რას ნიშნავს როცა მცხეთაში ცხოვრობ, და მითუმეტეს იქ - სადაც მე!

       გაიღვიძებ დილით - 08:40

       T >> lshisa >> Password >> enter >> Start >> Chrome >> enter >> argus.iliauni.edu.ge >> 310010... password >> ცხრილი >> ოთხშაბათი >> კალამი და ფურცელი >> 12:00, I 213 >> ტ >> X >> Start >> shut down!

       10:45 წუთი...

       დეე ყავა მზადაა??... დეე... დეეეეე.!!... აუხ წასულან.
ტანსაცმელი, ონკანი, წყალი... ჩაიდანი... ქშუტუნი... ყავა... ქურტუკი... ტანსაცმელი-ფეხსაცმელი... კარი... წავედიიიი... - 11:25

       ძალიან მაგვიანდება, რადგან ლექცია მაქვს ისეთ კორპუსში აქამდე რომ არ ვყოფილვარ და მისაგნებად საათნახევარი, 30 ადამიანის გამოკითხვა, Google Map ან თბილისის რუკა მჭირდება...

       როგორც იქნა ხედავ რომ მოდის სამარშრუტო ტაქსი - მარშრუტკა... იქნევ ხელის მხარის ატკიებამდე, მაგრამ საპასუხოდ მძღოლიც იქნევს ხელს რომ ადგილი არ აქვს და ხედავ საქარე მინაზე მიწყობილ 4 თავს, რომ აღარაფერი ვთქვა კარის ფანჯრიდან მომზირალ საჯდომს (სამწუხაროდ მამაკაცის)...

       პირველი გინება მცირე ზომისაა - უხ თქვენი!

       როცა პირველი მარშრუტკა არ გაგიჩერებს უწმაწური გაფიქრების შემდეგ იწყებ საკუთარი სურვილებისა და იმედების დაჯერებას სხვა მარშრუტკის მძღოლების გონიერებაზე, რომ რადგან ეს შევსებულია, მეორე მალე მოვა და კარგი იქნება თუ არ გადახვალ ხიდის მოპირდაპირე მხარეს რათა მცხეთის სოფლებიდან ჩამოსულ ტრანსპორტს გაჰყვე, რომელშიც ასევე საეჭვოა ადგილი იქნება თუ არა.

       გადის თხუთმეტი წუთი, მიხვდი რომ ის სურვილები და იმედები ილუზია იყო - 11:48 ...

       მეორე მარშრუტკა, უფრო მცირე ზომის და უფრო მეტი ხალხით - დაახლოებით იმდენი, ზედა საქარე მინა რომ აქვს ახდილი მარშრუტკას და შანგბადს იქიდან ეზიდება...

       გინების სიტყვათა შეწყობა უფრო ვრცელი და უხამსია...

       რაც "კატოკმა" ასფალტი ვერ მოასწორა, შენ ტკეპნი 20 მეტრის რადიუსში...

       ტელეფონის ჯიბიდან ამოღება-ჩადებით შარვალიც თანამედროვე სტილისა ხდება (გახეხილი) და ტელეფონიც ნელ-ნელა იწყებს ამუშავებას სრული დატვირთვით...

       დაიწყო ლექცია - 12:00

       12:10 წუთი - კიდევ ერთი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა ჰორიზონტზე და რა თქმა უნდა არ კარგავ იმედს და შემართება - ხელის ქნევა მოტეხვამდე! ამჯერად მძღოლმა უკვე აღარც იკადრა ხელი გაექნია ადგილი არ მაქვსო, ფანჯრიდან გადმოყოფილ ზემოხსენებულ სიმდიდრეზე ეტყობოდა რაც ხდებოდა შიგნით!

       12:35 წუთი... ამ შუალედში კიდევ ორმა მარშრუტკამ ჩაიარა...

------------------

       სახლისკენ მიმავალი ბილიკი...

       მე უკვე სრულად ვფლობ ქართული გინების ხელოვნებას!

       მადლობა მცხეთის სატრანსპორტო სამსახურს ასეთი ხალისიანი დილისთვის...

------------------

"სადაც ღმერთები ღმერთობენ, მეფენი მეფობენ" ხო? არ ჯობს მარშრუტკები დადიოდნენ ნორმალურად?!

ნახვა: 1164

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, სტუდენტი, ქველი

Keti: ოქტომბერი 9, 2013||2:54pm

დაილოცოს "კირპიჩი" :D :D როცა გინდა, სადაც გინდა წადი :D :D :D :D

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||3:02pm

მზიანი "კირპიჩი" ხო? :@ არა, მართლა ძალიან ბევრი ვიგინე დილით :'( 

Keti: ოქტომბერი 9, 2013||3:11pm

წარმომიდგენია :D :D :D :D ერთი კვირა სადგურზე ვიყავი და მეორე ერთი კვირა ცარიელ მარშუტკას ველოდებოდი რომ წამოვსულიყავი.  :D :D :D :D

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||3:14pm

Keti თან როგორი სიცილით ამბობ :D შენთვის ეგ ტკბილი მოგონებებია და აბა მე მკითხე :D :D :D არა დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ, აი, ძალიან!!! :D 

Keti: ოქტომბერი 9, 2013||3:25pm

კიი როგორ არა.. უტკბილესი მოგონებაა :D :D ფარნავაზის მოედნის გახსენებაც კი მიხარია ხოლმე :D

ჰოდა რომ აღარ გაბრაზდე "კირპიჩს" მიაკითხე ხოლმე :D

tsira: ოქტომბერი 9, 2013||3:29pm

მეც შენ დღეში ვარ. ვერ ვიტან უკვე ავტობუს, მარშუტკას და მეტროს. დასვენების დღეებს ვნატრობ.

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||3:31pm

ცირა ფოთი-თბილისის გზას გულისხობ? :D 

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||3:32pm

Keti "კირპიჩში" აბლაყუნებაც არაა მაინცდამაინც სახარბიელო და სასიამოვნო :@ :@ :@ :) 

ფარნავაზის მოედანი კი ერთობ ჩინებულია :D 

tsira: ოქტომბერი 9, 2013||3:36pm

არა ბატონო ( ფოთიდან კომფორტულად ვმგზავრობ) დიდ დიღომს ვგულისხმობ 

Keti: ოქტომბერი 9, 2013||3:43pm

არ ყოფილა მაშინ შენი საშველი :D :D :D

 რა თქმა უნდა ჩინებულია, განსაკუთრებით თუ ტრანსპორტს ელოდები :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters