უკვე წამოზრდილებო... გაიხსენეთ რამდენჯერ გაგღიმებიათ არცთუისეუფროსებისგან ნათქვამ სიტყვებზე - როგორ გაზრდილხარ, რამხელა ხარ ბიჭო, როგორ დაქალებულხარ გოგო და ა.შ.
მაგრამ გუშინ ისე მოხდა რომ ყველა ეს ფრაზა ენის წვერზე მედგა, მაგრამ წარმოთქმას ვერ ვახერხებდი...
დავდიოდი სახლში გაოცებული - ესენი ისინი არ არიან, ყველას ერთად რომ ვეჭიდავებოდი, ვაბურთავებდი, ვეთამაშებოდი? ვატყუებდი, როგორც მინდოდა და რასაც მინდოდა?!
გუშინ კი ჩემს წინ იდგნენ ნამდვილი ქალები და კაცები; პატარები ასაკით, მაგრამ არც სიმაღლე, არც სიტყვა-პასუხი, არც კაცობა და არც ქალობა სხვა ნაკლები არ ჰქონდათ. მაგრამ ერთი რამ არ წაშლილა მათი თვალებიდან და ღმერთმა არასოდეს წაშალოს - ბავშვური ანცობა, სისპეტაკე, სიცქრიალე, სიწმინდე... ალბათ ადრე ვეჩხუბებოდი, მაგრამ გუშინ მშვიდად ვიჯექი და ვტკბებოდი ჩემს ლოგინს, რომ თელავდნენ და ატატამებდნენ ერთი დიდი და მეორე გამხდარი ყმაწვილი...
ვიცი, გულიანად დამცინებ მკითხველო - ნუ დაიწყე ახლა ბებერივით ლაპარაკიო, მაგრამ ბებერივით კი არა - გაოცებისაგან ყბადაღებული ვწერ ამ ყველაფერს.
ზოგიერთი ამათგანი წლებია არ მინახავს, მახსოვს სოფელში აივნებზე მათი სირბილი და გაუგონრობისგან დასჯილების ტირილი, მახსოვს საწოლზე კოტრიალი, როგორ ვუყვებოდი ფილმებს და მეასე მოყოლის მერეც უაზროდ ხარხარებდნენ, მახსოვს როგორ მემტერებოდნენ როცა გაწიწმატდებოდნენ - ვერ მერეოდნენ და ბრაზდებოდნენ ამაზე, გუშინ კი შემეშინდა და ვფრთხილობდი რომელიმესთვის რამე ზედმეტი არ მეთქვა... მეხვეოდნენ და მკოცნიდნენ - ვეხვეოდი და ვკოცნიდი და მაინც არ მყოფნიდა... მაინც არ მეჯერა, რომ გიგიტუნა, კუჭკჭი, ნინიკელა, ნინჩო, ჯული ასე მალე გაიზარდნენ და ახლა რომ რომელიმეს ასე დავუძახო, არც გამაგონებენ...
ძალიან საყვარლები და ძალიან დიდები... ჩემი თბილები და გემრიელი ბოვშუნიები...
მახსოვს როგორ იძახდა ხოლმე ბიცოლაჩემი და მეც ასე დავუძახებ:
♥♥♥ ლამაზუნიკოებოოო!!! ♥♥♥
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am
0 კომენტარი
0 მოწონება
Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია