ვიდეო რგოლი - ვირუსი ყინოლოვანი წყლით სახელდახელოდ დამზადებულ-დაჭრილ-დამონტაჟებულია, (ისედაც მოსაწვევში დანიშნულ ვადას გადავაცილე რამდენიმე დღით), ამიტომ შესაძლოა ტექსტი კარგად არ ისმოდეს და მინდა ვიდეოს ტრანსკრიპტი შემოგთავაზოთ.
"როგორც წესი ვიდეო მიმართვების ჩაწერა და გავრცელება არ მჩვევია, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს.
დღეს 2014 წლის 23 აგვისტოა, დღის 3 საათი. მთელი მსოფლიო საშინელმა ვირუსმა მოიცვა. სამედიცინო სივრცეში მას ყსგ (IBC) ვირუსს უწოდებენ, ესაა აბრევიატურა სიტყვებისა - ყინულოვანი სათლის გამოწვევა (Ice Bucket Challenge). ვირუსი ვრცელდება ყველა კონტინენტზე ასაკის, სქესის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.
ვირუსის ასეთი მასშტაბური გავრცელების მიზეზი გახლავთ ის ფაქტი, რომ ყსგ ვირუსი შენიღბულია ქველმომქედების სახელით. ამასთანავე, ამ ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე გვაქვს განსაკუთრებულ აბდლობასთან! ვირუსი მხოლოდ ჩვენს გონებას და ქცევას აკონტროლებს.
ვირუსი ვლინდება სამ მოქმედებაში:
როგორც შხირად ხდება ხოლმე, საქართველოში ამ ვირუსმაც მუტაცია განიცადა და მისი ერთადერთი დადებით ქცევა - საქველმოქმედო ფონდებში ფულის გადარიცხვა, მოსახლეობის უმრავლესობას ვერ მოედო. ხოლო ვინც თანხა გადარიცხეთ, ღმერთმა ყველას ასწილად მოგაგოთ!
ვირუსისგან თავის დაცვა შეუძლებელია, ადრე თუ გვიან ის თქვენამდეც მოაღწევს. ვირუსმა ჩემი მეგობრები დააინფიცირა და მათი გამოისობით, ახლა მეც ინფიცირებული ვარ.
მეგობრებო, ვირუსი მოქმედებას იწყებს, მეგობრებო გიგზავნით მოსაწვევს, გიგზავნით ვირუსს დასაინფიცირებლად, ვაგზავნი ყველასთან ვინც ამ ვიდეოს ნახავს. მართალია ვაგზავნი ვირუსს, მაგრამ მე მისი ქცევის კოდი შევცვალე.
ამიტომ ნუ იტყვით უარს ჩემს მიერ გამოგზავნილ ვირუსზე. ვირუსს ვერ დაამარცხებ, მაგრამ შენ შეგიძლია შეცვალო ის!"
იხილეთ ვიდეო!
ვიდეოს ჩაწერისას დახმარებისთვის დიდი მადლობა თამარ გელიშვილს და მის ნაქებ ოპერატორ ქეთა ელიაშვილს!
ნახვა: 737
ტეგები: IceBucketChallenge, Qwelly, აქცია, ბლოგი, გამოწვევა, ვიდეო, თვითგაწუწვა, ქველი, ქველმოქმედება
მე გადამირჩა კახა მაგრამ შემოიღებენ კიდევ რაიმე ახალ ვირუსს და მერე ვეღარ გადარჩები :D :D
Kakha რას ამბობდი არავინ გამომიწვიაო??? :D აბა ამ სუპერ ადამიანის ვიდეო ნახე → იძულებითი "გაწუწვა"
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია