დღეს პოლიტიკოსები ძალიან ბევრს საუბრობდნენ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობაზე და მის უკან ჯერ კადიროვის, ხოლო კადიროვის უკან პუტინის ხელზე. დღის მეინსტრიმი თითქმის სრულად ამ ფაქტმა მოიცვა. იყო ამბები მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც მაჟორტარების გადალაგება-გადმოლაგება მიმიდინარეობს, ასევე კონსტიტუციის ცვლილებასა და რურუას იარაღიან საქმეზე. დოლარი სამიან ნიშნულს ასცდა და თბილისის ხანძრებზეც ისმის ამბები.
გამეგობრებული კორონა - საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა. 9 ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, 6 საკარანტინო სივრციდანაა, 1-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. უწყებათაშორისმა საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამირან გამყრელიძე - პნევმონიის დროს პრეპარატ „დექსამეტაზონის“ გამოყენება მედიცინაში არახალი ხილია - ეს სიახლე არ გამკვირვებია. შეზლონგი ყოველი გამოყენების შემდეგ სველი წესით უნდა იწმინდებოდეს - თუ კოვიდიანმა პირმა დააცემინა, წვეთი დიდხანს რჩება პლასტმასის ზედაპირზე. თენგიზ ცერცვაძე - კოვიდიან პაციენტებში "დექსამეტაზონის" გამოყენება იაფი, ალტერნატიული გამოსავალია, თუმცა არსებობს უკეთესი, მაგრამ ძვირი პრეპარატები.
შორი კავშირები - გიორგი გახარიასა და აშშ-ის სენატორ დევიდ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი გახარია - საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, ვაფასებთ კონგრესის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნათია თურნავა - მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებისთვის.
სამასწავლებლო სახლი - დიმიტრი შაშკინი - მასწავლებლის სახლი, რომელიც მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლადაა შექმნილი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცემა.
ბანკების საქმე - გიორგი ვაშაძე - მივმართავ პრემიერსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნუ იმალებით - მივმართავ საბანკო სექტორს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სესხებზე პროცენტების დაწევა მოგიწიოთ. დავით ჭიჭინაძე - ბანკები ისევ ძარცვავენ ადამიანებს, აწერენ ჯარიმებს, არიცხავენ პროცენტებს და ისევ არ ითვალისწინებენ პრემიერ გახარიას განცხადებებს.
კადიროვის ტერორიზმი, მუქარა და შეუსრულებლი მისია - გიგი წერეთელი - ის მოვლენა, რაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაქირავებულ ადამიანს ეხებოდა, მეტყველებს იმაზე, რომ ტერორიზმის საფრთხე მაღალია. სულხან სალაძე - გვახსოვს, ხელისუფლების ყველა შტომ გიორგი გაბუნიას მიერ განცხადების გაკეთებიდან 1 საათში როგორ დაგმო ეს, რატომღაც იმავე აღტკინებას ახლა ვერ ვხედავთ. ირაკლი კობახიძე - სუს-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული და ხელისუფლების თითოეული სტრუქტურა ასე გააგრძელებს მუშაობას. საქართველოს ევროატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები - ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს. რომან გოცირიძე - კადიროვის განცხადება ტერორისტის განცხადებაა - საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ეცნობოს და სერიოზული რეაქცია უნდა მიეცეს. ნუგზარ წიკლაური - როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ჟურნალისტი ხდება ქილერების სამიზნე და პირს აკავებენ სრულიად სხვა ბრალით, საზოგადოებაში აღშფოთების განცდა ჩნდება. გია ვოლსკი შეკითხვაზე: რატომ არ ახსენებს გაბუნიას საკითხზე ხელისუფლება რუსეთს - რას ნიშნავს არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს. კახა კალაძის განცხადებით, სუს-მა ქვეყანაში სავარაუდო მძიმე დანაშაული აღკვეთა, რისთვისაც უწყების თანამშრომლებს მადლობას უხდის. გიგი უგულავა - კადიროვის განცხადება არის მუქარის დადასტურება. ლანა გალდავა - საქართველოს უახლოეს ისტორიაში არასდროს ჰყოლია მსგავსი უთავმოყვარეო ხელისუფლება, რომელიც თუნდაც განცხადების დონეზე ვერ იცავს თანამოქალაქეებს. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. კადიროვი - გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას. მამუკა მდინარაძე კადიროვის განცხადებაზე - საფრთხეებთან და აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ. დიმიტრი პესკოვი - ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას, აბსურდია. სალომე ზურაბიშვილი - კადიროვის განცხადებებზე არ გავაკეთებ კომენტარებს - მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება რა მოხდა. ჩეჩენი ბლოგერი გაბუნიას საქმეზე - პუტინის სანქციის გარეშე, ამას ვერავინ გაბედავდა. დავით ზურაბიშვილი - პუტინი კი არა, კადიროვი არ გავაღიზიანოთო, ლამის ამ დონეზეა ხელისუფლება დაშვებული. ივანიშვილმა გასცა ბრძანება, რომ ეს ამბავი ნაციონალურ მოძრაობას უნდა შეეტენოს.
იარაღიანი რურუა - ადვოკატი - იმ ადგილზე, სადაც უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა და მომიტინგეებს აკავებდნენ, აბსურდია, რომ რურუა ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებულიყო. ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი რურუას არარეგისტრირებული იარაღი არაფერში სჭირდებოდა, ვერავინ დამაჯერებს, რომ ქამარში იარაღგარჭობილი ადამიანი შეშის ზიდვას დაიწყებს. გიორგი რურუას საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს „დაკითხული პოლიტიკოსების ჩვენებები არაფრისმომცემია“. გიგი უგულავა - ხელისუფლებამ პირობა დადო და ამას შესრულება სჭირდება, მითუმეტეს, როცა საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი და არავის ეპარება ეჭვი, რომ გიორგი რურუას საქმეში იარაღი ჩადებულია.
მაჟორიტარების ჭადრაკი - დავით ჭიჭინაძე - ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე. გია ვოლსკი - წერტილი უნდა დავუსვათ ამ თემაზე სპეკულაციას, ოქტომბერში ტარდება არჩევნები. მამუკა მდინარაძე - უდიდესი ალბათობით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შევძლებთ, რადგან ჩვენ გარდა, არაერთ დეპუტატს აქვს გაცხადებული, რომ მხარს დაუჭერს. გიგა ბოკერია - საოცარი დღეა, უკვე მეორე რამეში უნდა დავეთანხმო ბატონ გახარიას - შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლანდელი. დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ლელომ“ რამდენიმე ოლქში, ოპოზიციის სასარგებლოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს. გიგა ბოკერია - პრეზიდენტის, პრემიერის, მათი გუნდის განცხადებები ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ თითის გაშვერა იყო, არც ერთ მათგანს პუტინის რეჟიმი არ უხსენებია. ფორმულას ინფორმაციით, ხოშტარია ვაკეში, შავგულიძე კი მთაწმინდაზე იყრის კენჭს. გიორგი ვაშაძე - ძალიან საინტერესო ფორმულა მოვიფიქრეთ, როგორ ვაპირებთ თბილისის მაჟორიტარების კუთხით მოქმედებას.
რა ხდება თბილისში - „მზიურიდან“ ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება. კახა კალაძე - სადაზღვევომ მზაობა გამოხატა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდეს დანაკარგი - ჩვენც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით. ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრები დამონტაჟდება. გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ძირითადი სამუშაოები დასრულდა - ვაკის პარკამდე მონაკვეთში კი ბოლო ფენის დაგება-მოასფალტება დაიწყო. ილია ელოშვილი - მერია ვარკეთილში, ე.წ. შერეულ ბაზარში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება. კახა კალაძის ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დასრულდება. ბახტრიონის ქუჩაზე ლიფტის დაზიანებასთან დაკავშირებით მერიაში და გამგეობაში არანაირი ოფიციალური დოკუმენტი შესული არ ყოფილა.
იაფი სასტუმროები - შალვა ალავერდაშვილი - საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სასტუმროში ფასები განახევრებულია. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი - ამ სეზონზე უცხოეთიდან არავის ველოდებით, რეალური ჯავშნები 2021 წლის მაისიდან იწყება.
ჩოხოსნობის კულტურა - ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
პროფების კავშირი - პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი ინიციატივით გამოდის, ქალთა უფლებების საკითხზე საერთო მანიფესტი შემუშავდეს.
საზღვარგარეთულები:
ახალი პრეპარატები და ახალი შედეგები - ჯანმო კოვიდინფიცირებულებში დექსამეტაზონის გამოყენების პირველადი კლინიკური ცდების შედეგებს „დიდებულ სიახლედ“ აფასებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - "დექსამეტაზონი" უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის. გერმანიაში კორონავირუსის 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა. BBC - ვლადიმერ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 329 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი. რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 7843 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 194 ადამიანი გარდაიცვალა.
თურქეთმა ერაყში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
Reuters - ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 48% უჭერს, დონალდ ტრამპს კი - 35%.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია