სუროგაცია ეროვნულად, ახალი ავტომობილები და ვინ რა რატომ თქვა

      სტუმრობა საქართველოში მართლაც სასიამოვნოა, განსაკუთრებით თუ მთავრობა გმასპინძლობს. ევროპელი სტუმრები არ ეკლდა დღევანდელ დღეს. თუმცა დღის მთავარი თემა ჯანმრთელობის კანონცვლილებები იყო, ასევე ოპოზიციის ვერგაგუნდურება, ეროვნული ბანკის ამბები და განცხადებების კომენტირება. ასევე მხოლოდ ახალი ავტომობილები ქვეყანაში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6034 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 12 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      საჯანმრთელო კანონცვლილებები - საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება - აიკრძალება აღნიშნულთან დაკავშირებული რეკლამების განთავსებაც. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სურაგატობის ან დონორობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება „უანგარობის პრინციპით“ იმოქმედოს და ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯის გარდა, კომპენსაცია არ მიიღოს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.

      სამართლიანობა ევროპისკენ - კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ - არ მინდა, უსამართლო გადაწყვეტილებით, მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს. მამუკა მდინარაძე - თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, გვექნება შესაძლებლობა, კანონი არ ავამოქმედოთ - სხვა შემთხვევაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს 2024 წლის 1-ელი მარტიდან ავამოქმედებთ.

      სტუმარები - შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა. დომინიკ ჰასლერი - საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შექმნას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა. პაველ ჰერჩინსკი - პრემიერ-მინისტრს დღეს საღამოს შევხვდებით - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს. მთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა - საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.

      ციფრული პარტია და ოპოზიციის გუნდურობა - ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ციფრულ მმართველობაზე გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარტიის მხარდამჭერები მიიღებენ. ჩვენთან გასაერთიანებლად არავინ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ ვთქვი, რომ უნდა გვქონდეს საერთო სტრატეგია და უნდა გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის. მე ვაკეთებ პრეზენტაციას და ნიკა მელია რა შუაშია, რატომ უნდა იყოს მოწვეული? - მელია არც დიპლომატიური კორპუსის წევრია და არც არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიას 500 000 წევრი ჰყავს და სხვაზე რატომ არ მეკითხებით? საუბარი, რომ პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილის წარდგენას ვაპირებთ, უტრირებულია - ის ივანიშვილის დამარცხებისთვის გარკვეული ფაქტორი იქნება, თუმცა, რა პოლიტიკური როლი ექნება, თავად გადაწყვეტს. ირაკლი ზარქუა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს: ხდება პარტიის დაშლა და პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა - ამ ყველაფრის გვირგვინი „ხაბეა“. ალუდა ღუდუშაური - ხაბეიშვილმა თქვა გასაღები გვაქვსო - ყველა გასაღები დაკარგული აქვს და გადაეცით, რომ სახლის გასაღები მაინც არ დაკარგოს. თუ ზურა ჯაფარიძის როლი ადრე იყო, რომ შარვალჩახდილს და უკანალმიშვერილს ერბინა ოკუპანტების დამუნათებისთვის, დღევანდელი როლია, რევოლუციური სცენარებით რაიმეს მიაღწიონ - მისი ასაყირავებელი ქვეყანა არ გვაქვს. კახა კალაძე - საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებიან, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია. პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე - ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები არ გააყალბოს. თინა ბოკუჩავა - ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის ღიაა და ვითანამშრომლებთ აბსოლუტურად ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან, რომლის მიზანი რუსული რეჟიმის დემონტაჟია. პეტრე ცისკარიშვილი - ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს, რაც მეტი გვეყოლება ასეთი ამომრჩეველი, უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებით - რაც შეეხება კონფერენციას, მელია გვლანძღავს დღე და ღამე, რანაირად წარმოგიდგენიათ, ერთ დარბაზში დავსხდეთ?

      პრეზიდენტის კანდიდატები ანუ რა ხდება ეროვნულ ბანკში?! - გიორგი მსხილაძე - 2 წლის წინ ჩვენ წარმოვადგინეთ კანდიდატები, პარლამენტმა წელიწადზე მეტი არ განიხილა ისინი, ერთი წლის შემდეგ ერთი კანდიდატურა ჩავარდა, ერთმა მოხსნა თავის კანდიდატურა. პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. გიორგი მსხილაძე - თუ „ქართული ოცნება“ საბოტაჟში იმას გულისხმობს, რომ ის კანდიდატურები არ წარმოვადგინეთ, რომლებიც მათ სურდათ, ეს სხვა საკითხია - პრეზიდენტი მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ირაკლი ზარქუა - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა - არავის მივცემთ საფუძველს, რომ ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს! ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ხელში ჩაიგდოს, მიიტაცოს ეროვნული ბანკი. პაატა მანჯგალაძე - ეროვნული ბანკი რუსეთიდან შემოსული შავი ფულის გასარეცხად უნდათ - ამისთვის სჭირდებათ მორჩილი, ყურმოჭრილი მონა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს. მამუკა მდინარაძე - მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა არის სუბიექტური - საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს.

      განცხადების განმარტებები - ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით სახალხო დამცველი თავის მანდატში შეზღუდულია. ლევან იოსელიანი მისი მოადგილის განცხადებაზე - არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. საია-ს თავმჯდომარე - სახალხო დამცველის მოადგილის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროცესისთვის დამაზიანებელია.

      ავტომობილების განახლება - მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება. ოთარ შამუგია - 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაცია არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოტრანსპორტს, ასევე, რეექსპორტს და ტრანზიტს. 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ბაზრისთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება, ვინაიდან, წინა წლის მონაცემებით, ევრო 5 სტანდარტის ავტომობილების იმპორტი სრული მონაცემის 58%-ს შეადგენდა. პრემიერი - ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და უცხოეთში ყიდიან - გამოვცემთ დადგენილებას და კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.

      ლექტორი ირაკლი - ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ. კახა კალაძის აზრით, სტუდენტების შესახებ განცხადებაში ირაკლი კობახიძე მათ პოლიტიკურ ორიენტაციას გულისხმობდა.

      მთავარი აკადემიკოსი - როინ მეტრეველი „ჟურნალისტურ“ მახეში - გია ვოლსკი - აკადემიური სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა მეთაურებზე, გამოჩენილ პოლიტიკოსებზე დამკვიდრებულია მსოფლიოში, მაგრამ არც ღარიბაშვილის სურვილი ყოფილა ასეთი და ეს არც პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. ხატია დეკანოიძე - მაქვს განცდა, რომ ჭაობი და ნაფტალინი ბრუნდება - სამწუხაროა, როცა ასეთი დამოკიდებულება ისაზღვრება ხელისუფლებასა და სამეცნიერო წრეებს შორის.

      ასლან ბჟანია - აფხაზეთსა და რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა და რუსეთი - ხერსონის გუბერნატორი - კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად მდინარე დნიპროს მიმდებარედ წყალი 64 სანტიმეტრით შემცირდა - დატბორილი რჩება თითქმის 50 დასახლება. დიმიტრი მედვედევის თანაშემწე - მედვედევი თვლის, რომ კიევი რუსული ქალაქია - არ გავჩერდებით, ვიდრე არ დავიბრუნებთ. მედია - გერმანიის მთავრობას უკრაინაში Leopard-ის ტანკების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „დიდი შვიდეული“ რუსეთის მიერ უკრაინიდან გატაცებული მარცვლეულის გაყიდვასთან ბრძოლის სქემაზე მუშაობას იწყებს. Bloomberg - ევროკავშირმა შესაძლოა თავისი ბუნებრივი აირის ნაწილი უკრაინის საცავებში შეინახოს.

      იტალიური გარდაცვალება - სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 66

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters