ქველნო ხათუნა კოტრიკაძე დღეს საყოველთაოდ ცნობილი აღიარებული და გაპიარებული იმიტომ არ გახლავთ, რომ მხოლოდ ორ ფილმში ითამაშა მოიტაცეს თამარ ქალი და მხიარული რომანი, ამ ყველაფრის შემდეგ კი დაოჯახდა დინამოს ფეხბურთელ დავით გოგიაზე და მისი თხოვნით და მორჩილებით უარი თქვა სამსახიობო კარიერაზე, რომელიც თურმე თავადაც არ აღაფრთოვანებდა და ქუჩაში როდესაც აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ ხშირად იტყუებოდა გეშლებათ მე არ ვარო. ის არ გაუგიჟებია და და არ დახამებულა პოპულარობას პირიქით ერთი სული ჰქონდა გადაღებები როდის დასრულდებოდა, და ეს ყველაფერი რომ პოზა არ იყო და მართლაც ასეთი ადამიანია ამაზე წლები მეტყველებს, რამდენიმე ათეული წელი, მრავალი მცდელობა, შემოთავაზება, ცდუნება მაგრამ შედეგი ნული. არცერთი გადაცემა, არცერთი ინტერვიუ არცერთი პიარ კამპანია, მხოლოდ უბრალო და მშვიდი ცხოვრება.

      მოიტაცეს თამარ ქალში გია ფერაძეც მონაწილეობდა მხიარულ რომანში კი რამაზ გიორგობიანს გაუწია პარტნიორობა, რომელიც ახალგაზრდა 49 წლის გარდაიცვალა. სხვათაშორის ხათუნა თურმე პირველ სკოლელი ყოფილა და ორთაჭალაში ცხოვრობდა ალბათ რაღაც დადებითთან, ბავშვობასთან, ხალისიანობასთან, სისუფთავესთან არ მოხდებოდა ჩემთვის ხათუნას ასოციაცია მას რომ სხვებივით ევლო  გადაცემა პროფილში, გია ჯაჯანიძესთან, ეკრანიდან მორალი წაეკითხა საზოგადოებისთვის ან სხვებივით თავისი ცხოვრების ინტიმური და პირადი დეტალები გაემჟღავნებინა საჯაროდ, მოკლედ მე ძალინ მომწონს ესეთი ხათუნა და პატივს ვცემ თუ ვინმე მკითხავს საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალი ვინ არისო ვუპასუხებ გამხდარი ჭორფლიანი ეკა მხიარული რომანიდანთქო.

ნახვა: 4516

ტეგები: qwelly, ბიოგრაფიული, გიორგობიანი, კინო, კოტრიკაძე, მსახიობი, სილამაზე, წითური

ლაშა: თებერვალი 3, 2018||7:41pm

მხიარული რომანიდან გულმოკლული გიორგობიანის სიმღერა გვაქვს - http://www.qwelly.com/video/icon-and-candle

vako: თებერვალი 3, 2018||7:43pm

ვაა მცოდნოდა მაინც დაურთავდი :D

ლაშა: თებერვალი 3, 2018||8:28pm

მეტიც, ქველზე გამოქვეყნებული ვიდეოებიდან კინომუსიკაში მოიტაცეს თამარ ქალის რამდენიმე სიმღერა უნდა იყოს. 

vako: თებერვალი 3, 2018||8:33pm

ჰაჰა , ისე მიდის საქმეები ბოლოს შეილება ხათუნა დარეგისტრირდეს ქველზე  :D

ელი გორდელიანი: თებერვალი 3, 2018||10:45pm

კინაღამ გული გამისკდა სანამ პოსტს გავხსნიდი, ვაიმე ეკას ხომ არაფერი მოუვიდა მეთქი, მალევე ამოვისუნთქე :))) 

vako: თებერვალი 3, 2018||10:48pm

არაა ელიი ისე დავწერე მიყვარს ეგ მსახიობი და :D

ლაშა: თებერვალი 4, 2018||12:34am

ვაკო, წუთი-წუთზე ველოდებით ხათუნას რეგისტრაციას )) 

vako: თებერვალი 4, 2018||12:36am

ამ პოსტს რო ნახავს წესით უნდა დარეგისტრირდეს თორე ამის გარდა სადაც მაგაზე რამე წერია ყველგან ლანძღვა წერია :D ინტერნეტ სივრცეში ხათუნას ერთადერთი დასაყრდენნი ჩვენ ვართ ხათუნა გამაგრდი :D

თათია: თებერვალი 5, 2018||8:16pm

როგორც ვიცი, ხათუნა მხიარულ რომანსში შემთხვევით მოხვდა, თუმცა როგორც მსახიობი და ახლა უკვე როგორც პიროვნება დადებითად ვაფასებ :) საინტერესო ნიუსი იყო ვაკო :)

vako: თებერვალი 5, 2018||8:32pm

მადლობა თათიაა,   მიხარია რო მოგეწონა,რეალურად 3 ფილმშია გადაღებული ის პირველი სადებიუტო იყო სწორედ იქ მოხვდა შემთხვევით მერე ეს ორი შემოთავაზება ჰქონდა და მერე უკვე ვსო :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters