ანუ შევჭამოთ პატრიარქი (ცოცხლად)!

მადლის მიღება ჩვენებურად, შევჭამოთ პატრიარქი ცოცხლად, ქველიბლოგი, ბლოგი, სვეტიცხოვლობა, პატრიარქი, მრევლი, წირვა, qwelly, patriarch, svetitkhoveli, sveticxoveli, blog
(პიროვნულად, ფოტოზე გამოსახულ არცერთ ადამიანს არ ეძღვნება ეს პოსტი!)

      წინასწარ ვიტყვი - ცოტა რომ მომეცადა და მერე დამეწერა, ალბათ ემოციაც გადამივლიდა და ასეთი სასტიკი არ ვიქნებოდი, ან საერთოდ არ დავწერდი და ცოტა მეტ ქრისტიანობას გამოვიჩენდი, მაგრამ ახლა... ოჰ ახლა როგორი გაბრაზებული ვარ!

      დიახ, შესაძლოა ძალიან გადავაჭარბე, თუმცა აღარც მგონია რომ ძალიან...

      კი, კი მკითხველო, ხალხს თუ მიუშვებ პატრიარქსაც ცოცხლად შეჭამენ ოღონდ კი მისი "წმინდა სხეულიდან" მადლი მათზე გადმოვიდეს. საშინელებაა არა?

      არ ვიცი ჩემო კარგებო რა დავარქვა ამას, ან რა უფლებით დავიწყო ვინმეს დამოძღვრა?! ადრე პატრიარქი წელიწადში ორჯერ სტუმრობდა სვეტიცხოველს და წელიწადში ორჯერ კიდევ გაუძლებ "მორწმუნეების შემოსევას" კაცი, მაგრამ ახლა ბოლო რამდენიმე კვირაა სულ სვეტიცხოველში აღესრულება უწმინდესის მიერ საღმრთო ლიტურღია და როგორც ჩანს ამან ჩემზეც იმოქმედა. რომ იტყვიან მოთმინების ფიალა ამევსო. ცინიკოსობა, იუმორი, სიცილი, ხარხარი, ცოტა გაბრაზება - ეს ყველაფერი ყოველ საპატრიარქო წირვას თან ახლავს და ვინაიდან ბოლო თვის განმავლობაში ნამეტანი დამიგროვდა, ახლა ერთიანად ამოხეთქა.

რა გჭირთ ხალხნო, რა?!

      დღეს ჩემს უკან პატარა გოგონა იდგა, 10 წლის თუ იქნებოდა, ისეთი ლამაზი თვალები, მრგვალი სახელი, თბილი გამოხედვა და ღიმილი გქონდა რომ მოფერება და ჩახუტება მოგინდებოდათ, მაგრამ მთელი წირვის განმავლობაში ძალს ის და ძალს მე.

      იდგა ჩუმად, სტიქაროსან-მგალობელს ვერაფერს მეუბნებოდა, უკნიდან აწვებოდნენ, ის მე მაწვებოდა და მეც ჯიქურ ვიდექი და ჩემს ფილას არ მოვშორებივარ, დანიშნული მაქვს და ვერსად წავალთქო. ხალხი კი მაინც აწვებოდა და აწვებოდა, კინაღამ გული შეუწუხდა ამ საყვარელ ბავშვს. მეცოდებოდა, შემეძლო ცოტა წინ გადამეშვა და ისიც დაისვენებდა და მეც, მაგრამ ერთს გაუშვებ და მერე ათი მოვა "მეც მინდას" ძახილით. ჰოდა, ამ მგალობელმა კაცმა და სხვა მართლმორწმუნე მრევლმა კინაღამ გავსრისეთ ეს უდანაშაულო გოგონა.

      ალბათ იკითხავთ რატომ?!

      აი, მე სულ ამას ვკითხულობდი.

დიალოგი N1

- უკაცრავად შეიძლება გადავიდე?

- იცით ადგილი არ არის და ვერ გადაგატარებთ, მერე იქიდან ისევ ჩვენ უნდა მოგვაწვეთ და ვერ ვიგალობებთ ასეთ რეჟიმში.

- აი, იცით იქ რომ დავდგე? ხელს არ შეგიშლით გპირდებით.

- რატომ უნდა დადგეთ იქ?

- პატრიარქი მინდა რომ ახლოდან ვნახო.

მერე უკვე ვცინიკოსობ...

- ტელევიზორში რომ ნახოთ, იქ სულ ახლო კადრით აჩვენებენ.

მერე სტანდარტული გამოხედვა სადაც ეწერა რომ თავხედი და ამპარტავანი ვარ (არადა ვიცინიკოსე) და რჩევა - "კარგით თქვენს საქმეს მიხედეთ".

- დიდი მადლობა - კვლავ ვიცინიკოსე.

დიალოგი N2

- ქალბატონო ხომ ხედავთ რომ ვერც თქვენ დგახართ, ჩვენც ვერ ვგალობთ და ხელი გვეშლება და იქნებ უკან, კვართი რომ არის, იმ სვეტთან გადაბრძანდეთ? არც ისე ბევრი ხალხია და თან კვართთან იქნებით.

- კი შვილო მაგრამ მინდა პატრიარქი უფრო ახლოს ვნახო, ახლოს უფრო მეტი მადლი იგრძნობა.

- ქალბატონო, პატრიარქი კვართის თაყვანისსაცემად არის აქ მოსული და ის იქიდან იღებს მადლს და არ ჯობს პირდაპირ თქვენ კვართისგან მიიღოთ?

- ვაიმე შვილო (მეტად თბილი სახით), დიდი მადლობა დედი, მაგრამ იქ გადავალ და ცოტა ახლოდან შევხედავ, მინდა სურათი გადავუღო.

- არადა ინტერნეტში რამდენი კარგი ფოტოა პატრიარქის (კვლავ ჩემი ცინიზმი).

დიალოგი N3

- ცოდოა ბავშვი, წინ გაიჭყლიტება.

- იცით, ამერიკაში მიდის და უნდა რომ პატრიარქის ფოტოები და მეუფის ფოტოც წაიღოს.

- ქალბატონო, ამერიკაში ინტერნეტი იქნება და თუ ზოგადად პატრიარქის ფოტო უნდა, იქნებ ისინი აჩვენოს მეგობრებს.

- არა, თავისი უნდა ხომ გესმით.

- კი, როგორ არ მესმის.

ეპიზოდი (განუმეორებელი)

ბავშვი ტირის. დედა ძუძუს აწოვებს. ჩემს გვერდით, არა - ცოტა უკან.


P.S.

      ეს მცირე მონახაზია იმისა, რაც იქ ხდება.

      ამ პოსტით არ არავის ძაგებას ვაპირებ და არც არავის ქილიკს, უბრალოდ მე ჩემი თავიც მეცოდება ამდენი ცინიკოსობით საღმრთო ლიტურღიაზე და ცოტათი ეს ხალხიც რომელსაც გული წრფელი აქვს და რწმენა მტკიცე (ალბათ), მაგრამ ცოტა განათლება აკლია.

      თუმცა რა?! როცა ხედავნ მგალობლების ხორხოცს, საუბარს, ჟრიამულს, ნაბახუსევ სახეებს, ტელეფონზე თამაშს, შვილისტოლა სტიქაროსნების ამაყ რჩევებს, მითითებებს, "კურთხევებს", დარიგებებს, ისინიც ბრზადებიან ჩვენზე და არც უნდა მიკვირდეს უბრალო მრევლის ასეთი ქმედება. არ ვიცი რაზე ვიდარდო, ნამდვილად აღარ ვიცი.

      ახლა არ დაიწყოთ ეს ხალხი ბნელიაო და ესაო და ისაო. ყველანი ვყოფილვართ ამ სიტუაციაში და ყველანი მოვქცეულვართ ისე როგორც იქცევა ბრბო. ვწერ იმიტომ რომ ხშირად წავიკითხო და მახსოვდეს - როგორ არ უნდა მოვიქცე ეკლესიაში საღმრთო ლიტურღიისას ანდა უბრალოდ სხვა მიერ გულით აღვლენილი ლოცვისას.

      პატივი ვცეთ ერთმანეთს ჩემო კარგებო და ნუ შევჭამთ პატრიარქს ცოცხლად. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას და ისიც წარმოიდგინეთ რა საშინელი შეგრძნება იქნებოდა, ერთი წირვის განმავლობაში ათასობით ადამიანს რომ სდომოდა თქვენი ხელების დაკოცვნა, თვენს მხრებზე ხელის შეხება, თქვენს მიერ პირადი დალოცვა და კიდევ ვინ მოსთვლის რა აღარ...

გადავეჩვიოთ პრივატიზებას!

მადლის მიღება ჩვენებურად, შევჭამოთ პატრიარქი ცოცხლად, ქველიბლოგი, ბლოგი, სვეტიცხოვლობა, პატრიარქი, მრევლი, წირვა, qwelly, patriarch, svetitkhoveli, sveticxoveli, blog

ნახვა: 1061

ტეგები: Qwelly, დიალოგი, მრევლი, პატრიარქი, სარწმუნოება, სვეტიცხოვლობა, ქველი, ქრისტიანობა

ლაშა: ნოემბერი 24, 2013||10:06pm

ანა მზარელუა, ჰო... ზოგჯერ აუციელებლია სამყაროს სხვისი თვალებით ვუყუროთ :( 

ლაშა: ნოემბერი 24, 2013||10:08pm

Kakha ირონია იუმორის ხარჯზე კარგი გამოსავალია :P :P მაგრამ ერთხელ ამომიდგები გვერდში და დამიწყებ "გადამატარე რა, წინ მეუფე მელოდება" და მსგავსი ტექსტები და არ გაგატარებ!!! :P :D :D :D 

ლაშა: ნოემბერი 25, 2013||1:43am

Kakha უბრალოდ გამატარეს გეტყვი თუ, გამატარე მამაო :D :P 

ლაშა: ნოემბერი 25, 2013||1:57am

Kakha მამაოობა შენთვის უბრალოდ ზედწოდება ან სტატუსია ხო??? :( ნამდვილი "ღვდელი" იქნებოდი :P :D :D :D 

ლაშა: ნოემბერი 25, 2013||2:18am

შენ მძიმეების დასმაში ვერავინ გაჯობებს :D :D :D :P 

ანუ ღირსი არა, ვარ ღირსი არა, ვარ ღირსი არა ვარ

ლაშა: ნოემბერი 28, 2013||12:22am

თითქოს ვიფიქრე თავი დავანებებ ამ თემასთქო, მაგრამ....

მოკლედ, სიტუაცია დიდუბის ავტოვაგზალზე...

- კალენდარი პატრიარქის გამოსახულებით, ღირს ერთი ლარი... შეიძნეთ კალენდარი პატრიარქის გამოსახულებით, ღირს ერთი ლარი, აქვე არის კალენდარი ოჯახის მფარველი და წმინდა ანგელოზების ხატით! თითეულის ფასი არის ლარი.

- ერთი მომეცით?

- ხატებით?

- არა პატრიარქის სურათიანი.

----------------------------

- აბა კალენდარი პატრიარქის სურათით, ერთ ლარად... შეიძნეთ კალენდარი პატრიარქის გამოსახულებით, ღირს ერთი ლარი, აქვე არის კალენდარი ოჯახის მფარველი და წმინდა ანგელოზების ხატით! თითეულის ფასი არის ლარი, მხოლოდ ერთი ლარი

- მოგვეცი რა მე და ჩემს მეგობარს, თითო-თითო

- ანგელოზებით? 

- არა აი პატრიარქის სურათიანი...

----------------------------

ვიდრე იქ ვიყავი კიდევ 2 პატრიარქის სურათიანი კალენდარი გაიყიდა! 

No Comment Please! 

nino usenashvili: ნოემბერი 28, 2013||12:34am

სამწუხაროა ეს ყველაფერი და მე მახსენდება მაგ. ზეთის ცხების დროს კაცები პატიოსნად ჩადგებიან რიგში, პატიოსნად იცხებენ ზეთს, ხოლო ქალები ისე ვაწვებით ერთმანეთს, რომ 90-იანი წლების პურის რიგი მახსენდება :(((

ლაშა: ნოემბერი 28, 2013||1:09am

nino usenashvili ამას კიდევ რა უშავს :( უარესები და უარესები :'( მაგრამ ცუდი რა არის იცი? სხვაგან ყველგან უარესია!!! 

ლაშა: ნოემბერი 28, 2013||8:19pm

Kakha აქ უტოპიური არაფერი არ არის :( 

khatuna zitanishvili: მარტი 15, 2014||9:20pm

მტკივა ეს რეალობა...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters