"ბედნიერება მხოლოდ ურთიერთობასა და თანაზიარებაში მიიღწევა! "
ეს არის ფილმი ადამიანის ხელახალი დაბადებისა.
ხელახალი დაბადება იმისთვის, რომ უარი თქვას ყოველივე იმაზე, რაც მას წინა სამყაროში ჰქონდა, რასაც გარშემომყოფებში და თავად მშობლებშიც ხედავდა: სიცრუე, პირფერობა, მოჩვენებითი ბედნიერება.
უარი თქვას იმისთვის, რომ თავისუფლებასა და მარტოობაში მოიპოვოს ბედნიერება.
ეს არის ფილმი ადამიანის შესახებ, რომელიც მეორედ დაბადებაში იმეცნებს და იაზრებს ცხოვრების ნამდვილ არსს. „არ არსებობს ბედნიერება მარტოობასა და თავისუფლებაში“ - ასეთია კრისის(მთავარი მოქმედი გმირი) აზრი ამ საკითხზე. ამას კი კრისი მხოლოდ იმ გზის ბოლოს ხვდება, რომელიც მან ამაყად და ჯიუტად განვლო საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, იმ ადამიანებისგან შორს, ვისთანაც შეეძლო საკუთარი ბედნიერების გაზიარება და ამ გაზიარებით საკუთარი ბედნიერების მოპოვება.
ეს არის ფილმი ადამიანის შესახებ, რომელსაც ეგონა, რომ შეეძლო ბედნიერების მოპოვება ველურ პირობებში სრულ მარტოობასა და თავისუფლებაში...
ვისაც გგონიათ რომ ბედნიერება ყველგანაა, თვით მარტოობაშიც.... ნახეთ და მიხვდებით, რომ ბედნიერება აქ არის, იმ სამყაროში, სადაც სიცოცხლე დუღს, სადაც ტყუილიც და მოჩვენებითიც ბევრია, თუმცა ბევრი რამ არის ჭეშმარიტი და რეალური.
კრისის გაქცევა გარკვეულწილად ეგოისტური საქციელიცაა, რადგან ამ ნაბიჯით ის მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე ფიქრობს. ის ხომ უარს ამბობს თავის ახლობლებზე და დიდ ტკივილს აყენებს მათ. კრისი მამაცი და მხდალიც არის ერთდროულად. მას სწყურია თავისუფლება და მარტოობა, სწყურია გამოსცადოს საკუთარი თავი, მაგრამ ის გარბის რეალური სამყაროდან. თუმცა ბოლოს ყველაფერი ცხადი ხდება მისთვის...
the end - აღსასრულის წინ დაწერილი მისი სიტყვები - "heppiness only real when shared"....
განათებული ცა, უკანასკნელი ცრემლი და ღიმილი, რომელიც მშობლების დანახვამ მოჰგვარა...
su esaa shefaseba ? -- alabT 2 wutiani filmia ? ((
ნამდვილად კარგი ფილმია, შეფასება შეიძლება არ ბრწყინავს (თუ არის ეს შეფასება :) მაგრამ არც ისე პატარაა : ))
ბალუკ :* „არ არსებობს ბედნიერება მარტოობასა და თავისუფლებაში“ - ასეთია კრისის(მთავარი მოქმედი გმირი) აზრი ამ საკითხზე. ამაში ვერ გეთანხმები, მთლად მასეც არ უთქვამს :დდ "heppiness only real when shared" სადავო ფრაზაა მგონი:) მაგრამ ძალიანძალიან კარგი ფილმია და ჩემ საყვარელ ფრაზასაც მივაწერ ბარემ : "rather than love, than money, than fame, give me truth" :) თოროს უნდა გავეცნო^^ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე :დ
ლიკუნა, ცოტა ინტერპრეტაცია კი გამოვიდა ჩემებური თითქოს, მაგრამ ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ვიღაცას უზიარებ, მე რომ ასე მესმის ალბათ მაგიტო... :)
p.s. ლიკუნა მომენატრე:*
მახსოვს ჩვენ ერთხელ ვილაპარაკეთ ამ ფილმზე :)))) თუ ვიპოვე თოროს წიგნი მერე ეგეც განვიხილოთ :დდ მეც მომენატრე ბალუკ:* :*
ალექსანდრე სუპერ მაწანწალა )))
ინო, შენი სურათიც როგორ შეეფერება ამ პოსტს :))))))
ჰო ლიკა ))))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია