...სევდიანი, ფიქრთ გასართველად...
ნ.ბარათაშვილი
ეს მოთხრობა ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე სხვა ბლოგზე და ველოდი ზუსტ დროს გადმოსატანად...
- გამარჯობა!
- ...
- ვიმეგობროთ?
- ...
- ჰო, კაი, კაი!
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს!
- ჰა, ახლა მაინც ვიმეგობროთ?
- არა!
- რატომ ასე ცივად?
- თბილად რაღატომ?
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს!
- როგორ ხარ?
- ცუდად!
- რატომ?
- კარგად როგორ უნდა ვიყო?
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს!
- როგორ ხარ?
- ცუდად!
- ისევ?
- ჰო!
- სულ ასე უნდა იყო?
- არა!
- აბა?
- აღარ უნდა ვიყო!
დრო...
დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ... დუდუნ... დუდუ... დუ...
დილის 5 საათია. ამ ღამით უკვე მეათე მატარებელმა ჩაიარა და მეათედ დაიკარგა პირდაღებული მთის შავ ხვეულებში.
წვიმს... ტირის... მინას ცის ცრემლები სისხლძარღვევებივით სერავენ. უკანონოდ გაჩერებული მანქანა, ბოლო წუთამდე ხრიალებდა... ფარები ჩაქრა... აქ შუაწელია...
წვიმს... მინის, დაღლილი მწმენდავები შუა გზაზე გაჩერდნენ... "მიდის მოდისო", მაგრამ ახლა მხოლოდ მივიდა, უკან არ დაბრუნებულა... წყალშეპარული "დინამიკიდან," ვიწრო, მუდამ მოჭუტული თვალებით, იყურებოდა წყნარი მუსიკა... მუსიკა სამყაროს ავსებდა... ციხის გისოსებიანი მოაჯირი...
ამაღლდა. მბჟუტავი ნათელი, გაყინული სითბო... მერე ფრენა... ფრთები არ აქვს, თუმცა მიფრინავს და უკან მოსდევენ შორიდან მოსული ყვითელი ფოთლების თაიუგულები...
წვიმს... არა! თოვს... წვიმს... იისფერი წვიმის წვეთები კალეიდოსკოპად ხატავენ სამყაროს... მიფრინავს... დაეცა... წამით იგრძნო სამყაროს მხურვალება - სიყვარული... სიყვარული სახეზე მიეყინა...
წვიმს... ზურგზე სისველეს გრძნობს...წყვდიადი... დაგუბებული ყურები... ისევ ცა.. ცა ისევ მოქუფრულია... ჯერ არ გადაუღია...
* * *
კაი ხნით ადრე!
თითით მიწაზე სიყვარულს ხატავდა როცა ხმა მოესმა - "სტუმარი მყოლია!"
თავი ნელა აწია. შეშინებულ თვალებს იმედგაცრუება შეეპარათ - "აქაც არ ვარ მარტო"! - გაიფიქრა. მერე წამოდგა. თვალი არემარეს მოავლო, მაგრამ ბამბუკების გარდა ვერაფერი დაინახა. ცას ახედა. ღრუბლები აღმოსავლეთით, ფინიშის ხაზს უახლოვდებოდნენ. "მომეჩვენაო" გულში გაიფიქრა და ხატვის გაგრძელება დააპირა.
- მოჩვენება გეგონე ხომ? - ჩაიცინა ხმამ.
უკვე ფეხები აუკანკალდა. სხეული ერთიანად აუცახცახდა მაგრამ არ შეიმჩია, გაგულიანდა და შესძახა:
- ვინ ხარ და რას იმალები? გამოდი რა.
- სულაც არ ვიმალები... ჩემთვის მივდივარ და ვერ ჩავაღწიე. იმხელა კუდი მაქვს, ბოლო არ მიჩანს, მაგრამ ვერც ის გამიგია სად კუდი ვარ და სად თავი... ვერ დავმრთავდრი რა...
- რეებს მიედ-მოედები? რას ბოდიალობ? ანდა რა გამოცანებით ლაპარაკობ? გამო რა! პელე შენ ხარ?
- პელე? თუ გინდა პელე დამიძახე, ჩემი რა მიდის, სახელი მაინც არ მაქვს და...
- თუ ძმა ხარ გამოდი და მეჩვენე, ნუ მამაიმუნები, შენს გუნებაზე არ ვარ. თან არც ეგ იუმორია მაინცდამაინც სასაცილო. გინდა მოდი, გინდა არა! მე საქმე მაქვს...
- მოვიდე?
- აკი გითხარი მოდითქო! ვააახ! მოდი ჰა, გელოდები...
ის-ის იყო დაიხარა ნახატის დასამთავრებლად რომ მდინარემ სიყვარული გადაურეცხა...
შეცბა. ახლა უფრო მეტი სიფითრე იგრძნო თვალებთან.
- რამ შეგაშინა? მაპატიე შენი სიყვარულის ნახატი რომ წავშალე. მოდიო მითხარი და მოვედი რა...
- რა? მდინარე მელაპარაკება?
- გაგიკვირდა? მიეჩვევი რა...
ყვირილი მდინარი მეორე ნაპირზე - "ხალხო! სანაპიროზე კაცი აგდია, სასწრაფოში დარეკეთ მალე!"
ჯერ ერთი თვალი გაახილა, მერე მეორე. მერე წამწამები აახამხამა, "ობიექტივი" გაასწორა და არც მაინცდამაინცთეთრხალათიანი ექიმი ჯერ დალანდა, შემდეგ კი მკაფიო გამოსახულებად აღიქვა.
- სად ვარ?
"ბანალური შეკითხვა! პაციენტი გადარჩა!" - შესძახეს თეთრხალათიანებმა
- საავადმყოფოში!
- რა მოხდა?
- რა სერიალის გმირივით გველაპარაკები შე კაცო. აბა ჩვენ რა ვიცით? სასწრაფოთი მოგიყვანეს, ასე თქვეს თავს იკლავდაო - ხმრებაჩეჩილებმა ერთმანეთს გადახედეს.
- რა თავს ვიკლავდი კაცო!
"უკვე იტყუება! სრული რეაბილიტაცია!" - კიდევ ერთი სამედიცინო დიაგნოზი.
- რას გვატყუებ? ვის არ მოგვიკლავს თავი? მაგრამ ამ ახალ თაობას რას გაუგებ... ახლა არ თქვა ჩემი შეყვარებული, ჩემი ძმის ნათლულის შეყვარებულიც აღმოჩნდაო, თორემ GLOBO_ს დავანიშნინებ ჩემთვის ხელფასს, მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის... მით უფრო რომ არც გამაფრთხილა...
როხროხა სიცილმა მწვანე კედელზე შერჩენილი უკანასკნელი "თეთრი" კაფელიც ჩამოაგდო... ხმარუზე ხალხი დამშვიდდა.
პაციენტი წამოჯდა.
- რომელი საათია?
- ჩემთან სამს უკლია 15, შენთან?
- ჩემთანაც რა - უპასუხა სათვალიანმა, შეკითხვის სავარაუდო ადრესატმა.
- კარგით რას იცინით? მითხარით რა მოხდა, რატომ ვარ აქ? როდის მომიყვანეს?
- 3 საათის უკან სანაპიროზე გიპოვეს გაშხლართული. მერე 03 აკრიფეს და აქ ხარ რა. აი, მდინარის პირას რატომ იწექი, მითუმეტეს ტანსაცმლიანი, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. შენ უფრო უნდა იცოდე მაგაზე პასუხი.
- უი, სანაპირო... მდინარე... ლაპარაკობდა - წამოიძახა გონებაგანათებულმა, მაგრამ უმალ ენაზე იკბინა, როცა ოთხი გაოცებისგან პირდაღებული ექიმის დაინახა.
- რა ლაპარაკობდა? მდინარე? - ეჭვის თვალით შეხედეს ექიმებმა.
- არა კაცო, რა მდინარე. ტელეფონზე ვლაპარაკობდი როცა გავითიშე! - გამოსავალი უცბად იპოვა.
- ააა... გასაგებია. ეგრე რა შე კაცო, თორემ კინაღამ ასათიანზე გიკარით თავი - ისევ სამედიცინო იუმორი.
- კარგით, წავალ აბა მე სახლში.
- რას მოდიოდი?... - ისევ სამედიცინო იუმორი.
- აბა მადლობა და ნახვამდის!
- მადლობა სალაროში ჩაიტანე და მაგის ექვივალენტს გადაგახდევინებენ ლარებში - სამედიცინო, მომგებიანი იუმორი.
"ოხ მე თქვენი!" - თავისთვის ჩაილაპარაკა პალატიდან გამოსულმა პაციენტმა - "ყველგან ფულის მახეა რა..."
ბოლო საფეხურიდან ჩამოხტა, დერეფანში მარჯვნივ სალარო მონახა და "მადლობა" ლარებში გადაიხადა.
მთელი გზა ჩუმად იყო. კონტროლიორის დანახვაზეც კი არ შეხრია წარბი. ტრანსპორტი გამოიცვალა. ოთხმოცდაათიანი წლების დინამიკებში გამომწყვდეულმა ნინო ჩხეიძემაც ვერ მიიპყრო მისი ყურადღება.
"გაჩერებაზე გააჩერეთ!!!" - გაისმა მარშუტკაში.
ჩამოსვლა მისთვისაც ხელსაყრელი იყო... ოციოდე მეტრს ფეხითაც გაივლიდა კაცი... საღამო ხანია. ქარვისფერი მზე მთებშუა აპირებს ჩასვენებას... ბაცწითელ სხივებს ფარჩებათ აფენს შეყვითლებულ მთის კალთებს...
შუაგულ ხიდზე იდგა. გადახედა მდინარეს და გაიფიქრა: "ვერ ვარ კარგად რა. რა მდინარე ლაპარაკობს? მგონი წუხელ არ მეძინა ანდა საბანი არ მეფარა მთლად კარგად. უკვე ზეზეურად ვხედავ სიზმრებს... ეეეეჰ... ჩემი საშველი არ არის!"
ოთახის კარი შეაღო და ფუმფულა ბალიშს საყვარელი ქალის სხეულივით მოეხვია.
- რას მივეჩვევი? შენთან ლაპარაკს? მოიცა სხვებთანაც გილაპარაკია?
- არა შენ პირველი ხარ და განუმეორებელი - იცინის. - უბრალოდ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო და შენც მიეჩვევი რა...
- ვაი დედა!
- კაი თორემ ისევ გული წაგივა. ხომ გაგიგია "წყლის წარებულს წყალივე მოიტანსო?
- ეგ ქარზეა თუ არ ვცდები და თან პირიქით...
- ჰო მაგრამ ახლა მე ვარ აქ მთავარი, ამითომ შენი სიყვარულიც არსად წამიღია და ნუ მებღვირები. ისევ მანდაა სადაც ხატავდი. გაინძერი და იპოვე.
- ახლა მართლა წამივა გული.
- ნუ ბავშობ რა...
ისევ ყვირილი. ისევ 03. ისევ საავადმყოფო. ყვითელკბილებიანი ექიმის ისევ ისეთი სამედიცინო ხუმრობები. ისევ "გაყვლეფა" და ისევ ბალიში.
- ვერ გავიგე რა! მე რატომ მელაპარაკები?
- იმიტომ რომ ფიქრობ.
- მოიცა სხვები არ ფიქრობენ?
- სხვები ჩემთან არ ფიქრობენ.
- და მაინც ვინ ხარ?
- არავინ!
- სულ არავინ?
- რავიცი, მგონი არავინ!
- როგორ მელაპრაკები?
- როგორ გიბედავ? - იცინის.
- არა. რითი მელაპარაკები?
- ფიქრით.
"უი, მე ხომ პირიც არ გამიღია ჯერ" - გაიფიქრა.
- ჰოდა, მაგას ვამბობ მეც რომ პირიც არ გაგიღია ჯერ...
- მაგარია! მოლაპარაკე მდინარე! მარტო ჩემს აზრებს კითხულობ?
- ჰო...
- რა პრივილეგირებული ვარ.
- ნუ ლაპარაკობ მაგ რთული და უაზრო სიტყვებით.
- კარგი. რითი დავიმსახურე ეეს?
- ჩემთან ლაპარაკი?
- ჰო.
- უცნაურად გიყვარს და იმით.
- მოიცა სიყვარულსაც გრძნობ?
- რატომ არ უნდა ვგრძნობდე? მეწყინა.
- ახლა გონს დავკარგავ
- ისევ სულელობ რა.
სხვა ყვირილი. ახლა უკვე "mercedes - 03", "уаз буханка" - 03_ის ნაცვლად. სხვა საავადმყოფო. შეთეთრებული ჭერი. მოცისფრო კაფელი. თეთრებში გამოწყობილი, ანგელოზის ღიმილიანი მედდა, საოცრად მზრუნველი თვალებით. დაზღვევის პოლისი. პაციენტისთვის გადახდილი მადლობა. კომფორტული მარშუტკა და დინამიკებში Robbie Williams - Something Stupid. მერე ისევ ოთახი და მოიისფრო ბალიში.
- ე.ი. ჩემს აზრებს კითხულობ, მარტო მე მელაპარაკები და მხოლოდ მე მესმის შენი?
- 5+!
- გავგიჟდები.
- "უკვე გიჟი ხარ, შე საცოდაო შენ!" - იცინის!
- ფილმებსაც უყურებ? მაგარია! ვინ ხარ?
- არავინმეთქი ხომ გითხარი.
- ჰო მითხარი... ცუდად ვარ!
- რა გასაკვირია - მდინარეს ელაპარაკები - იცინის.
- როგორ მინდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს. ახლა თვალებს დავხუჭავ და გაქრი კარგი?
ისევ 03, ისევ ყვითელკბილა ექიმი. "იუმორი". სალაროში დატოვებული ილია ჭავჭავაძის ორი ფოტო. ნინო ჩხეიძე, ხიდი და ბალიში.
* * *
.
.
.
.
.
* * *
- კარგი. გავიგე რომ ეს ცხოვრება ასეთა, ვერ დავიწყებ თავიდან, მაგრამ 9 სიზმარი ვნახე, ნუთუ დრო არაა რომ შემეშვა?
- ალბათ არა!
- რატომ?
- იმიტომ რომ შენ მელაპარაკები ე.ი. აზროვნებ, ე.ი. გიყვარს.
- ხო, ბოლოს რომ მითხარი აზროვნებო და გიყვარსო ანგელოზივით მედდა ვნახე, დანარჩენი სულ ყვითელკბილა ექიმები მელანდებიან.
- მე არაფერშუაში ვარ... სიზმარიც შენია, ფიქრიც და სიყვარულიც.
- თავისუფლება მინდა! გამიშვი!
- წადი, მაგრამ ვიცი მოხვალ.
- მეე? შენთან?
- ჰო.
- აღარ მინდა მოსვლა.
- ისე ვერ დამემშვიდობები.
- ამდენი ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი ვინ ხარ. ვერც შენ მიხვდი?
- მე შენი ფიქრი ვარ. აზროვნება.
- მდინარე რატომ ხარ?
- იმიტომ რომ ვმოძრაობ, იმიტომ რომ არ ვმეორდები.
- თუ ჩემი აზროვნება ხარ, რატომ ხარ ჩემგან გარეთ, ჩემგან დამოუკიდებლად?
- იმიტომ რომ შენ იყავი ჩემში. მერე შენ მოინდომე ასე ყოფნა. მე გამაცოცხლე და მერე უარი თქვი ჩემზე.
- მგონი ძალიან ჩახლართე! ვერფარი გავიგე.
- არაუშავს. ვერც მე გავიგე ვინ ვარ. - იცინის.
- ახლა ვფიქრობ კიდევ ერთი სიზმარი ხომ არ მენახა?
- ეს ხომ უკვე სიზმარია.
- როგორ ახლა მძინავს?
- ალბათ.
- აბა როგორ ვაზროვნებ? შენ როგორ გელაპარაკები?
- ჯერ ერთი სიზმრისთვის სულაც არაა საჭირო გეძინოს, მეორეც შენ მგონი სულ არაფერი გისწავლია სკოლაში! "ძილში ადამიანის გონება არ ისვენებს, ის მაინც ფიქრობს". ეს არსად არ წაგიკითხავს? - იცინის.
- ნუ დამცინი! ნეტავ ვინ ხარ?
- შენ!
- მე?
- ჰო.
- მე კი არა ცხოვრება! - გაიღიმა.
- ცხოვრება? მეფერები? - იცინის.
- ნეტავ არ გხედავდე როგორ მიედინები. არ გინდა გაჩერდე?
- გახსოვს პირველად რა გითხარი? ვერ გავჩერდები, ვერ დავმთავრდებითქო!
- ე.ი მარტო ჩემი არ ხარ!
- ისევე როგორც შენ არ ხარ მარტო შენი!
- თავისუფლება მინდა.
- უნდა დასველდე.
- მოდი თვალებს დავხუჭავ.
აღარავინ ყვირის.
აღარ არის 03. არც საავადმყოფო. არც ყვითელკბილებიანი და არც ანგელოზის ღიმილიანი ექიმი. მხოლოდ მანქანა, მაგრამ სხვა. წყნარი მუსიკა და გზა... გზა რომლის ბოლოც არ ჩანს...
წვიმს...
ხიდი - ორის გადაკვეთა... ერთს თავი-ბოლო აქვს, მეორეს - არა. მანქანა გაჩერდა... ფარები ჩაქრა... კარი გააღო.. მოაჯირზე შედგა და გადახტა... მიფრინავს... იცის უნდა დაეცეს... ეშინია...
გამოიღვიძა... ოფლში ცურავს... წვიმს... მანქანის კარი ღიაა... წვიმით დაცვარული დინამიკი Yiruma - Moonlight_ს ასმენინებს სამყაროს... გარეთ გადმოვიდა... უცებ სიცივე იგრძნო... თმები დაუსველდა... ციხის გისოსებიან მოაჯირს ხელები დააყრდნო...
- გახსოვს თავიდან რა ქენი?
- რაზე ამბობ?
- სიყვარულის ნახატი წამიშალე! რატომ ქენი ეს?
- ვეღარ დახატავ?
- კი. დავხატავ. შენ რატომ წაშალე ის თქვი.
- იმიტომ რომ მაინც დახატავ. მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა, თუ არ დახატავ შენ მაინც ხედავ, დახატავ და შენს გარდა მაინც ვერავინ დაინახავს.
- არ მახსოვს რისი ფორმა ჰქონდა.
- გულის არა ყოველშემთხვევაში - გაიღიმა.
- კარგია.
- ჰო.
- ჩემს სიყვარულს გულის ფორმა არ უნდა ჰქონდეს, ის მრგვალია, სამყაროს ჰგავს!
- მოხვალ ჩემთან!
- მე ისედაც შენი ვარ!
მოაჯირზე ფეხი შედგა. ლამპიონის ბოძს მოეჭიდა და მბჭუტავ ნათურას ხელი მიადო თბილი იქნებაო, მაგრამ გაყინულიყო...
- იცი რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ!
- მე ფრენა არ ვიცი.
- მერე რა... მთავარია დაფრინავ...
- დამღალა ამ გამოღვიძებამ. მოდი ახლა გადმოვხტები და მანდ დამტოვე კარგი?...
- კარგი... ისე შენ სინამდვილეში არც წასულხარ აქედან...
მიფრინავს... უკან ყვითელი ფოთლების თაიგულები მისდევენ...
წვიმს...
მიფრინავს და ფიქრობს - "კიდევ გამოიღვიძებს?"
ალბათ კი! ცხოვრებაა ასეთი - მიდის, მიდის და თავიდან იწყებს, მაგრამ სხვას...
წვიმს... არა თოვს... წვიმს!
სადაცაა უნდა დაეცეს, მაგრამ არ ეცამა... ფრენა ისწავლა...
წვიმს... არა თოვს... წვიმს!
სამყარო კალეიდოსკოპივითაა...
ზურგზე აღარ გრძნობს სისველეს...
ცას ახედა... ის აღარ ტირის... ღრუბლები გაიფანტნენ... იისფერი ვარსკვლავები ცისარტყელად აკიაფდნენ...
აღარ წვიმს...
ის კი მიფრინავს!
ააააააააამ :)) მეთქი საიდან მეცნობაა :*
'' წვიმს... ტირის... მინას ცის ცრემლები სისხლძარღვევებივით სერავენ''
ლაშეეს შენი აწეერიილიაა... ))
მახსოოვს... როომ წავიიკითხეე.. უხსოვარ დროოს )))
კი ცის, თავშივე ავღნიშნე ჩემი ავტორობა :D
ზუსტად, რომ დროული იყო :))
მომეწონა გულის ფორმა რომ არ ჰქონდა =))) და საერთოდ და საერთოდ მომეწონა :)
Kakha პირველად წაკითხვას ზუსტად ეგ მუღამი აქვს - ეფექტურობა!
თამარ ჯოჯუა ჰო, გულის ფორმა არ უნდა ჰქონდეს, რა დააშავა ფილტვმა? :D ეს ხუმრობით და ისე კიდე - მადლობა და მადლობა და დიდი სიხარული თუ მოგეწონა :*
:)) ძალიან მომეწონაა.... '' ის-ის იყო დაიხარა ნახატის დასამთავრებლად რომ მდინარემ სიყვარული გადაურეცხა...''
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია