2010 წელი იყო სკოლა რომ დავამთავრე და იმავ წელს მომიწია უნივერსიტეტში ჩაბარება, მაშინ ბევრი არაფერი იყო საფიქრალი, გამომდინარე ჩემი ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებისა გავმხრიყავი სტუდენტი, ილუზია თსუ_ელობისა არ მქონია, ამიტომ ავირჩიე ილიაუნი და გავხდი იქაურიც (რაც ნამდვილად არ მინანია 4 წლის მანძილზე). 2014 წელია უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და ისევ უნივერსიტეტში მიწევს ჩაბარება, ოღონდ ერთით ზედა საფეხურზე - მაგისტრობას ვაპირებ.
ის თუ რა არის სამაგისტრო გამოცდები, ამაზე ჩემმა მეგობარმა თამუნამ უკვე ისაუბრა პოსტში "სამაგისტრო გამოცდები – ზაფხულის კიდევ ერთი ციებ–ცხელება", და იმდენად ამომწურავად რომ რაიმეს დამატებას აზრი არ აქვს. მე ახლა იმ პრობლემაზე მინდა ვისაუბრო რომლის წინაშეც ჩაბარების და ქულების გაგების შემდეგ დგება გამოცდაგამოვლილი მაგისტრანტი. დგება იმ შემთხვევაში თუკი საქმე ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათაგან ეხება რომელიმეს და არა ზუსტ ან საბუნებისმეტყველოს. თუ რატომ, ამას სტუდენტობა გამოვლილი და სტუდენტობაში მყოფნი თავად მიხვდებიან.
განათლების სამინისტროს ქულაგამოსაქვეყნებელ გვერდზე ჩემი შედეგებიც წერია:
ამ შედეგების მიხედვით აშკარად გადალახული მაქვს მინიმალური ბარიერი და როგორც მამშვიდებენ ეს ფაქტი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ თავი მაგისტრანტად ჩავთვალო, მაგრამ მაგისტრანტი სად?
დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩემი ბლოგის მკითხველებს ალბათ ეს პოსტიც ემახსოვრება ფიქრები რომ მაწვიმდა გამოსაშვებ საღამოზე. დავამთავრე სოციოლოგია და გამოცდაც დავწერე B კატეგორიის, რადგან "შეჭვეული ჭირი ჯობს შეუჩვეველსო" აქამდე ამართლებდა და მგონია რომ არც აწი მიმტყუნებს (B კატეგორიაში ერთიანდება სოციალური მეცნიერებები, გარდა ეკონომიკისა). შეუჩვეველ ჭირში თსუ_ს მოვიაზრებდი რა თქმა უნდა. სხვა უნივერსიტეტის იდეაც კი არ მომსვლია თავში, არა იმიტომ რომ ეს ორი საუკეთესოები მგონია, არამედ იმიტომ რომ ახლომეზობელ მგეობრები არიან და შიდა წრიდან გასვლის ნერვებისშლა მეხამუშება.
ახლა 4 წლის საუნივერსიტეტო დავები - რომელი უფრო "მაგარია" თსუ თუ ილიაუნი ერთიანად ტივტივებენ ტვინში და ორივეს საკმაოდ დიდი ბევრი + და - აქვს დაგროვებული ასარჩევადაც და ზურგშესაქცევადაც, მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც მომიწევს და ამიტომ ვკითხულობ შემოთავაზებებს ჩემი კატეგორიის ქვეშ.
ილიაუნი მთავაზობს:
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები
(იხ. ილიაუნი 2014 - 2015 სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი)
თითქმის საუკუნოვანმა თსუმ ჩამონათვალით ძალიან გაუსწრო ახალბედა ილიაუნის პროგრამებს:
მაგრამ საქმე იმაში კი არაა, რას აირჩევ. მთავარი შეკითხვა, რომელზეც სხვებითვის პასუხის გაცემამ უკვე დამღალა, მაგრამ საკუთარი თავისთვის პასუხი ვერ მიპოვია ჟღერს ასე:
რა გამოხვალ და სად იმუშავებ?
ჰო, აბა მიპასუხეთ ახლა, რა გამოვალ და სად ვიმუშავებ?!
ეს ფრიად საჭირბოროტო საკითხი მერესთის გადავდოთ. ახლა პოსტის მთავარი იდეა - ჩემო მეგობრებო, ვისაც B კატეგორია გაქვთ დატესტილი და აპირებთ ისოციალუროთ, იქნებ თქვენი არჩევანი გამანდოთ, რომ თუ სწავლაა არ ჯობს მეგობრების გარემოცვაში ვისწავლო? გავერთობი მაინც!
ველოდები გამოხმაურებებს!
ნახვა: 2234
ტეგები: NAEC, Qwelly, ბლოგი, განათლება, თსუ, ილიაუნი, მაგისტრატურა, სწავლა, უნივერსიტეტი, ქველი
კარგი ნიკუშ, მასე მოვიქცევი მაგრამ ეგ სტერეოტიპების დანგრევის გარდა რას მომიტანს არ ვიცი :D :D
ერთ ბედ ქვეშ ვართ ლაშა მე და შენ... გული ისევ მშობლიური ილიაუნისკენ მიმიწევს მე პირადად
თსუ - ში წამო ლაშა , განსხვავებას თავად ნახავ. ისევე როგორც ილიაში დარჩენილი ილიელები თსუელების შესვლის შემდეგ :)
განსხვავებას კი გიორგი ბატონო, მაგრამ ღირს ამ განსხვავებად? თან სიმართლე გითხრა, მაგისტრატურაში მისაღები გამოცდისთვის მომზადება მეზარება :D ოღონდ ეს ჩუმად, არსად გამთქვა :D
გეზარება კაია , დაჯექი და ისწავლე რას მიკეთებ რო ქველაობ აქ ? :D
ქველსა კაცსა, ქველი საქმე, ურჩევნია მაგისტრობასო არ გაგიგია შეენ??? :(( :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია