ანუ შევჭამოთ პატრიარქი (ცოცხლად)!

მადლის მიღება ჩვენებურად, შევჭამოთ პატრიარქი ცოცხლად, ქველიბლოგი, ბლოგი, სვეტიცხოვლობა, პატრიარქი, მრევლი, წირვა, qwelly, patriarch, svetitkhoveli, sveticxoveli, blog
(პიროვნულად, ფოტოზე გამოსახულ არცერთ ადამიანს არ ეძღვნება ეს პოსტი!)

      წინასწარ ვიტყვი - ცოტა რომ მომეცადა და მერე დამეწერა, ალბათ ემოციაც გადამივლიდა და ასეთი სასტიკი არ ვიქნებოდი, ან საერთოდ არ დავწერდი და ცოტა მეტ ქრისტიანობას გამოვიჩენდი, მაგრამ ახლა... ოჰ ახლა როგორი გაბრაზებული ვარ!

      დიახ, შესაძლოა ძალიან გადავაჭარბე, თუმცა აღარც მგონია რომ ძალიან...

      კი, კი მკითხველო, ხალხს თუ მიუშვებ პატრიარქსაც ცოცხლად შეჭამენ ოღონდ კი მისი "წმინდა სხეულიდან" მადლი მათზე გადმოვიდეს. საშინელებაა არა?

      არ ვიცი ჩემო კარგებო რა დავარქვა ამას, ან რა უფლებით დავიწყო ვინმეს დამოძღვრა?! ადრე პატრიარქი წელიწადში ორჯერ სტუმრობდა სვეტიცხოველს და წელიწადში ორჯერ კიდევ გაუძლებ "მორწმუნეების შემოსევას" კაცი, მაგრამ ახლა ბოლო რამდენიმე კვირაა სულ სვეტიცხოველში აღესრულება უწმინდესის მიერ საღმრთო ლიტურღია და როგორც ჩანს ამან ჩემზეც იმოქმედა. რომ იტყვიან მოთმინების ფიალა ამევსო. ცინიკოსობა, იუმორი, სიცილი, ხარხარი, ცოტა გაბრაზება - ეს ყველაფერი ყოველ საპატრიარქო წირვას თან ახლავს და ვინაიდან ბოლო თვის განმავლობაში ნამეტანი დამიგროვდა, ახლა ერთიანად ამოხეთქა.

რა გჭირთ ხალხნო, რა?!

      დღეს ჩემს უკან პატარა გოგონა იდგა, 10 წლის თუ იქნებოდა, ისეთი ლამაზი თვალები, მრგვალი სახელი, თბილი გამოხედვა და ღიმილი გქონდა რომ მოფერება და ჩახუტება მოგინდებოდათ, მაგრამ მთელი წირვის განმავლობაში ძალს ის და ძალს მე.

      იდგა ჩუმად, სტიქაროსან-მგალობელს ვერაფერს მეუბნებოდა, უკნიდან აწვებოდნენ, ის მე მაწვებოდა და მეც ჯიქურ ვიდექი და ჩემს ფილას არ მოვშორებივარ, დანიშნული მაქვს და ვერსად წავალთქო. ხალხი კი მაინც აწვებოდა და აწვებოდა, კინაღამ გული შეუწუხდა ამ საყვარელ ბავშვს. მეცოდებოდა, შემეძლო ცოტა წინ გადამეშვა და ისიც დაისვენებდა და მეც, მაგრამ ერთს გაუშვებ და მერე ათი მოვა "მეც მინდას" ძახილით. ჰოდა, ამ მგალობელმა კაცმა და სხვა მართლმორწმუნე მრევლმა კინაღამ გავსრისეთ ეს უდანაშაულო გოგონა.

      ალბათ იკითხავთ რატომ?!

      აი, მე სულ ამას ვკითხულობდი.

დიალოგი N1

- უკაცრავად შეიძლება გადავიდე?

- იცით ადგილი არ არის და ვერ გადაგატარებთ, მერე იქიდან ისევ ჩვენ უნდა მოგვაწვეთ და ვერ ვიგალობებთ ასეთ რეჟიმში.

- აი, იცით იქ რომ დავდგე? ხელს არ შეგიშლით გპირდებით.

- რატომ უნდა დადგეთ იქ?

- პატრიარქი მინდა რომ ახლოდან ვნახო.

მერე უკვე ვცინიკოსობ...

- ტელევიზორში რომ ნახოთ, იქ სულ ახლო კადრით აჩვენებენ.

მერე სტანდარტული გამოხედვა სადაც ეწერა რომ თავხედი და ამპარტავანი ვარ (არადა ვიცინიკოსე) და რჩევა - "კარგით თქვენს საქმეს მიხედეთ".

- დიდი მადლობა - კვლავ ვიცინიკოსე.

დიალოგი N2

- ქალბატონო ხომ ხედავთ რომ ვერც თქვენ დგახართ, ჩვენც ვერ ვგალობთ და ხელი გვეშლება და იქნებ უკან, კვართი რომ არის, იმ სვეტთან გადაბრძანდეთ? არც ისე ბევრი ხალხია და თან კვართთან იქნებით.

- კი შვილო მაგრამ მინდა პატრიარქი უფრო ახლოს ვნახო, ახლოს უფრო მეტი მადლი იგრძნობა.

- ქალბატონო, პატრიარქი კვართის თაყვანისსაცემად არის აქ მოსული და ის იქიდან იღებს მადლს და არ ჯობს პირდაპირ თქვენ კვართისგან მიიღოთ?

- ვაიმე შვილო (მეტად თბილი სახით), დიდი მადლობა დედი, მაგრამ იქ გადავალ და ცოტა ახლოდან შევხედავ, მინდა სურათი გადავუღო.

- არადა ინტერნეტში რამდენი კარგი ფოტოა პატრიარქის (კვლავ ჩემი ცინიზმი).

დიალოგი N3

- ცოდოა ბავშვი, წინ გაიჭყლიტება.

- იცით, ამერიკაში მიდის და უნდა რომ პატრიარქის ფოტოები და მეუფის ფოტოც წაიღოს.

- ქალბატონო, ამერიკაში ინტერნეტი იქნება და თუ ზოგადად პატრიარქის ფოტო უნდა, იქნებ ისინი აჩვენოს მეგობრებს.

- არა, თავისი უნდა ხომ გესმით.

- კი, როგორ არ მესმის.

ეპიზოდი (განუმეორებელი)

ბავშვი ტირის. დედა ძუძუს აწოვებს. ჩემს გვერდით, არა - ცოტა უკან.


P.S.

      ეს მცირე მონახაზია იმისა, რაც იქ ხდება.

      ამ პოსტით არ არავის ძაგებას ვაპირებ და არც არავის ქილიკს, უბრალოდ მე ჩემი თავიც მეცოდება ამდენი ცინიკოსობით საღმრთო ლიტურღიაზე და ცოტათი ეს ხალხიც რომელსაც გული წრფელი აქვს და რწმენა მტკიცე (ალბათ), მაგრამ ცოტა განათლება აკლია.

      თუმცა რა?! როცა ხედავნ მგალობლების ხორხოცს, საუბარს, ჟრიამულს, ნაბახუსევ სახეებს, ტელეფონზე თამაშს, შვილისტოლა სტიქაროსნების ამაყ რჩევებს, მითითებებს, "კურთხევებს", დარიგებებს, ისინიც ბრზადებიან ჩვენზე და არც უნდა მიკვირდეს უბრალო მრევლის ასეთი ქმედება. არ ვიცი რაზე ვიდარდო, ნამდვილად აღარ ვიცი.

      ახლა არ დაიწყოთ ეს ხალხი ბნელიაო და ესაო და ისაო. ყველანი ვყოფილვართ ამ სიტუაციაში და ყველანი მოვქცეულვართ ისე როგორც იქცევა ბრბო. ვწერ იმიტომ რომ ხშირად წავიკითხო და მახსოვდეს - როგორ არ უნდა მოვიქცე ეკლესიაში საღმრთო ლიტურღიისას ანდა უბრალოდ სხვა მიერ გულით აღვლენილი ლოცვისას.

      პატივი ვცეთ ერთმანეთს ჩემო კარგებო და ნუ შევჭამთ პატრიარქს ცოცხლად. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას და ისიც წარმოიდგინეთ რა საშინელი შეგრძნება იქნებოდა, ერთი წირვის განმავლობაში ათასობით ადამიანს რომ სდომოდა თქვენი ხელების დაკოცვნა, თვენს მხრებზე ხელის შეხება, თქვენს მიერ პირადი დალოცვა და კიდევ ვინ მოსთვლის რა აღარ...

გადავეჩვიოთ პრივატიზებას!

მადლის მიღება ჩვენებურად, შევჭამოთ პატრიარქი ცოცხლად, ქველიბლოგი, ბლოგი, სვეტიცხოვლობა, პატრიარქი, მრევლი, წირვა, qwelly, patriarch, svetitkhoveli, sveticxoveli, blog

ნახვა: 1096

ტეგები: Qwelly, დიალოგი, მრევლი, პატრიარქი, სარწმუნოება, სვეტიცხოვლობა, ქველი, ქრისტიანობა

შორენა კენჭოშვილი: ნოემბერი 11, 2013||12:16am

ამას დადებითც აქვს ხალხს უყვართ პატრიარქიი და ყველს ახლოს უნდა მისვლააა..ეს ჩვენ რწმენისთვის კარგიაა ..მაგრამ ქართველებიი როდის ვისწავლით წესრიგსს ეგ არავნი არა იცის სამწუხაროთ

tsira: ნოემბერი 11, 2013||12:23am

ლაშა ჯობს იაროს ხალხმა ვიდრე ტელევიზორით უყუროს. ალბათ, დადგება დრო როცა ვისწალით ტაძრში მოქცევის წესებს. მე მჯერა.

ლაშა: ნოემბერი 11, 2013||12:27am

შორენა კენჭოშვილი იცი რას ვფიქრობ? :( პატრიარქის სიყვარული კი კარგია და მეც მიყვარს, მაგრამ პატრიარქი რომ აღარ იყოს, მერე ქრისტე გვეყვარება? :( 

Tsira შენ ჩემზე უკეთ იცი რომ მადლის მიღებასა და სასჯელის მიღებას შორის ზღვარი ბეწვის ხიდზე ჰკიდია :( 

შორენა კენჭოშვილი: ნოემბერი 11, 2013||12:39am

ალბათ არა ...და იცი რატოო ეხლა მოდაშია ეკლესიაში სიარულიი...ღმერთმა მაპატიოს თუ ვდებიი..და გამიხარდება კიდევაც რო ვცდებოდეეე :(

tsira: ნოემბერი 11, 2013||12:44am

მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე. მაინც ვფიქრობ მისვლა ჯობს. იქნებ მისულზე ერთს მაინც შენსავით არ მოეწონოს და უკეთ მოიქცეს. ჩვენ ჯერ კიდევ რელიგიურ განათლებას მოკლებულები ვართ. ბევრი რამ არ ვიცით. ისე მაგალითის მიმცემიც უნდა გვყავდეს:) პატრიარქს არ ვგულისხმობ ალბათ მიხვდი. ბავშვმა კითხვა რომ ისწავლოს  მილიონჯერ უნდა გაუმეორო, თან სიყვარულით. ასე  რომ

ლაშა: ნოემბერი 11, 2013||12:48am

Tsira კარგი, დავაკოპირებ ამ პოსტს მილიონჯერ :D 

შორენა კენჭოშვილი რავიცი რავიცი :) :( 

მარიამი ❀: ნოემბერი 11, 2013||9:23pm

----------- ეპიზოდი (განუმეორებელი)  <  :DDDDDDD გავიგუდე სიცილით  :D   ხომმ...ისე სერიოზულად თუ შევხედავთ ერთადერთი შემიძლია ვთქვა ეს  არის გაუნათლებელი ბრბო...პ,ს განათლება წიგნების კითხვიით არ მთავრდება :))

ლაშა: ნოემბერი 11, 2013||11:53pm

მარიამი ❀ ჩეკურიშვილი ნაწილოობრივ გეთანხმები ნადვილად :) 

BrOliKa: ნოემბერი 12, 2013||12:43am

მაგ ეპიზოდზე მეც გავოცდი :D საშინელებაა მართლა რა :( 

Ann: ნოემბერი 24, 2013||3:01pm

"..წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას.."- ამაში ნამდვილად გეთანხმები... ყველას რომ შეეძლოს (არა მარტო ამ საკითხში) სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... ამაზე ლაპარაკი არც იქნებოდა საჭირო.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters