საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა დაიწყო და პირველი კენჭისყრა მხარდაჭერით დასრულდა. ამასობაში 20 ივნისი მოახლოვდა და ვიღაც რუსის გამო ქართველების დაწყებული ჩხუბის მოსაგონრად, ისევ იკრიბებიან. ოპოზიციამ არჩევნებისთვის კადიდატები გამოიყვანა და ნელ-ნელა საარჩევნო გარემო სრული დატვირთვით გვევლინება. გაბუნიას მოკვლის მსურველებს ისევ ეძებენ.
კორონას სტატისტიკიდან - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან 1 შემოტანილი, მეორე კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი - საქართველოს რეაგირება პანდემიაზე იყო საოცრად კარგი. ამჟამად კორონას სტატისტიკით, დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა- 896, აქედან 741 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი.
კილერობა და ტერორიზმი - გიორგი გაბუნია - მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში და ეს მოულოდნელი არ ყოფილა - ბოლო 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი. პროკურორის განცხადებით, ვისი შეკვეთით და მონაწილეობით იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. გიორგი გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე დაცვა შევთავაზეთ. გიორგი გაბუნია - ინფორმაციის ორი წყარო მყავდა: ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა ჩემი სიცოცხლის ხელყოფას და ჩემი დაცვა. უკრაინული გამოცემა Obozrevatel-ი გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით სავარაუდოდ, სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მამუკა მდინარაძე Obozrevatel-ზე დაყრდნობით გავრცელებულ ჩანაწერზე - ვიდრე ჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურდება, მასზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. ნიკა გვარამია გაბუნიას საქმეზე - სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან მქონდა ინფორმაცია? - ასე არ ხდება და მართალი გითხრათ, სარწმუნოდ ბოლომდე არც მივიჩნევდი. ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოცემა Obozrevatel-ის გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტური არ არის და მთლიანად დამონტაჟებულია. ნიკა გვარამია - ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა. ადვოკატი - გიორგი გაბუნიას სუს-მა სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის სპეციალური ღინისძიებების გამოყენება შესთავაზა, რაც გვაფიქრებინებს, რომ რეალურად, ნამდვილად მზადდებოდა მკვლელობა. პროკურორი - ვასამბეგ ბოკოვმა მისცა თუ არა ჩვენება, ეს საქმის დეტალია - დეტალებზე და მტკიცებულებების შინაარსზე, დღეს ვერ ვისაუბრებ. თორნიკე შარაშენიძე - გასაგებია, რომ რუსეთის გაღიზიანება არ უნდა, მაგრამ მთავრობამ კადიროვის მუქარას მაინც უნდა უპასუხოს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართოს - არ არის გამორიცხული, ბოკოვი ცხინვალიდან შემოიპარა.
20 ივნისის წლისთავი - მაკო გომური - რა თანაგრძნობაზეა საუბარი, როდესაც პრემიერი იძახის, რომ რაღაცები დროთა განმავლობაში ავიწყდება. ბერძენიშვილი - ხვალაც იმისთვის ვიკრიბებით, რატომაც 2019 წლის 21 ივნისს. საზოგადოება 20 ივნისის აქციისთვის ემზადება.
მხარდაჭერილი ცვლილებები - ბექა ნაცვლიშვილი - ჩვენი ფრაქციიდან 6 დეპუტატი ცალსახად ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ. სოფო კილაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. დიმიტრი ცქიტიშვილი - მე ჩემი პირობის ერთგული ვრჩები და ჩემგან საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მარიამ ჯაში - ჩვენი ფრაქციის 7 წევრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს 6 ხმა გარანტირებულად ექნება. დიმიტრი ხუნდაძე - მაჟორიტარებს სიურპრიზები არ გვახასიათებს - ამჯერად ჩვენი პოზიციაა, რომ უკლებლივ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მამუკა მდინარაძე - ჩვენთან ყველაფერი გარკვეულია - 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, რისკი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღოს, ნულამდეა დაყვანილი. დიმიტრი ხუნდაძე - საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე შეთანხმება იქნა მიღწეული ერთის გამოკლებით, კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე. ბექა ნაცვლიშვილი ანრი ოხანაშვილს - რადგან დაადასტურეთ 92 ადამიანი, მართლა გეუბნებით, იმდენად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომ თავს გაუფრთხილდით და ვიღაცამ ავადმყოფობა არ მოიმიზეზოს. ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს, მმართველ პარტიას არ უნდა დავუტოვოთ არც ერთი გასავლელი და უკან დასახევი გზა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ელჩების მოწოდების შესაბამისად თუ იმოქმედებს, მათთვის იქნება უკეთესი, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა, თუმცა მათ კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი მიადგებათ. არჩილ თალაკვაძე - კიდევ ერთხელ მივმართავთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს. გიგა ბოკერია - თალაკვაძის მოწოდება კომიკურია, პირველ რიგში უნდა მიმართოს ყველას, ვინც მის გუნდშია, რომ შეთანხმება შეასრულონ, რომელიც მთლიანი პაკეტია, „ერთ ნაწილს არ შევასრულებ, ვიღაცას ციხეში დავტოვებ“ - არ მოსულა.
ოპოზიციის მაჟორიტარები - ელენე ხოშტარია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე - ამ გზით ნამდვილად შევძლებთ „ქართული ოცნების” დამარცხებას. გიგა ბოკერია - ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე არიან საუკეთესო კანდიდატები, რომ „ოცნება“ პირველ ტურში დაამარცხონ. გიორგი ვაშაძე - იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე - მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. ნინო ბურჯანაძე - ყველა კოლეგის მხრიდან იყო მზაობა, ჩვენც გვყოლოდა თბილისში მაჟორიტარი წარმოდგენილი, უბრალოდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ საერთო კამპანიაზე. ნიკა მელია - ეს არჩევნები იქნება ისტორიის სწორ ან არასწორ მხარეს შორის გასაკეთებელი არჩევანი - ან განვითარება ან ერთ ადგილზე ტკეპნა. დავით ბაქრაძე - თბილისში ორი ოლქი შეგნებულად ღია დარჩა, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს ცნობად სახეებთან და საზოგადოებას ჰქონდეს მრავალფეროვანი სურათი. სოფო კილაძე - ოპოზიციის დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ საარჩევნო ოლქების მოგების შესაძლებლობას ფაქტობრივად ნულამდე დავიყვანდი. შალვა შავგულიძე - დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმ ხელისუფლების ქვეყნის მართვისგან ჩამოსაცილებლად, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანი იქნება გავიაზროთ, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს გაჭირვების, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას. ელენე ხოშტარია - ამ არჩევნებზე არ მოხდება მხოლოდ სახელების და გვარების ცვლილება, ეს იქნება სისტემური ცვლილება. გიორგი ვაშაძე - დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როცა ერთიანობის იდეამ გაიმარჯვა დაქსაქსულობაზე. ნიკა მელია - მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები. დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებზე - ნუ თვლიან, რომ საზოგადოებას ღრმა ამნეზია აქვს. მამუკა მდინარაძე - რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში. მელია - ვისურვებდი, რომ ელისაშვილი ყოფილიყო მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში.
სტრატა - „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან. პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტი შეადგინა.
დახმარება კოვიდის შემდეგ - აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები 60000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა.
ინფრასტრუქტურული პროექტები - მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები ემსახურება იმას, რომ ყველა რეგიონში შევიდეს მეტი შემოსავალი.
საზღვარგარეთულები:
მსოფლიო კორონა - ენტონი ფაუჩი - აშშ-ში კარანტინის საჭიროება აღარ არის. ჩინეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 7972 შემთხვევა გამოვლინდა, 181 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 615 შემთხვევა დადასტურდა და 120 ადამიანი დაიღუპა.
აღმოსავლეთი - ჩინეთმა ქაშმირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული 10 ინდოელი ჯარისკაცი გაათავისუფლა.
სამხრეთი - ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა ერთ-ერთი „სახელმწიფო აქტორის“ კიბერ თავდასხმის სამიზნეა.
მედია - „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ვიდეოზე „მანიპულირებადი მედიის“ მინიშნება გააკეთა.
მტრის ხატი - რუსეთის საელჩო აშშ-ში - მოვუწოდებთ ამერიკელ კანონმდებლებს, შეწყვიტონ ამერიკელი და ევროპელი მოქალაქეების „რუსული საფრთხის“ შესახებ საშინელებათა ისტორიებით დაშინება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
ივლისი 29, 2025 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Canada
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
კოლოქვიუმი
პიკასო
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
პიკასო
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი 2023…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია