2012 წელი:
- მოგესალმებით, ერთი შეკითხვა მაქვს, შესაძლებელია მცხეთაში მქონდეს კავკასუსის ინტერნეტი?
ოპერატორი ბეჭდავს...
- გამარჯობათ ბატონო ლაშა, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მცხეთაში არ გვაქვს დაფარვა,უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოვა ჩვენი ინტერნეტი მცხეთაშიც.
- დიდი მადლობა, გელოდებით სულით და გულით.
- სხვა ხომ არაფერი გნებავთ?
- არა, მადლობა და ნახვამდის.
- კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ლაშა.
2014 წელი:
ოპერატორი ახლავე გიპასუხებთ:
- კაი ველოდები და მიპასუხებს იმედია დღეს.
ოპერატორი ბეჭდავს...
- მოგესალმებთ ბატონო ლაშა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მოგესალმებით. მე ვცხოვრობ მცხეთაში და აქ ისეთი ინტერნეტია თმას გიწეწავს ფასი და სიჩქარე მტრედების გადაფრენის მსგავსია. შეგიძლიათ მანუგეშოთ და მითხართ რომ კავკასუს ონლაინის ინტერნეტი მალე მცხეთასაც მოედება?
- (ოპერატორი იცინის) სამწუხაროდ არა ბატონო ლაშა, ჩვენი დაფარვის ზონაში მცხეთა არ შედის.
- მადლობა ოპერატორო, თქვენ ნამდვილი ოპერატორი ხართ!
- სხვა ხომ არაფერი გნებავთ ბატონო ლაშა?
- არაფერი ქალბატონო ოპერატორო.
- ნახვამდის ბატონო ლაშა.
- ნახვამდის ქალბატონო ოპერატორო.
ახლა ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს მცხეთელებს:
ამას ემატება აფერისტობაც. სტანდარტში რომ წერია 512/1024, ერთხელ არ მინახავს 300_ს ზემოთ ყოფილიყოს!
აქაოდა ბაზარი ჩვენიაო, რეგიონი ათვისებული გვაქვს და სხვა ვერავინ გაჭაჭანდებაო, რა ფასსაც უნდა იმას ადებენ და როგორ ინტერნეტსაც უნდა ისეთს უშვებენ, ოპერატორთან დარეკავ და გადაგყვებიან ისე გულიანად მოგემსახურებიან. ონლაინ კონსულტაცია უფრო მაგარი აქვთ - დარეკე აბონენტთა მომსახურების ნომერზეო. თუ "რემონტი" აქვთ, გაგითიშავენ ტელეფონს, ინტერნეტს, შუქს! რომ შეეძლოთ ჰაერსაც...
ახლა ისევ გუგლის იმედად ვარ. ამას წინად მოვისმინე, გუგლს გადაუწყვეტია მთელი მსოფლიო WiFi_თ გამოკვებოს. ასობით საჰაერო ბუშტის "დამაგრებას" აპირებს ატმოსფეროში საიდანაც WiFi მთელს პლანეტას მოეფინება. ისევ ისინი თუ მიშველიან თორემ ამ ფულიჭამია კომპანიების იმედზე ჩემი მტერი იყოს.
მორჩა, მეტი კომენტარის და წუწუნის სურვილიც არ მაქვს! ეს რა ჭირი გვჭირს ტო?!
არაა რა მხარზე გადებულს , მასეც არ გამიმეტებიხარ :D :D მეორე ვარიანტი ვიგულისხმე :P :D
2018 წელი - კავკასუსი მაგთიმ იყიდა, მცხეთაში ისევ არ არის ოპტიკური ინტერნეტი.
2018 წლის 9 ივნისი ამ პოსტის დასასრულად სამართლიანად შეიძლება დასახელდეს. დიახ, ახლა უკვე მაგთისგან შესყიდულმა კავკასუსმა მოიღო მოწყალება მცხეთელებზეც და ეს კომენტარი, სწორედ მისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის საშუალებით დაკავშირებულ გლობალურ ქსელში იწერება. ))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია