რას ნიშნავს როცა მცხეთაში ცხოვრობ, და მითუმეტეს იქ - სადაც მე!

       გაიღვიძებ დილით - 08:40

       T >> lshisa >> Password >> enter >> Start >> Chrome >> enter >> argus.iliauni.edu.ge >> 310010... password >> ცხრილი >> ოთხშაბათი >> კალამი და ფურცელი >> 12:00, I 213 >> ტ >> X >> Start >> shut down!

       10:45 წუთი...

       დეე ყავა მზადაა??... დეე... დეეეეე.!!... აუხ წასულან.
ტანსაცმელი, ონკანი, წყალი... ჩაიდანი... ქშუტუნი... ყავა... ქურტუკი... ტანსაცმელი-ფეხსაცმელი... კარი... წავედიიიი... - 11:25

       ძალიან მაგვიანდება, რადგან ლექცია მაქვს ისეთ კორპუსში აქამდე რომ არ ვყოფილვარ და მისაგნებად საათნახევარი, 30 ადამიანის გამოკითხვა, Google Map ან თბილისის რუკა მჭირდება...

       როგორც იქნა ხედავ რომ მოდის სამარშრუტო ტაქსი - მარშრუტკა... იქნევ ხელის მხარის ატკიებამდე, მაგრამ საპასუხოდ მძღოლიც იქნევს ხელს რომ ადგილი არ აქვს და ხედავ საქარე მინაზე მიწყობილ 4 თავს, რომ აღარაფერი ვთქვა კარის ფანჯრიდან მომზირალ საჯდომს (სამწუხაროდ მამაკაცის)...

       პირველი გინება მცირე ზომისაა - უხ თქვენი!

       როცა პირველი მარშრუტკა არ გაგიჩერებს უწმაწური გაფიქრების შემდეგ იწყებ საკუთარი სურვილებისა და იმედების დაჯერებას სხვა მარშრუტკის მძღოლების გონიერებაზე, რომ რადგან ეს შევსებულია, მეორე მალე მოვა და კარგი იქნება თუ არ გადახვალ ხიდის მოპირდაპირე მხარეს რათა მცხეთის სოფლებიდან ჩამოსულ ტრანსპორტს გაჰყვე, რომელშიც ასევე საეჭვოა ადგილი იქნება თუ არა.

       გადის თხუთმეტი წუთი, მიხვდი რომ ის სურვილები და იმედები ილუზია იყო - 11:48 ...

       მეორე მარშრუტკა, უფრო მცირე ზომის და უფრო მეტი ხალხით - დაახლოებით იმდენი, ზედა საქარე მინა რომ აქვს ახდილი მარშრუტკას და შანგბადს იქიდან ეზიდება...

       გინების სიტყვათა შეწყობა უფრო ვრცელი და უხამსია...

       რაც "კატოკმა" ასფალტი ვერ მოასწორა, შენ ტკეპნი 20 მეტრის რადიუსში...

       ტელეფონის ჯიბიდან ამოღება-ჩადებით შარვალიც თანამედროვე სტილისა ხდება (გახეხილი) და ტელეფონიც ნელ-ნელა იწყებს ამუშავებას სრული დატვირთვით...

       დაიწყო ლექცია - 12:00

       12:10 წუთი - კიდევ ერთი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა ჰორიზონტზე და რა თქმა უნდა არ კარგავ იმედს და შემართება - ხელის ქნევა მოტეხვამდე! ამჯერად მძღოლმა უკვე აღარც იკადრა ხელი გაექნია ადგილი არ მაქვსო, ფანჯრიდან გადმოყოფილ ზემოხსენებულ სიმდიდრეზე ეტყობოდა რაც ხდებოდა შიგნით!

       12:35 წუთი... ამ შუალედში კიდევ ორმა მარშრუტკამ ჩაიარა...

------------------

       სახლისკენ მიმავალი ბილიკი...

       მე უკვე სრულად ვფლობ ქართული გინების ხელოვნებას!

       მადლობა მცხეთის სატრანსპორტო სამსახურს ასეთი ხალისიანი დილისთვის...

------------------

"სადაც ღმერთები ღმერთობენ, მეფენი მეფობენ" ხო? არ ჯობს მარშრუტკები დადიოდნენ ნორმალურად?!

ნახვა: 1281

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, სტუდენტი, ქველი

ino: ოქტომბერი 10, 2013||12:23am

ეს თუ მხოლოდ 1ხელ გადაიტნე ეგ არაფერი...
მე მთელი 1 წელი ასე მხირულად გავატარე..73

ლაშა: ოქტომბერი 10, 2013||12:27am

კიი თათ :( :( :( 

ino შენც ბრავო ნუგეშში :D :D :D :D 

ino: ოქტომბერი 10, 2013||12:36am

ფეხით სიარული ძალიან მიყვარს..)

ლაშა: ოქტომბერი 10, 2013||12:37am

მეც ino, მცხეთიდან ნუცუბიძის პლატომდე :D :D :D 

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 10, 2013||4:55pm

რატომ არავინ მიაქციეთ ყურადღება რომ ამ ყმაწვილს ხიდს იქით გადასვლა დაეზარა? :P :P რაც მოგივა დავითაოოოოო!!! :D 

Keti: ოქტომბერი 10, 2013||5:49pm

თამილ კარგი დღე არც იქ დაადგებოდა :D ჩემი გამოცდილებით ვიცი

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 10, 2013||5:53pm

Keti და ეგ ვითომ რატომაო? :D აბა ასე ლოდინი და გაცდენა და ბუზღუნი ჯობდა? :D 

ლაშა: ოქტომბერი 10, 2013||5:54pm

Tamil ბუზღუნი არ ჰქვია მაგას :D აი, როცა ესტუმრები მცხეთას, ეცადე დარჩე და მეორე დილით გადადი იქ სადაც მე ვწერ და და ელოდე მარშრუტკას :P 

Keti: ოქტომბერი 10, 2013||5:57pm

ლაშა ამ პოსტის მერე ეჭვი მეპარება ვინმე მცხეთაში ჩამოვიდეს :D

ლაშა: ოქტომბერი 10, 2013||6:01pm

Keti ჰოდა ძალიანაც კარგი :D მარშრუტკებში ადგილი მუდამ იქნება :D :D :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters