მომნატრებია მეტროთი მგზავრობა. დღეს ვიმგზავრე. ორი ადამიანი, ჩვენს წინ მსჯელობდა იმაზე, რა არის მეგობრობა - შენ რომ ჩემი გესმის და იცი მე რას ვფიქრობ, მე რომ შენი მესმის და ვიცი შენ რას ფიქრობ, ეს არის მეგობრობაო, უმტკიცებდა ერთი მეორეს. ამ დროს კახას გადავულაპარამე, ხედავ რა საინტერესოათქო. კახამ ჩვეული ფილოსოფიური სიდინჯითა და ჩაფიქრებით - დაიკიდე, ძალიან ბევრი დალიესო - მიპასუხა.
- რას ამბობ კახა, მე ხომ სოციოლოგი ვარ? ეს როგორ დავიკიდო?
- სოციოლოგი ხარ, ფსიქოლოგი ხომ არა? - მიპასუხა.
- ჰო, მაგრამ სოციალურ ფსიქოლოგიას ვაწვები - მივუგე ხუმრობით. ხელი ჩაიქნია და გაჩუმდა.
ამ ამბის ჩაწერა დავიწყე ბლოგში და ის კაცი, წეღან რომ მეგობრობის იდეას ამტკიცებდა, გვერდით მომიჯდა.
- გამარჯობა მეგობარო, გვისმენდით არა?
- არა, მე უბრალოდ ჩემი მისამართით გამოწვდილ ხელებს ვუყურებდი, ხმა არ მესმოდა - ვუპასუხე მშვიდად.
- დიახ, მე ვუხსნიდი იმ ადამიანს რომ მეც ისეთივე მეგობარი ვარ მისთვის, როგორც თქვენ, უბრალოდ მან თქვენი სახელი არ იცის, ჩემი კი იცის. თქვენ რა ჰქვიათ?
- მე? მე ლაშა მქვია.
- ძალიან სასიამოვნოა.
- როგორ, მან თქვენზე მხოლოდ ის იცის რა გქვიათ? - ჩავეძიე მე.
- დიახ, მხოლოდ ეს. და მე ის მიწოდებს მეგობარს. ამიტომ, მე მას ვუხსნიდი, რომ მე და თქვენ მისთვის ერთანაირი მეგობრები ვართ. თუ ჩვენ ქრისტეს ეკლესია გვაერთიანებს, მაშინ მე და თქვენ მისთვის ერთნაირი მეგობრები ვართ.
- ე.ი. თქვენ მას არ იცნობთ?
- არა.
ამ დროს, „შემდეგი სადგური მარჯანიშვილიო“ და კახას დავემშვიდობე. ეს კაციც ადგა.
- აბა ლაშა, მე გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს ლაზარეს შაბათია.
- მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით - ვუპასუხე.
- ჩვენი დამეგობრების დღე ყოფილიყოს - მიპასუხა და ჩავიდა.
მე ამბის ჩაწერა გავაგრძელე, ვაითუ ნათქვამი დამვიწყებოდა?!
ჰოდა, მომნატრებია მეტროთი მგზავრობა.
P.S. დღეს ლაზარე აღდგა, ერთ კვირაში მკვდარი ღმერთი აღდგება! გილოცავთ.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2026.
საათი: 7:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Hunter in WoW Forever can keep firing while moving, so safer positioning means using range, wide arcs, and an open escape route as elite foes and large groups grow more dangerous. You can review…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია