პროტესტი განათლებაში, ციანიდის ინტრიგები, მცოცავი ოკუპაციის შეფასებები, უბაგრატო იუნესკო და შეუთანხმებელი კანონები

      ამინდი ისედაც ყველას ფანჯრებში ჩანს, სქელი ღრუბელი ახურავს ქალაქს და ასეც გაგრძელდება მინიმუმ დღის ბოლომდეო, ჩვენ კი ბოლო დღეების შესვენებიბდან დაბრუნებულებმა, სჯობს პირდაპირ საქმიანი ქველინიუსებით დავიწყოთ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /11 ივლისი, 2017/

      რამდენიმე კვირის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან, სადაც აქციის მონაწილენი აპროტესტებდნენ სკოლებში ორი საგნის სწავლებას - ესენია „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“. განათლების სამინისტრომ - სასკოლო საგნებში ”მე და საზოგადოება” და ”ჩემი საქართველო” ლგბტ თემთან ან სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი.

      მას შემდეგ რაც, სომხეთთან საზღვრის მოწესრიგების ამბებმა ინტერნეტში გამოაღწია, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა.

      ციანიდის საქმე ისეთი ინტრიგებით იხლართება, შერლოკი ან პუარო ფეხს მოიტეხავდნენ. შესაძლებელია ამის მიზეზია ის იდუმალება, რომელიც ამ დახურული სასამართლოებზე იმზირება - ე.წ. ციანიდის საქმეზე არჩილ გამზარდია, დეკანოზ გიორგი მამალაძის მძღოლი და სამართალდამცველები დაიკითხებიან. დეკანოზი გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას მოითხოვს. არჩილ გამზარდია - მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი ამ პროცესის დეტალია. ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი სოსო ნადარეიშვილი დაიკითხა.

      მაშინ როდესაც სადაცაა ავტობანს გადაგვიკეტავენ, ეს განცხადება სრულიად ალოგიკურია - ვიქტორ დოლიძე - ვრწმუნდები, რომ ჩვენი ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს დეოკუპაციასთან, რუსეთთან და ინტეგრაციულ საკითხებთან მიმართებაში. მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად, მთავრობის ადმინისტრაციიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე, სიმბოლურად, 400-მეტრიანი თოკი გააბეს. ქეთევან ციხელაშვილი - ეს არის არა მცოცავი, არამედ ძალიან ღია და დინამიური ოკუპაციის პროცესი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს. ქეთევან ციხელაშვილი - ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარისათვის მთავარი ბანერებისა და უკანონო ფორტიფიკაციების საკითხი იქნება. ირაკლი კობახიძე - როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. პრემიერი - არც ერთი წუთი არ გაგვიტარებია ისე, რომ ოკუპაცია პირველი საკითხი არ ყოფილიყო. აბაშიძე - ბანერების აღმართვით სურთ გვაიძულონ, ოსეთთან საზღვრის დემარკაციაზე საუბარი დავიწყოთ

      ოპოზიციური ნიუსებიდან - “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომელიც საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. გიორგი ვაშაძე - "ქართველთა მარში" რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია, ვთხოვ საქართველოს მოქალაქეებს, ნუ წამოეგებიან ამ პროვოკაციას. თინა ბოკუჩავა - ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებებისთვის ვითომ გამოწვდილი ხელი არის ფარსი და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების მცდელობა.

      უმრავლესობაც გამოვამზეუროთ - ალექსანდრე ქანთარია - „პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა - ალბათ, ნახავენ მოსკოვს, დაათვალიერებენ და ჩამოვლენ. ისევ ქანთარია - თბილისის მერობის კანდიდატებს კახა კალაძესთან გამარჯვების შანსი არ აქვთ და დროს ტყუილად კარგავენ.

      მგონი ეს კაცი ისევ კონსტიტუციაზე საუბრობს. საინტერესოა, ისტორიაში როგორ შევა, კონსტიტუციონალისტი თუ ანტიკონსტიტუციონალისტი? - ირაკლი კობახიძე - ვერ გეტყვით, რა იქნება კომპრომისი - ჩვენ ველოდებით წინადადებებს ოპოზიციის მხრიდან. ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ისევ თავმჯდომარე - პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია, თუმცა კონსენსუსის შემთხვევაში, არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ცვლილებები აისახოს. მთლად სუფთა ფურცლიდან არა, მაგრამ კვირიკაშვილიც ამასვე ამბობდა - პრემიერი - მზად ვართ, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩავერთოთ. ნაცვლიშვილი - კანონმდებლობით შესაძლებელია, კონსტიტუციის პროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტში ფუნდამენტური საკითხები უნდა გადაიხედოს.

      ეკოლოგიური პრობლემები დიდი ხანია გვაწუხებს და ხეების დაცვის არათუ თითოოროლა სამურაები, არამედ ლეგიონები გვყავს უკვე, მაგრამ უკანონო სახერხი საამქროები და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების თემას ამ ბლოკშივე შევეხები - ჭავჭავაძის გამზირზე სტომატოლოგიური კლინიკა გაქურდეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

      ელექტრომობილების ერა უნდა დადგეს და მერე უკვე შეიძლება ბრიუს უილისიც ვაფრინოთ თბილისის ქუჩებში (მთავარია მილა დაეცეს) - აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა.

      ხმაურია ფოთშიც, სადაც ფოთის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაზარალებულ მოვაჭრეებს ხვდებიან. როგორც იცით, ხანძარმა ფოთის სავაჭრო ცენტრში – 500 კვ.მ. ფართობი გაანადგურა. ფოთის სავაჭრო ცენტრის მეპატრონე დაზარალებულებს - თუ რამე ამინაზღაურდება, ყველას გაგინაწილებთ. ფოთში ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეები დაკითხეს. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დამწვარი ბაზრობების გამო პასუხისმგებლობას საქართველოს მთავარ პროკურორს აკისრებს.

      თურქეთის მოთხოვნით დაპატიმრებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც არის ნიუსები - მისი ოჯახის წევრები, დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით, ხვალ პროკურატურაში შეხვედრას გამართავენ.

      ეს რაღაც ახალია - ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურა რუსეთს მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას სთხოვს.

      საკადასტრო რუკაზე ვენახებიც იქნება?! - ახმეტაში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო.

      უინესკომ ბაგრატი აღარ საჭიროებს ჩვენს სიაში ყოფნასო და ამოიღო, მაგრამ გიორგაძე ამბობს, რომ იუნესკოს ახალ ნომინაციას წარვუდგენთ, რომლის ნაწილი იქნება ბაგრატიც.

      ცალკე ბლოკი უნდა მოვიფიქრო, გამორჩეული ფრაზებისთვის - ბიძინა ივანიშვილი ჩანს თავისი საქმეებით ყოველთვის, მაშინაც კი, როცა არ ჩანს © სოზარ სუბარი!

საზღვარგარეთულები:

      დონალდ ტრამპი - „ისლამური სახელმწიფოს“ დღეები ერაყსა და სირიაში დათვლილია.

      არ ვიცი ტრამპი რეალურად რას ითვლიდა, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ორგანიზაციის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურეს.

      ხანძარმრავლობაა მსოფლიოში, ჯერ იყო და ლონდონის ცენტრში დაიწვა ჰიპერმარკეტი, ახლა ამერიკა კალიფორნიაში იბრძვის მის წინააღმდეგ - კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს მეოთხე დღეა 1,200-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ესტაფეტა გადაეცა კანადასაც - კანადის პროვინციაში გაჩენილი ხანძრის გამო, 14 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

      სტამბოლის პროკურატურამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე 105 პირზე დაკავების ორდერი გასცა.

      სომხური ცენზურა კინემატოგრაფიაში - კინოფესტივალი არ აჩვენებს ფილმებს ლგბტ თემაზე.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 273

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

George: ივლისი 11, 2017||10:47pm

სოზარის გამონათქვამი სარწმუნოების ნიშნებს შეიცავს

ლაშა: ივლისი 11, 2017||10:56pm

არ უხილავს და სწამს? )) 

Giorgi: ივლისი 11, 2017||11:04pm

#qwellynews: ვიდრე რუსეთი თბილისშიც მოვაო, ჩვენ ვეწვიოთო და პატრიოტთა ალიანსი მოსკოვს გაემგზავრა. შეფასებები - ირაკლი კობახიძე - ჩვენ თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს.

კონსტიტუციაზეც გრძელდება საუბრები - ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული მანდატების შემცირების პერსპეტივა ძალიან მცირეა. ეკა მიშველაძე - მოლაპარაკება უნდა დაიწყოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი. „ნაციონალურ მოძრაობას” საკონსტიტუციო კომისიისადმი სამი ძირითადი შეთავაზება აქვს. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ოთხი თვის განმავლობაში უარს ამბობდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა შეუძლებელია. ლევან ალაფიშვილი - „პროცედურულ-სამართლებრივ შესაძლებლობაზე“ საუბარი სხვა არაფერია, თუ არა იმის თქმა, რომ შესაძლოა, მეორე მოსმენით გასული კანონპროექტი პირველ მოსმენაზე დაბრუნდეს. გიორგი ტუღუში - ”ქართულმა ოცნებამ ”გვითხრას, რას დათმობენ, ამის შემდეგ ოპოზიცია იმსჯელებს, ღირს თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. დავით ბაქრაძე - ხელისუფლება გვეთამაშება გაუგებარ დამალობანას - ოპოზიციის მოთხოვნა მარტივია - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შემდეგი არჩევნებიდან.

დღის მსხვილი თემა - საწამლავი საპატრიარქოს კარზე - პროკურორი - მოწმის ჩვენებით, ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო როგორც შპს-ს მამაო. ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - გიორგი მამალაძემ გაიგო, რომ გველის შხამის შეძენას ნებართვა და სახელმწიფო კონტროლის გავლა სჭირდებოდა და აღარ შეიძინა. ადვოკატი - არ არსებობს ოფიციალური სტატუსი „შპს-ს მამაო“, ეს იყო ხელფასი, რომელსაც მამა გიორგის ქველმოქმედების სახით აძლევდნენ. ადვოკატი - ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ დასტურდება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია.

სხვა ამბავიც საპატრიარქოდან: ილია მეორე დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა.

ეს საზოგადოების აღზრდას კი არ ცდილობს, არამედ თავში ქვა გიხლიათო - ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, რა თქმა უნდა, სასწავლო პროგრამაში არ უნდა მოხვდეს.

ასოცირება უკრაინასაც - ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულება დამტკიცდა.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Qwelly World

free counters