი და ბევრის სიტყვა მოვისმინე, ზოგი ცხოველებს იცავდა, ზოგი მოსახლეობას, ზოგი ხელისუფლებებს ლანძღავდა, ბევრი აღტკინებაც მქონდა - წავალ რამეს გავაკეთებთქო. მერე უცბად თვალში ინდის ფოტო მომხვდა. მერე სტატუსი მისი მეგობრის კედელზე.
და მერე ყველაფერმა აზრი დაკარგა და ყველაფერს არაფრისმთქმელი, უემოციო, გაბრუებული სახით ვუყურებ და ვაკეთებ. ახლა ვინც გინდათ ის ლანძღეთ და რაც გინდათ ის წერეთ, ეძებეთ დამნაშავეები, უდანაშაულოები, დაიცავით და ისაუბრეთ მაღალ ფასეულობებზე, იყავით ლიბერალები ან ფაშისტები, ყველაფერი სულ ერთია. არ შემიძლია ვთქვა თანავუგრძნობ მის ოჯახს, მის შეყვარებულს, მის მეგობრებს. ყალბი სიტყვები იქნება, რადგან ასეთ დროს მათი თანაგრძნობა თითქმის შეუძლებელია. ხშირად ემოციებს ვეძებ, ახლა კი ემოციები მახრჩობენ.
დღეს ვნატრობდი - ისე ძალიან არ დავბერდე განცდის და ტკივილის უნარი დავკარგო მეთქი (((
ისევ ისე დაიწყო დილა, როგორც თითქმის ერთი წლის წინ - 26 ივნისს (http://www.qwelly.com/photo/albums/martvili). მარშრუტკაზე დავაგვიანე, ჩემს მოლოდინში ისევ სიგარეტს ეწეოდნენ, მელოდნენ, ისევ გამიღიმეს დაგვიანებულს, ისევ ნაცნობი სახეები მაგრამ სხვა განწყობები. ისევ სავსე მარშრუტკა, მაგრამ ამავდროულად დაცლილი რადგან ამჯერად არსად იყო ლურჯკეპიანი სიფრიფანა გოგონა წითელი თმებით... და მთელი განწყობაც მას წაეღო თან. მხოლოდ ტკბილ მოგონებებად გვართობდა და გვახალისებდა მთელი გზა, გზად ბოლო გაცილებამდე.
დრო ემოციებს აყუჩებს, მაგრამ ახალ განცდებას ბადებს, ახალ რეალობას. ამ ახალ რეალობაში უკვე მესამედ შემეჩეხა. მართალია საბოლოოდ არ აღმოჩნდა, მაგრამ როგორ ჰგავდა ან როგორ ვამსგავსებდი რომ ემოციისგან კინაღამ სუნთქვა შემეკრა.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია