ტრაგედიის წლისთავი და მოგონებები 8 წლის წინანდელი წყალდიდობიდან. დღის მთავარი თემა კი ვენეციიდან მოდიოდა და მისი დასკვნების ქართულ განხილვას წარმოადგენდა. ცხადია, დასკვნის საფუძველზე უკვე ხშირად ნანახი და გაგონილი ურთიერთბრალდებები და კინკლაობებიც ისმოდა პარლამენტარებს შორის. მთავარი ამბავი იყო ეროვნული ბანკის ბანკირის ირგვლივაც და კულტურის სფეროში წულუკიანის „დიქტატურის“ ფორმებზეც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6026 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 13 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      8 წელი ივნისის ტრაგედიიდან - თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიაზე - გვახსოვს, რამხელა დარტყმა მიიღო თბილისმა, თუმცა ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახა, რა ძალა აქვს ერთობას.

      ვენეციური პასუხი - ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს. ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს: ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე.

      კომისიაზე კომენტარები გარეთ თუ შინ და ევროპელობაში შეჯიბრი - მარინა კალიურანდი - საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად იმუშაონ. ირაკლი კობახიძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე - კონკრეტიკაა სადაა? გვითხრას მაგალითი, სადაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო, რაც არ გავაკეთეთ? - ვერ გვეტყვის. ანა ბუჩუკური - ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით უპრეცედენტოა - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე. პაატა დავითაია - ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა არის მნიშვნელოვანი სიგნალი და „ქართული ოცნების“ მკაცრი გაფრთხილება. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას, ეს იქნება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟი. მიხეილ სარჯველაძე - ურსულა ფორ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" უკრაინული კანონი კარგი იყო - როგორ შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება იყოს, ეს გასაგები არ არის. ანა წითლიძე - ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს „დებიძინიზაციას“ და ვენეციის კომისიის დასკვნა მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა. გია ვოლსკი - თუკი დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას მოხსნიან დღის წესრიგიდან, მზად ვართ კანონი არ ავამოქმედოთ. გიორგი გახარია - ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს. ირაკლი ქადაგიშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს მაინც მივიღებთ და დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას - თუ ის იტყვის, რომ ეს კანონი საჭირო არ არის, მაშინ უკან გავიწვევთ. ირაკლი კობახიძე - როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს. თინა ბოკუჩავა - მთავარი ოლიგარქი ივანიშვილი იყენებს უკანონო მეთოდებს, რომ აკონტროლოს ყველა და ყველაფერი, იყენებს, მათ შორის, მინისტრებს, საბჭოთა კომისარ თეა წულუკიანს, რომ აკონტროლოს კულტურის სფერო. გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს ბოლოს ბოლოს ბოლო შანსი, რამდენიმე კვირაა დარჩენილი, რომ შეეშვას საბოტაჟს და გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ - ბურთიც მათ მხარეს არის და მოედანიც. გია ვოლსკი მარინა კალიურანდის განცხადებაზე - „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო" - თვითონ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც კეზერაშვილი მედია მენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი - ოლიგარქი და ახლა მის შესრულებაზე აკეთებს აქცენტს. სალომე სამადაშვილი - ევროკავშირი გვთხოვს მურუსიძის სასამართლო „კლანის“ დაშლას, მაგრამ, დღეს ქვეყანას მართავს ძალა, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი შვილების ევროპული მომავალი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონს ეწინააღმდეგება, რადგან მათ დამფინანსებელს, მათ ოლიგარქ კეზერაშვილს ეს პირდაპირ შეეხება. მამუკა მდინარაძე - დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მიდგომა პერსონალიზებასთან დაკავშირებით არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ. პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ანრი ოხანაშვილი - ჩვენ სწორებას ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე ვაკეთებთ, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი მივიღოთ - გვაქვს მოცემულობა, ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის.

      ეროვნული ბაანკი და პრეზიდენტის ვეტო - ირაკლი კობახიძე - ყველა შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტო უნდა იყოს დაძლეული, რათა ეროვნულ ბანკში კრიზისის ხელოვნურად შექმნის შესაძლებლობა არავის მივცეთ. რომან გოცირიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - თქვენი აზრით, რატომ ჩაიციკლა „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთ კანდიდატზე? დავით უსუფაშვილი - გიორგი მსხილაძემ ან ბოლომდე მოგვახსენოს რა ხდება, ან პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებაზე თანაბრად არა, მაგრამ ნამდვილად გადანაწილდება როგორც უმრავლესობაზე, ისე პატივცემულ პრეზიდენტზე. ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტზე შანტაჟი და ზეწოლა იყო იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის" სასურველი ადამიანი ყოფილიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - თავის მოტყუებას არ აქვს აზრი, მმართველი პარტიის პირობებში არავითარი დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ იარსებებს. მამუკა მდინარაძე - თუ შეიძლება პარლამენტს პირველი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს და სხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებს პირველი მოადგილე, რატომ არის წარმოუდგენელი უბედურება თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეყოლება? - ასეთ მსჯელობაში შესვლა მართლა გასაკვირია. დავით უსუფაშვილი უმრავლესობას - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს აწერია: „ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ სააკაშვილის მიქარვებიდან და ჩვენც ისევე მივქარავთ“ - ვიცი, მტკივნეულია, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ამ ტკივილებს გავუმკლავდეთ. პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

      ცესკოს უფროსი პარლამენტიდან - პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რითაც ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს ასარჩევად პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

      კულტურის პრობლემები კინოში - კინოცენტრის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. განცხადება მალევე წაიშალა და ამის შემდეგ, 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. არმაზ ახვლედიანი - როცა კულტურას მართავს შავრაზმელი კომისარი, სახელად თეა წულუკიანი, რა თქმა უნდა, ის გვჭირს, რაც გვჭირს - მცდელობა, კულტურა პოლიტიკას დაუმორჩილო, მაჩვენებელია იმის, რა შავ დღეში ვართ. ხატია დეკანოიძე - თეა წულუკიანმა, რომელიც რეპრესიული მეთოდებითაა გამორჩეული, კინოცენტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დანიშნა ადამიანი, რომელიც პროპაგანდის გამავრცელებელია. მიხეილ სარჯველაძე - გაჩნდა სურვილი, კულტურის სფეროში წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს - დიახ, კინოში იღებდნენ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „ალავერდობა“, „ჯარისკაცის მამა“ თუ „ცისფერი მთები“.

      გრიგორიადისის საქმე - პროკურორი - ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ბრალდებულის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება.

      ავტომობილები და კატალიზატორები - ნოე მეგრელიშვილი - იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - 2015 წლიდან დღემდე, საქართველოდან 700 000 კატალიზატორი იქნა გატანილი, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ტექინსპექტირების მიმართულებით ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, გასულ თვეში მიმართვიანობა 20%-ით გაიზარდა.

      შიმშილობა - ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს. ჯანდაცვის სამინისტრო - ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო - დაინიშნა მედიატორი. სახალხო დამცველი - ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში და შევხვდე მშრომელებს, არის მთელი რიგი პრობლემები, რასაც ასახელებენ - აქტიურად ვართ პროცესში ჩართულები.

      სტატისტიკა - „საქსტატი“ - 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.9%-ით გაიზარდა.

      გიდების პრობლემა - ალეკო ელისაშვილი - ირანელი გიდები თავიანთ თანამემამულეებს უყვებიან, რომ „სინამდვილეში, საქართველო ირანია“, არაბები უყვებიან, რომ „ის არაბული სახელმწიფოს ნაწილი იყო“, რუსები საერთოდ სიგიჟეებს უყვებიან, რომ „თურმე რუსებმა გაგვაქრისტიანეს“ - სად არის აქ სახელმწიფო?

საზღვარგარეთულები:

      კონტრშეტევა - ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უკრაინის კონტრშეტევის საბოლოო მიზანი ყველა ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის დაბრუნებაა. ენტონი ბლინკენი - ნატო-ს მომავალ სამიტზე შეიძლება მოსალოდნელი იყოს უკრაინისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის სტაბილური პაკეტის შეთავაზება. მედია - აშშ უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მარინკასთან მტრის 14 შეტევა მოიგერიეს. კრივი-რიჰზე თავდასხმას მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ედგარს რინკევიჩი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის დაბრკოლებას არა უნგრეთი, არამედ ბევრი ქვეყნის პოზიციის გაურკვევლობა წარმოადგენს. გერმანია უკრაინას Leopard 1-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიაწვდის. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი, კონტრშეტევაში დახმარების მიზნით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აძლიერებს. ანჯეი დუდა - ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ვეღარავის დაესხას თავს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, გვექნება ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი - უკრაინულმა მხარემ ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლო. ევგენი პრიგოჟინი - უკრაინის შეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისგან - წიწილებს შემოდგომაზე ვითვლით. რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებებია. ვლადიმერ პუტინი - უნდა დავბრუნდეთ თუ არა კიევში? - ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მე ვიცი. აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია. იენს სტოლტენბერგი - უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან იპყრობენ პოზიციებს - მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება.

      მედია - კახოვკას ჰესის განადგურების გამო შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა.

      ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი „დაჟინებული მოთხოვნა“ იყო.

      ტანკერების შეჯახება - რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მდინარეში საწვავის ჩაღვრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 64

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters