პრემიერის კანდიდატი ცვლილებებით, აქციები ოზურგეთში, სინოდის სხდომის ანონსი და ფილმის მოლოდინი ხორავას საქმეზე

      წვიმა განსაკუთრებით ებრძვის გლდანს და ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას. ბოლო დღეების ძლიერი წვიმების დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა, ამ წუთებში, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. რაც შეეხება ამჟამამდელ ამბებს - პრემიერობის ჯერ კიდე კანდიდატი მამუკა ბახტაძე სამინისტროების შემცირებას აანონსებს და სამინისტროებში მომუშავეთა შემცირებასაც, ამასთანავე აქცია გაიმართა დღეს ოზურგეთში, იყო მსოფლიო ნიუსების სიმრავლეც ინტერნეტ გამოცემებში და დღის ბოლოსკენ საპატრიარქოდან ახალი ამბავი გაისმა - 21 ივნისს სინოდის სხომა და ანონსი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 ივნისი, 2018 /

      პატარა მთავრობა, ანუ ახალი პრემიერიც კარგად გვისო - მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებას. კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გუნდში სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება. ვახუშტი მენაბდე - ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრის პორტფელს თეა წულუკიანის მაგივრად სხვას ჩააბარებენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უმრავლესობის წევრებს შეხვდა. ნინო ლომჯარია - იუსტიციის სამინისტროში დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა. ეკა გიგაური - თეა წულუკიანი მთავრობაში არ უნდა დარჩეს და ის უნდა ჩაანაცვლოს ადამიანმა, რომელიც რეფორმების ეფექტურად ჩატარებაზე იქნება ორიენტირებული. ზაქარია ქუცნაშვილი - მამუკა ბახტაძემ მთავრობის შემადგენლობა არსებული სტრუქტურით უნდა წარმოადგინოს - რომელი მინისტრი მოყვება სეკვესტრში, შემდეგი ეტაპის საქმეა. მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ იქნება. ეკა გიგაური - მივესალმებით პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუკი ზოგიერთი სამინისტრო საერთოდ გაუქმდება. გიორგი კახიანი - ახალი მთავრობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება. რომან გოცირიძე - ორმაგი დატვირთვის მქონე თეა წულუკიანის გაშვება ეტყობა ხელისუფლებისთვისაც პრობლემურია. კახა კალაძე - მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სერგო რატიანი - რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს, არის უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მამუკა ბახტაძე - სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. მამუკა ბახტაძე - განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან. მამუკა ბახტაძე - მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. მამუკა ბახტაძე პარლამენტს სთავაზობს, მინისტრთა კაბინეტის დეტალური განხილვა არა ახლა, არამედ მთავრობის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოახდინონ. მამუკა ბახტაძე - ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ. გიორგი კახიანი - ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებად ამ ეტაპზე მინისტრების მოადგილეები იქნებიან ფორმალურად წარმოდგენილნი. ეკა ბესელია - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დგას. გიორგი კახიანი - პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები ნდობის მისაღებად საპარლამენტო კომიტეტებში ხვალვე წარსდგებიან. პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარედგინა, რომელშიც მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. რომან გოცირიძე - შევცვალეთ მთავრობა, არ იცვლება პოლიტიკა - უნდა შეიცვალოს მთელი ხელისუფლება და სამთავრობო ცვლილებების შემდეგ საზოგადოების მთავარი დაკვეთა ეს გახდება. დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძეზე - ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. დევნილთა სამინისტროს ნაწილი შესაძლოა, ჯანდაცვის, ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს, ხოლო კულტურის სამინისტრო სავარაუდოდ, განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება. განათლების სამინისტროში შემავალი სტრუქტურა, რომელიც სკოლების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებაროს.

      მერის მუშაობა და თბილისური ამბავნარი - კახა კალაძე მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძე - ღამის ეკონომიკა არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, მხოლოდ ღამის კლუბებს, ესაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიის - „გაუფრთხილდი ქალაქს“ წარმოების მიზნით კონკურსს აცხადებს. გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართი სადგურების აღება იგეგმება.

      მაჩალიკაშვილების საქმე - ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ და სუს-მა მაჩალიკაშვილების ოჯახს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

      მკვლელი პოლიციელი - სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

      გატაცება გორიდან - სუს-ის ინფორმაციიით, სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. ახლობლების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მიხეილ პეტრიაშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.

      ჩინოსანი დამნაშავეები - ოზურგეთის სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრს ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს, ოზურგეთის მერიისა და პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციები გამართა. ოზურგეთში მიმდინარე აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ. შემდეგ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა. ოზურგეთში, საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მერიასთან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ოზურგეთის საკრებულოს ფოიეში შიმშილობა გამოაცხადეს - „ნაცმოძრაობის“ წევრი - პარასკევამდე საპროტესტო აქციას ვწყვეტთ, თუმცა ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შიმშილობას დავიწყებთ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გუბერნიის თანამშრომელი "ნაცმოძრაობასთან" კავშირსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

      უნდობლობა აბიტურიენტებს - გამოცდებისა და ტესტირებების დროს ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი.

      ფილმი ხორავას ქუჩის ამბებზე და ოპოზიციის ერთიანობა მკვლელობების გამო - ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს დღის ბოლომდე აძლევს ვადას იმ ფილმის გასაშვებად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ეხება. ზაზა სარალიძე - ვითხოვ, დაკითხონ დავით ოქიტაშვილი. ზაზა სარალიძე - ვაზაგაშვილის საქმიდან გამომდინარე ოპოზიცია გაერთიანდა წინა ხელისუფლების დასამხობად, თუ ოპოზიცია საჭიროდ თვლის, რომ გვერდით დამიდგეს, მივესალმები. სასამართლოს სასადილოში სარალიძე-კუპრავასთან მომხდარ ინციდენტზე ოთხ პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელ პირს კი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხვალ გაუშვებს.

      საფრთხის შემცველი შრომა - ირაკლი პეტრიაშვილი - შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არაფერი შეცვლილა. თბილისი შრომით უფლებებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე კონფერენციას მასპინძლობს.

      ქურდების დაკავება - შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა. საფრანგეთის სასამართლომ „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

      უქმე დიდგორობა - 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს კიდევ ერთხელ წარედგინება.

      წმინდა სინოდის დაანონსებული სხდომა - 21 ივნისს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. შესაძლო განსახილველ საკითხებზე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ისაუბრა - თუმცა იგი არ გამოიცხავს, რომ ერთ–ერთ საკითხად სხდომაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გაცნობა იყოს. ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მსოფლიო საპატრიარქოში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მსოფლიო საპატრიარქოში კომისია იყო შექმნილი და მათაც შეისწავლეს ეს საკითხი. შესაძლოა წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხზეც იყოს საუბარი. კითხვაზე, წმინდა სინოდის სხდომაზე იქნება თუ არა დაყენებული რაიმე კუთხით ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საკითხი, მიტროპოლიტისთვის უცნობია.
„მამა გიორგის დეკანოზის წოდება შენარჩუნებული აქვს. ჩვენ ველოდებით სასამართლოს საბოლოო შედეგებს, რადგან პროცედურები საბოლოოდ დასრულებული არ არის. რაც შეეხება მისი ზიარების საკითხს, ეს არ არის საკითხი, რომელსაც ეკლესია განიხილავს. მას ჰყავს პირადი მოძღვარი. მისი მოძღვარია მეუფე დიმიტრი. მან, რაღაც მოსაზრებებით, საჭიროდ ჩათვალა, რომ დროებით შეჩერებული აქვს ზიარება. ეს საკითხი მამა გიორგის და მისი მოძღვრის განსახილველია და მათ შორის გვარდება. ეკლესიას არავითარი ოფიციალური გადაწყვეტილება, არავითარი დადგენილება, რომ მამა გიორგის ზიარება აეკრძალოს, არ მიუღია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

საზღვარგარეთულები:

      ბერძნული დაძაბულობა - მაკედონიასთან გაფორმებულ შეთანხმებას საბერძნეთში აქცია და პოლიციასთან შეტაკება მოყვა.

      ამერიკული განქსტერობანა - ნიუ-ჯერსის შტატში ერთ-ერთ გამოფენაზე სროლის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიჭრა. პროკურორი - ნიუ-ჯერსის შტატში, გამოფენაზე სროლა, რომელსაც 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტით იყო გამოწვეული.

      ევროპაში არარეგალობა - Bild - ანგელა მერკელი არალეგალური მიგრაციის პრობლემაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანასთან საგანგებო შეხვედრის გამართვას გეგმავს. გერმანიის შს მინისტრი ანგელა მერკელზე - მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა. დონალდ ტრამპი - ჩვენ არ გვსურს, რაც მიგრანტების მხრივ ევროპაში ხდება, ჩვენთანაც მოხდეს.

      იაპონური მოთხოვნები კორეას - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას 47 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები წაუყენა.

      გაკვეთილი დასავლეთს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქ ამომრჩევლებს - დასავლეთს 24 ივნისს ერდოღანის მარცხის ნახვა სურს, მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ?

      დემოკრატია კოლუმბიაში - კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული ცენტრის“ კანდიდატმა ივან დუკემ გაიმარჯვა.

      ავსტრიული მზადყფნა - ავსტრია მზად არის აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას უმასპინძლოს.

      გახანგრძლივებული სანქციები - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 212

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

George: ივნისი 18, 2018||11:43pm

ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ( ორი ხელი ნოლის წინააღმდეგ) მეც ვახანვგრძლივებ სანქციებს ერთი წლით ! პუწიკ გეშინოდეს !  

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Adultphoto

It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters