მთავრობა აღარ გვყავს, უფრო სწორედ, მთავრობას პარლამენტის ნდობა აღარ აქვს, რადგან საკმარისია პრემიერი გადადგეს, რომ მთელი მინისტრთა კაბინეტი დათხოვნილად ცხადდება. ჰოდა, კვირიკაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ერთიანად გაუქმდა ყველას მინისტრობა მომავალ მინისტრამდე. ვნახოთ, ვინ გახდება პრემიერ მინისტრი. თქვენ ვისზე დადებთ ფსონს?
მთავრობის სხდომას გადაყოლილი პრემიერ მინისტრი - გუშინ ოცნების სხდომაზე ყველა ამბობდა, რომ არაფერი მომხდარაო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - პრემიერი გადადგა. გავიხსენოთ გუშინდელი და დღევანდელი შეფასებები ოცნების შიდა ამბებისა. გიორგი კვირიკაშვილი - ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები მქონდა. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია. გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს. გიორგი კვირიკაშვილი - ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი - პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი იმ შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს, რომელიც მას გააჩნია. გია ხუხაშვილი - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კანონზომიერი იყო. ზვიად ძიძიგური - ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. გია ვოლსკი - პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი. სულხან სალაძე - გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ მეორეა ვინ შეინარჩუნებს მინისტრთა კაბინეტში პორტფელს. თინათინ ბოკუჩავა - არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის. ეკა გიგაური - განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს. სოფო კილაძე - ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით მძიმე სიტუაციაა, კვირიკაშვილის მოსაზრებით, ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა იყო სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა. მამუკა მდინარაძე - მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა ამ მომენტიდანვე დაიწყება. დავით ბაქრაძე - გიორგი კვირიკაშვილმა ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო. დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. გიორგი კახიანი - ხვალ კონსულტაციები წარიმართება და ხვალვე იქნება ცნობილი პირველი შეფასებები და ვარაუდები, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. კახა კალაძე - გუშინ პარტიის თავმჯდომარემ მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა - ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. დავით უსუფაშვილი - მთავრობის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ბიძინა ივანიშვილმა. გიგი უგულავა - ოდნავ შეიარაღებული თვალითაც ჩანდა, რომ კვირიკაშვილს რამდენიმე თვეა ნაწილ-ნაწილ შლიდნენ.
UNICEF-ის კვლევა და შედეგები - სულხან სალაძე - საუბარი იმაზე, რომ თურმე UNICEF-ის კვლევის შედეგებზე ისაუბრეს, პირდაპირ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ აღიქვამს ისე მწვავედ იმ მოვლენებს, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას. ზაქარია ქუცნაშვილი - მიკვირს, რატომ ჩათვალეს ჟურნალისტებმა, რომ UNICEF-ის მიერ წარმოდგენილი კვლევა უმრავლესობის შეხვედრაზე არ შეიძლება ყოფილიყო განხილვის თემა.
მთავარი მიზანი ეკონომისტებისა - მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეეხება.
გამომძიებელი დეპუტატები და ხორავას ქუჩის საქმე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება. არჩილ თალაკვაძე - ხორავას საქმე და მასზე მართლმსაჯულება იქნება ბოლომდე მიყვანილი ისე, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი კითხვა საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით არ დარჩეს. ნათია მეზვრიშვილი - ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და ითხოვენ მათ დაკავებას ისე, რომ არ კითხულობენ, გვაქვს კი დევნის დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები. ნათია მეზვრიშვილი - შსს-მ ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა. ეკა გიგაური - სარალიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების პასუხს დიპლომატებიც ელოდებიან. ზაზა სარალიძე ნათია მეზვრიშვილს - თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ. ირაკლი აბესაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ობიექტურობასთან და მტკიცებულებების გამოკვლევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები თავიდანვე იკვეთება. ოთარ კახიძე - მირზა სუბელიანისგან ინფორმაციის მიღება საინტერესოა, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ახსნა-განმარტებას მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ჩამოვართმევთ. „პატრიოტთა ალიანსმა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისია დატოვა. სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას გამოსაკითხ პირთა სია წარუდგინა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომები მომავალ კვირას გაიმართება. ზაზა სარალიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე გამოკითხვაზე. ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას. ზაზა სარალიძე - თუ იმ კითხვებს გაეცემა ჭეშმარიტი პასუხები, რაც დღეს დავსვი, ჩათვალეთ, რომ საქმე გამოძიებულია.
ევრპარლამენტში საქართველო და რუსეთი, და გაეროს ანსამბლეა - ფედერიკა მოგერინი - ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას. დიმიტრი ცქიტიშვილი - რეზოლუციას ევროპული პოლიტიკის წარმმართველი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს. დავით ბაქრაძე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების მიმართ. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტში თემაზე “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ” განხილვა გაიმართა. მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხვალ მკაფიო რეზოლუციას მიიღებს.
13 ივნისის გახსენება და კალაძე, თავისი უწყებით დღის თემაში - კახა კალაძე - სამი წლის წინ დატრიალებული უბედურება ვერეს ხეობაში გუშინდელივით გვახსოვს ყველას. კახა კალაძე - მინდა მივმართო ახალგაზრდებს, საოცარი თაობა მოდიხართ და მინდა გისურვოთ, რომ ეს თავისუფლების ჟინი არასდროს დაგეკარგოთ. თბილისის მერმა გამგებლებს დაავალა, იმ ოჯახებს დაეხმარონ, რომლებსაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნათ. კახა კალაძე - ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ყვითელი ავტობუსები, ე.წ. მარშუტკები და ძველი ავტომობილები. კახა კალაძე - არავის გვსიამოვნებს ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც დედაქალაქშია, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომები. თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მოწყობა იგეგმება. თბილისის მერია ორი დიდი პარკის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის მერიამ გარდაბნის გზატკეცილის 24 ნომერში მცხოვრებ 27 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონა. კახა კალაძე - „მზიურის“ პარკი ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიას დაუკავშირდება და ქალაქში ერთიანი საპარკო სივრცე გაჩნდება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. კახა კალაძე - 13 ივნისი იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ირაკლი ბენდელიანი - თუ არის დასკვნა, სადაც მინიმალურად მაინც არის მშენებლობის რისკები, ასეთ მშენებლობებზე მერიის მხრიდან ნებართვები არ გაიცემა. პრეზიდენტი - 13 ივნისი დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღეა, ტკივილის დღეებში ახალგაზრდობამ სოლიდარობის წარმოუდგენელი მაგალითი აჩვენა. გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილ ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
თანამდებობის პირების დაკავება - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. მარნეულის მერი დააკავეს. სოფო კილაძე - მნიშვნელოვანია, რომ კანონი ყველას თანაბრად შეეხოს, მერი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა პირი. ელენე ხოშტარია - მარნეულში მომხდარი ინციდენტი არის იმ სიძულვილის და პოლიტიკური ძალადობის გამოვლინება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა. სალომე სამადაშვილი - მარნეულში მომხდარი ფაქტი აჩვენებს, როგორ უსწორდებიან ადამიანებს საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო. კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე - არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს. მარნეულში მომხდარ ინციდენტში ბრალი, შესაძლოა, პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს წაუყენონ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აზერ სულეიმანოვი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა. პროკურატურა - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მერი, სამართლებრივი დევნა დაიწყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის მიმართ. სალომე სამადაშვილი - აზერ სულეიმანოვმა განგვიმარტა, რომ შეხვედრაში მონაწილეობდა, სადაც ხდებოდა დაძაბული ვითარების გარკვევა ადგილობრივი სასულიერო პირების თანამონაწილეობით. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია. ირაკლი კობახიძე მარნეულის ინციდენტზე - რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. გია ვოლსკი თემურ აბაზოვზე - ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს. აზერ სულეიმანოვი ქვემო ქართლის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. „ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი - გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით. აზერ სულეიმანოვი აცხადებს, რომ პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა.
პარლამენტის ბიუჯეტი - 2019 წელს პარლამენტის ბიუჯეტი 54 მილიონ 696 ათასი ლარი იქნება.
პოლიციის ძალმომრეობა - შსს - თუ დადასტურდა, რომ ჭიათურაში, პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შსს მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
უტიფრობა სპორტშიც - დე ფაქტო პრეზიდენტები ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან.
საზღვარგარეთულები:
ურთიერთრწმენა - დონალდ ტრამპი - მე მჯერა კიმ ჩენ ინის, მას სჯერა ჩემი. დონალდ ტრამპი - მშვიდად დაიძინეთ, ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ არის ჩვენი ყველაზე სახიფათო პრობლემა. დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი „ფეიკ ნიუს“ მედიაა, რომელსაც სულელები უწევენ პროპაგანდას.
გაზი უკრაინას - პეტრო პოროშენკო - უკრაინა ტრანსანატოლიური გაზსადენიდან გაზს მიიღებს.
მაკედონიის ახალი სახელი - იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია