2012 წელი:
- მოგესალმებით, ერთი შეკითხვა მაქვს, შესაძლებელია მცხეთაში მქონდეს კავკასუსის ინტერნეტი?
ოპერატორი ბეჭდავს...
- გამარჯობათ ბატონო ლაშა, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მცხეთაში არ გვაქვს დაფარვა,უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოვა ჩვენი ინტერნეტი მცხეთაშიც.
- დიდი მადლობა, გელოდებით სულით და გულით.
- სხვა ხომ არაფერი გნებავთ?
- არა, მადლობა და ნახვამდის.
- კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ლაშა.
2014 წელი:
ოპერატორი ახლავე გიპასუხებთ:
- კაი ველოდები და მიპასუხებს იმედია დღეს.
ოპერატორი ბეჭდავს...
- მოგესალმებთ ბატონო ლაშა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მოგესალმებით. მე ვცხოვრობ მცხეთაში და აქ ისეთი ინტერნეტია თმას გიწეწავს ფასი და სიჩქარე მტრედების გადაფრენის მსგავსია. შეგიძლიათ მანუგეშოთ და მითხართ რომ კავკასუს ონლაინის ინტერნეტი მალე მცხეთასაც მოედება?
- (ოპერატორი იცინის) სამწუხაროდ არა ბატონო ლაშა, ჩვენი დაფარვის ზონაში მცხეთა არ შედის.
- მადლობა ოპერატორო, თქვენ ნამდვილი ოპერატორი ხართ!
- სხვა ხომ არაფერი გნებავთ ბატონო ლაშა?
- არაფერი ქალბატონო ოპერატორო.
- ნახვამდის ბატონო ლაშა.
- ნახვამდის ქალბატონო ოპერატორო.
ახლა ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს მცხეთელებს:
ამას ემატება აფერისტობაც. სტანდარტში რომ წერია 512/1024, ერთხელ არ მინახავს 300_ს ზემოთ ყოფილიყოს!
აქაოდა ბაზარი ჩვენიაო, რეგიონი ათვისებული გვაქვს და სხვა ვერავინ გაჭაჭანდებაო, რა ფასსაც უნდა იმას ადებენ და როგორ ინტერნეტსაც უნდა ისეთს უშვებენ, ოპერატორთან დარეკავ და გადაგყვებიან ისე გულიანად მოგემსახურებიან. ონლაინ კონსულტაცია უფრო მაგარი აქვთ - დარეკე აბონენტთა მომსახურების ნომერზეო. თუ "რემონტი" აქვთ, გაგითიშავენ ტელეფონს, ინტერნეტს, შუქს! რომ შეეძლოთ ჰაერსაც...
ახლა ისევ გუგლის იმედად ვარ. ამას წინად მოვისმინე, გუგლს გადაუწყვეტია მთელი მსოფლიო WiFi_თ გამოკვებოს. ასობით საჰაერო ბუშტის "დამაგრებას" აპირებს ატმოსფეროში საიდანაც WiFi მთელს პლანეტას მოეფინება. ისევ ისინი თუ მიშველიან თორემ ამ ფულიჭამია კომპანიების იმედზე ჩემი მტერი იყოს.
მორჩა, მეტი კომენტარის და წუწუნის სურვილიც არ მაქვს! ეს რა ჭირი გვჭირს ტო?!
Kakha ნუგეში იცი ენითგამოუთქმელი :))) დავმშივდდი პირდაპირ.
ასეთ დროს ქართული გინება არის ყველაზე დიდებული ხალხური პროდუქტი!!! :) მერე იტყვიან რათაო! "ეს რა ჭირი გვჭირს ტო?!"
მთელი გულით თანაგიგრძნობთ :)
Kakha ვითომ წყევლაზე გადავიდე? :))) აბა მე ვერც მყუარს შევუსვე მაგათ და ვერც მუმლს :))) თორემ დიდი სიამოვნებით :)
ვაა შენ სულ უკმაყოფილო როგორ უნდა იყო მცხეთით :| ხან ტრანსპორტს უჩივი, ხან ინტერნეტს. არაა შენ მცხეთისთვის არა ხარ დაბადებული :P :D
Keti ან უბრალოდ კარგი მცხეთისთვის :)) აბა როგორ არ ვუჩვლო დღეს 30 წუთი დავაგვიანე ლექციაზე დალოცვილი ტრანსპორტის გამო, ინტერნეტი რომ არ ვარგა ეს ყველამ იცის... მაცადე, კიდევ მოივა თავში იდეები :)))) მე შენ გეტყვი მომაკლებს მცხეთა "სალანზღავს"! :)))
ლაშაა სანამ დროა წადი მცხეთიდან წადიიიი !! თორემ წაგიყვანენ მერე თეთრ პერანგში გახვეულს :D :D
გავოცდი თვალები გამიპართოვდა :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია