ქეთევან პოპიაშვილი

      ადამიანი, როგორც ბუნების უნიკალური ქმნილება, მრავლდება, იკვლევს გარემომცველ სამყაროს, იღებს მისგან ყოველგვარ სიკეთეს, ტექნოლოგიების განვითარების წყალობით იმსუბუქებს ყოველდღიურ ცხოვრებას და სწორედ ამით უქმნის საფრთხეს სამყაროს არსებობას შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად.

      მჭიდროდ დასახლებულ განვითარებულ ქვეყნებში, დედაქალაქებსა თუ ინდუსტრიულ ცენტრებში ადამიანების დიდი ოდენობით თავმოყრის (ნებით თუ იძულებით) აუცილებლად ახლავს გაუცხოების და კარჩაკეტილობის ფაქტორი. მასში ჩაკარგული ადამიანები კარგავენ მეგობრობის, სიყვარულს, სიკეთის, თანაგრძნობის უნარს. ისინი, შიშითა და სიფრთხილით აღვსილები, ავიწროებენ ახლობელთა წრეს, იკეტებიან არა მარტო საკუთარ საცხოვრებელში, არამედ საკუთარ თავშიც. ხშირად ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციაც კი მინიმუმამდეა დაყვანილი. ადამიანი კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს კაცთმოყვარეობის გრძნობას.

      გრძნობათა გაღარიბებას მოსდევს გულგრილობა, ქუჩაში ვიღაცას ძარცვავენ, სცემენ, შეურაცხყოფენ, კლავენ - გამვლელებს სახეზე აწერიათ „ეს ჩემი საქმე არ არის“.

      მცირე ლოკაციაზე ადამიანთა თავმოყრა წარმოშობს აგრესიას. იძულებით თავმოყრილი მასის წევრები, რაც არ უნდა მოთმინებითა და კეთილგანწყობით იყვნენ აღჭურვილები, თავაზიანობისა და გულითადობის ნიღაბს მიღმა მალავენ შეკავებულ ბრაზსა და უხეშობას.

      ჭარბი მოსახლეობისათვის დამახასიათებელია კონკურენციის მაღალი დონე, რომელიც იწვევს მძაფრ აგრესიას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ომებს.

      მოსახლეობის თავმოყრა დიდ ქალაქებში იწვევს მათ კიდევ უფრო გაფართოებას, რაც ხდება ბუნების განადგურების, ჰაერისა და წყლის დაბინძურების, ანუ ეკოსისტემის გაჩანაგების მიზეზი. ლოგიკურია, რომ თუ ეკოსისტემას ვაზიანებთ, ამით ისევ ადამიანები ვზარალდებით, იზრდება გარკვეული დაავადებების გავრცელების საფრთხე.

      ტექნოლოგიური ცვლილებების უსწრაფესი ტემპისათვის ფეხის აწყობის მცდელობაში ადამიანი კარგავს ისეთ თვისებებს, რომელიც მისთვის ორგანული და აუცილებელია: სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, მზრუნველობას. სხვებთან და საკუთარ თავთან შეჯიბრით გართული ადამიანები თანდათან კარგავენ ინდივიდუალიზმს.

      მეცნიერების რიგი დარგების განვითარებისას მიზნად ისახავენ, რაც შეიძლება მეტი ტკივილი და უსიამოვნება აარიდონ ადამიანებს. ეს ხდება ადამიანთა თვითმიზანიც და მაშინ, როცა ისინი გასათუთებული, გაზარმაცებული და გადაღლილები არიან ცხოვრების უსწრაფესი ტემპით. კარგავენ სილამაზის აღქმის, სიხარულის, სიამოვნების განცდის უნარს. ლორენცი თვლის, რომ მხოლოდ დადებითი და უარყოფითი ემოციების ერთობლიობა უნარჩუნებს ადამიანს სიამოვნების მიღების უნარს. ის იზიარებს იმ ფსიქოანალიტიკოსთა აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი დაბადებისას სუფთა დაფა არ არის, მას თან დაყვება გარკვეული ქცევა, უნარი, ინფორმაცია. ერთი ასეთი გრძნობათაგანია თანდაყოლილი სიმართლის გრძნობა. ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი კულტურების სამართალში ბევრი საერთოა. მასაში ჩაკარგული ადამიანები ხშირად კარგავენ თანდაყოლილი სამართლის გრძნობას, ამას ემატება აღზრდის ხარვეზები ან გენეტიკური ფონი, გადატანილი სტრესი და შედეგად ვიღებთ მოჭარბებულ კრიმინალს.

      ტექნიკური პროგრესის უსწრაფესი ტემპი, ყველაფრის შეცვლის დაუფიქრებელი ლტოლვა იწვევს ძველის ხელაღებით უარყოფას. მაგრამ არსებობს ტრადიციები - თაობების მიერ გამოცდილი, გადაფასებული და შენარჩუნებული ცოდნა, რომელიც ხშირად თაობების დაპირისპირების მიზეზი. ახალგაზრდები უარყოფენ უშუალო წინაპრების ცოდნა - გამოცდილებას, თუმცა მოზრდილობაში ისინი ხვდებიან, რომ არ არსებობს აწმყო და მომავალი წარსულის გარეშე, და რომ მამათა თაობასაც აქვს ისეთი ღირებულებები, რომლებიც პატივისცემას იმსახურებს. ხელაღებით ყველაფერი ტრადიციულის უარყოფით აბსურდამდე მისული ახალგაზრდები ხშირად კარგავენ ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანს.

      ლორენცი თვლის, რომ ატომური იარაღი, რომელიც ცივილიზაციის მოსპობის ყველაზე დიდ საშიშროებადაა მიჩნეული, გაცილებით მარტივად მოგვარებადია, ვიდრე ის პრობლემები, რომელსაც ადამიანები თვითონ უქმნიან საკუთარ არსებობასა და საარსებო გარემოს.

      „კაცობრიობის შეჯიბრი საკუთარ თავთან სრულიად საკმარისი იქნება, რომ იგი საბოლოოდ განადგურდეს“. [1][2]

      მე ვფიქრობ, მოსახლეობის არა რაოდენობრივი სიჭარბე, არამედ მცირე სივრცეში ადამიანთა დიდი ოდენობის კონცენტრაციით გამოწვეული გრძნობებისა და ქცევების გაუკუღმართება წარმოადგენს რეალურ საფრთხეს კაცობრიობისათვის.

      ის, რომ ადამიანებმა უკვე გააცნობიერეს იმ პრობლემათა უმრავლესობა, რაზეც ლორენცი საუბრობს თავის ნაშრომში, და დაიწყეს კიდეც მათი ნაწილის გამოსწორება (ზრუნვა ბუნებაზე, ურთიერთობებზე, ინდივიდუალიზმზე და სხვა) უკვე ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას საფრთხე არ ემუქრება.

[1] ლორენცი, კონრად. ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა. 742.

[2] ლორენცი კონრად, ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.

ნახვა: 387

ტეგები: აზროვნება, კაცობრიობა, ლორენცი, ცივილიზაცია, ცოდვა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters