სხვა მოლოდინი ვერც იქნებოდა - მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტის სტუმართმოყვარეობის განხილვა იყო, მითუფრო რომ ეს სტუმართმოყვარეობა კანონის გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ვერც განმარტებებმა და ვერც ფრაზების შინაარსის თარგმანებამ ვერ გაანეიტრალა ოპოზიციის კრიტიკა პრეზიდენტის ევროსაბჭო-გამოსვლაზე. დღის მეორე თემა მაცალიკაშვილებს უკავშირდებოდა და მამის პარლამენტში შესვლის სურვილს, ბრძოლას კართან.
კანონის გვერდავლით მოპატიჟე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილი - მხოლოდ შემწყნარებლობას შეუძლია გაგვაძლიეროს და წაგვიძღვეს მშვიდობისკენ. სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ დეპუტატს - რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს და არღვევს რეზოლუციებს, რასაც ჩვენ იმაზე უფრო ადრე განვიცდიდით, ვიდრე უკრაინა. პრეზიდენტმა დეპორტირებულების საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი სტრასბურგში დასვა. პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა. ლევან ბოძაშვილი - ვერავის დავეთანხმები, ვისაც ლავროვის ქვეყანაში შემოშვებაზე პოზიტიური პოზიცია აქვს, თუნდაც ეს იყოს ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტი. ნიკა ჩიტაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კვლავ გაკეთდა უპასუხისმგებლო განცხადებები. ანა ნაცვლიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე არა ზეპარტიული პრეზიდენტი, არამედ „ქართული ოცნების“ სამარცხვინო მესიჯბოქსის მიმტანი ფოსტალიონი იდგა. ხატია დეკანოიძე - ვაფრთხილებ ხელისუფლებას, მოეგონ გონს - ნუ დაუშვებენ „მეორე გავრილოვს", იმიტომ, რომ სერგეი ლავროვის და რუსეთის დელეგაციის აქ შემოშვებას არავინ აპირებს. გრიგოლ გეგელია - პრეზიდენტის მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე თავის არიდება სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო კურსის გამოვლინება. თამარ ჩუგოშვილი - მესმის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩემი ყოფილი პარტიის წევრები - არ არის მარტივი არგუმენტების მოძებნა, როცა ასეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ. გიორგი ვაშაძე - დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გადახაზულია - დადგენილია, რომ ეს არის ანტიდასავლური და ანტიქართული ძალა. დიმიტრი ხუნდაძე - რუსეთის დელეგაციის შემოშვება ქვეყანაში არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, მათ შორის, არც პრეზიდენტის და არც მხოლოდ ჩემი. მამუკა მდინარაძე - რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლა - არ შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ. გიორგი ვაშაძე - ყველა სხვა თემაზე სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, ჩემი საქმე არ არის, მე არ უნდა გადავწყვიტოო და უცებ რატომ აღმოჩნდა ლავროვი მისი საქმე? რომან გოცირიძე - პრეზიდენტმა მორიგი კაპიტულანტური გზავნილი გაახმოვანა - ლავროვის ჩამოსვლა საყოველთაო მღელვარებას გამოიწვევს, „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება. სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ ან უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესი და ოკუპანტი არ შემოუშვას, ან ბუკვალურად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაარღვიოს ქვეყნის ეროვნული ინტერესი. პრემიერი ლავროვის ვიზიტზე - თუ ჩვენი კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ვალდებულებებს ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მივდივართ პარტნიორებთან და სხვა გამოსავალს ვპოულობთ. გიგი უგულავა - არ ვიზიარებ აზრს, რომ სალომე ზურაბიშვილი თარგმანშია დაკარგული - ის ფრანგულადაც მოღალატეა, ინგლისურადაც, რუსულადაც და ძველ ქართულადაც. ნინო ბურჯანაძე - არ ვფიქრობ, რომ ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც.
სისტემაზე შეჯერება - არჩილ თალაკვაძე - გვქონდა მოლოდინი, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა და სიტუაცია განიმუხტებოდა, თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა. გიგა ბოკერია - ივანიშვილის ერთ-ერთმა მსხვილმა "კლოუნმა", პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, რომ კრიზისი ჰქონდათ და ამიტომ დაპირდნენ საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს. გიგი უგულავა - ყველა სიკეთესთან ერთად, ეს არის რეგვენის განცხადება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ივანიშვილმა გამიზნულად მოატყუა ხალხი. არჩილ თალაკვაძე - თუ შეთანხმება არ მოხდება, არჩევნები შერეული საარჩევნო მოდელით ჩატარდება. გიგი უგულავა - 100/50-ის სისტემაზე "ქართულმა ოცნებამ" პასუხი მიიღო იმავე შეხვედრაზე და ის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ქილიკის საგანი გახდა.
ნარკოპოლიტიკა - EMC-ის წარმომადგენელი - ნარკოპოლიტიკა კვლავაც რეპრესიული და დასჯაზე ორიენტირებულია.
ბანკები და ფინანსები - კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“.
მაცალიკაშვილი VS პარლამენტი - პარლამენტთან დაპირისპირების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. თინა ბოკუჩავა - მალხაზ მაჩალიკაშვილიც თავის შვილის გზას უნდა დააყენოს რეჟიმმა? უნდა მოკლან? წარმოუდგენელი უსამართლობაა. მალხაზ მაჩალიკაშვილი - დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ ნაძირალათა ხროვა ხართ, ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება. გიორგი ვაშაძე - განუზომელი თავხედობა და უსამართლობაა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჩალიკაშვილების ოჯახთან მიმართებით ჩაიდინა. დიმიტრი ცქიტიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე - დღევანდელ პარლამენტში ვერ ვხედავ რესურსს, რომ მან შეძლოს ობიექტური საგამოძიებო დასკვნის დადება. ადვოკატი - მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას, გამოაქვეყნოს მტკიცებულება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს რაიმე სახის კავშირი ჰქონდა ახმედ ჩატაევთან. მალხაზ მაჩალიკაშვილი - მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, დამიდექით გვერდით, „ქართული ოცნების“ განადგურებისთვის. გია ვოლსკი - მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან, ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს, რა დოზითაა ამ ადამიანის კავშირი იმასთან, რასაც ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა ჰქვია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეეშვათ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო. არჩილ თალაკვაძე ბოკუჩავა-მაჩალიკაშვილის ბრიფინგზე - ეს იყო ვიწროპარტიული ინტერესი და ასეთი ბრიფინგების ადგილი მათი პარტიული ოფისია.
სკანდალური ვიდეოგადამღები - პატრულის ყოფილი თანამშრომელი გიორგი დვალიშვილი - შს მინისტრის პოზიცია მინისტრის პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არის.
კონგრესმენი პიტ ოლსონი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტს უწოდებს და კონგრესმენებს საქართველოში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
პროტესტი სასახლის წინ - სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც გიორგი გახარია დონორთა ყოველწლიურ ფორუმს ესწრება, „სირცხვილიას" და „შეცვალეს" წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. პრემიერი - მთავრობა გამოყოფს 4 პრიორიტეტულ მიმართულებას - უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა. გიორგი გახარია - სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას, რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
სათბილისო იდეები - კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ, ათივე რაიონში მდებარე სერვისცენტრებში მიიღონ ის სერვისები, რასაც ცენტრალურ სერვისცენტრში იღებდნენ. კახა კალაძე დიზაინის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს მეტროსადურების დიზაინის შექმნაში ჩართულობისკენ მოუწოდებს. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება.
საზღვარგარეთულები:
ეპიდემიური ვირუსი - ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესასწავლად, სასწრაფოდ გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე, დაინფიცირებულთა კი - 5 974-მდე გაიზარდა. გერმანიაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთთან პირდაპირი ფრენები საქართველოდან დროებით შეწყდა - 26 რეისი გაუქმდა აშშ-მა და იაპონიამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ბათუმში, ჩინეთის ორი მოქალაქე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 17 ქვეყანაში ფიქსირდება. ევროკავშირმა შესაძლოა, ჩინელებს და ბოლო პერიოდში ჩინეთში მყოფ ვიზიტორებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს.
ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა.
კრიტიკული გეგმა - დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა და ნახევარი მსოფლიოს კრიტიკაც დაიმსახურა. მაჰმუდ აბასი დონალდ ტრამპის გეგმაზე - ეს არის საუკუნის სილის გაწვნა, პალესტინა არ იყიდება.
პარიზში აქციის მონაწილე მეხანძრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია