პეტრე-პავლობა, ფინანსური აყვავება, დამოუკიდებელი მერი, სააკაშვილის რჩევა-მოგონებები და ტვიტერელი ტრამპი

      დღევანდელი #qwellynews იწყება იმით, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა, ხვალ კი სვეტიცხოვლობას მცხეთაში წირავს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /12 ივლისი, 2017/

      დღის სხვა სიახლეებზე გადავიდეთ და ისევ საპატრიარქოს გარშემო - პროკურორი - გიორგი მამალაძემ ბარგის ჩხრეკისას სცადა შეუმჩნევლად გადაედო გვერდზე ის ნივთი, სადაც ნატრიუმის ციანიდს მალავდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესი უნდა გაიხსნას.

      შემდეგი აქტიური ამბავი ფინანასთა მინისტრს უკავშირდება, მან რამდენიმე საკითხზე გააკეთა დღეს კომენტარი - დიმიტრი ქუმსიშვილი - გვინდა, რაც შეიძლება დაბალი განაკვეთები იყოს კომერციული ბანკებისგან და ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ყოველდღიური საფიქრალია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული და იღებდეს ხელფასს. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი პირველი საზრუნავი არის ჩვენი ახალგაზრდობა და ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშზე. დიმიტრი ქუმსიშვილი - გაზრდილია ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტურიზმის, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით.

      როგორც გუშინდელიდან გახსოვთ, პატრიოტთა ალიანსელები მოსკოვში გაემართნენ. ადა მარშანია დუმაში დიალოგის ახალი ფორმატის - „საქართველო-რუსეთი-ნატოს“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

      კონსტიტუციის საკითხებზეც გაკეთდა რამდენიმე კომენტარი - მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია კვლავ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე საერთო მესიჯითბოქსით განაგრძობს მანიპულირებას. რომან გოცირიძე - აბსურდულია წინადადება, რომ მმართველმა გუნდმა ჯერ არსებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს და შემდეგ ახალი პროექტის ინიცირება განახორციელოს. გიორგი ვაშაძე - თუ „ქართული ოცნება“ ამბობს კონსტიტუცია თავზე უნდა გადაგახიოთ, პიკეტირების მეთოდი არსებობს, - პარლამენტის დარბაზს სამი შესასვლელი აქვს. ნიკა რურუა - ქართველი ხალხის უფლებების წართმევას ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, გამორიცხულია. კახა კუკავა - დიალოგისთვის საჭიროა ორივე მხრიდან დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. მამუკა კაციტაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - კომპრომისი რომ დაფიქსირდეს, ამას შეხვედრა სჭირდება, საფოსტო მტრედებით კომუნიკაციის შექმნა ცოტა უხერხულია. ნიკა მაჭუტაძე - ღალატად მივიჩნევთ უმნიშვნელო დათმობების სანაცვლოდ კონსტიტუციაზე დათანხმებას.

      მერობისთვის კიდევ ერთი კადიდატი უკვე ოფიციალურად შეუერთდა საბრძოლო მარათონს - ალექსანდრე ელისაშვილი - მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები. ალექსანდრე ელისაშვილი - ოქროს მთებს არ გპირდებით, მაგრამ მე ჩემს თავს, ჩემი ცხოვრების წესს არ ვუღალატებ. ალექსანდრე ელისაშვილი - ჩემი გუნდის წევრები არიან კვალიფიციური და სინდისიერი ურბანისტები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები, საგზაო ინჟინრები, ტრანსპორტის სპეციალისტები. ალექსანდრე ელისაშვილი - მე ხელისუფლებაზე გამარჯვების გამოცდილება მაქვს. ალექსანდრე ელისაშვილი - არ ვაპირებ "პატაკი" ვაბარო სოლოლაკის სასახლეს ან კიევში „დეპეშები“ ვაგზავნო. ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის მერია გახრწნილია კორუფციით.

      რაც შეეხება სხვა ოპოზიციებს - ნინო ბურჯანაძე - არასაპარლამენტო ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი

      რუსეთის შემოსვლები არ წყდება - მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდევრულ შთანთქმას ახორციელებს. კახა ქემოკლიძე - უკანონო პროცესი ამჯერად არ არის დაფიქსირებული ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ის მიუყვება ე.წ. ძველ საოკუპაციო ხაზს. დავით რაქვიაშვილი - რაც მე ვნახე, ეს არის მორიგი აგრესიული ქმედება და საქართველოს სჭირდება კონსოლიდირება. იანოშ ჰერმანი - ბორდერიზაციის პროცესი ფერმერების თავისუფალ გადაადგილებას აბრკოლებს. დავით დონდუამ დიპლომატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა. The Independent რუსეთის მიერ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს ეხმაურება. მიხეილ ჯანელიძე - ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსების მიზანს. ქეთევან ციხელაშვილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს. ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალის რეგიონში მცხოვრები გაცილებით ბევრი ადამიანი ზარალდება მავთულხლართებით და შეზუდვებით. ნინო ბურჯანაძე - რამდენით უნდა გადმოწიონ კიდევ საზღვარი, რომ გონს მოვიდეს ხელისუფლება?

      უკრაინაში გაგუბერნატორებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი - მთავრობას და ხელისუფლებას საქართველოს პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან არ მიაქვს. მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს.

      მის გამოსვლებს ვიღაცამ ხომ უნდა უპასუხოს - ირაკლი ბერაია სააკაშვილს - დღევანდელი ლიდერები კი არ არიან კაპიტულანტები, თქვენ ხართ კაპიტულანტების ლიდერი. დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილმა თავად აღიარა, რომ მაჟორიტარული სისტემა ხალხის მოთხოვნაა. მამუკა მდინარაძე - რაც უფრო ხშირად გამოჩნდება სააკაშვილი, მით უფრო ხშირად გაგვახსენდება, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის ლიდერი. თამარ ჩუგოშვილი სააკაშვილზე - უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო. ლევან კობერიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყნის სამწუხარო წარსულის გზააბნეული აჩრდილი.

      მასე შემდეგ რაც, ენერგეტიკაში მომხდარი რევოლუციიდან მერის პოზიციის დასაკავებლად წავიდა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა. ილია ელოშვილი - ყველა ჩვენი ნაბიჯი გადადგმული იქნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ. ილია ელოშვილი - ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფები. ილია ელოშვილი - „ინტერ რაოს“ და „ყაზტრანსგაზის“ მოთხოვნები აღემატება იმას, რაც რეალურად გონივრული და სამართლიანია.

      პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო შტაბის უფროსობასაც შეითავსებს - „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

      დაკავებებიც - ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს და მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

      გუშინ დავწერეთ, რომ ბაგრატი ამოიღეს უინესკოს სიიდან, მაგრამ მთავრობა გვპირდებოდა დავაბრუნებთ ახალი სტანდარტებითო. დღეს, თლათ უფროსმა - გიორგი კვირიკაშვილი - ბარგატის ტაძარს ვერ დავაბრუნებთ ნუსხაში, მაგრამ შევეცდებით, UNESCO-ს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ.

      მუხთარლის საქმე - აფგან მუხთარლის ადვოკატი და მეუღლე საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერების ასლების გადაცემას ითხოვენ. ლეილა მუსტაფაევა - საჭირო არ არის გატაცების სცენის დადგმა, ჩვენ უბრალოდ გვინდა შეამოწმონ. არჩილ ჩოფიკაშვილი - უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ვიდეოკამერები, რომლებზეც შესაძლოა იყოს მუხთარლის გამტაცებლების გადაადგილება, არც ერთი არ მუშაობდა. აფგან მუხთარლის მეუღლე - დღეს რა მასალებსაც გავეცანი, ვერ ვხედავ რეალური გამოძიების ჩატარების ნიშნებს.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკა ირანთან - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი- გრძელვადიან პერსპექტივაში ირანი ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. სიტყვის თავისუფლების ჯგუფმა დონალდ ტრამპს „ტვიტერზე“ მომხმარებლების დაბლოკვის გამო სასამართლოში უჩივლა.

      თურქეთში სპეცოპერაციისას „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ტერორისტი გაანადგურეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენთვის სანუგეშო იქნება, თუ ევროკავშირი გულწრფელად იტყვის, რომ მას არ შეუძლია თურქეთის ევროკავშირში მიღება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 203

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters